წესები და პირობები


ვებგვერდი www.sapari.ge არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ბაზაზე 2016 წელს შეიქმნა. მასზე განთავსებულია მასალები, რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებებთან, ოჯახში ძალადობასთან, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებასთან, ბავშვთა უფლებებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ თემებს.  

“საფარის” ვებგვერდზე წარმოდგენილი მასალები: სტატიები, ინტერვიუები, ბლოგპოსტები, თარგმანები და ფოტო/ვიდეო/აუდიომასალები წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონდებლობით. მასალების გამოყენება პირადი მოხმარებისთვის უფასო და შეუზღუდავია. 

აკრძალულია წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახის საინფორმაციო საშუალებაში “საფარის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის (ბეჭდური, ფოტო, აუდიო და ვიდეო) გამოყენება, გადაკოპირება, გადაბეჭდვა ან სხვაგვარი სახით მითვისება. 

“საფარის” რედაქციისგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ, აუცილებელია წყაროს   (ვებგვერდი www.sapari.ge) მოხსენიება და ამავე დროს, მასალის ბმულის სახით მითითება. 

წყაროს მითითების გარეშე მასალის გადაბეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ  წინასწარ საფასურის გადახდის შემთხვევაში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 0322 30 76 03; ელ ფოსტა: unionsapari@gmail.com