წესები და პირობები

პირობები

თქვენსა და “საფარის” შორის დადებული შეთანხმება არეგულირებს თქვენს მიერ პლატფორმის გამოყენების პირობებს, მათ შორის მასალების და ინფორმაციის გამოყენებას, თქვენს უფლებებსა და იმ ფუნქციონალებს, რომლებიც საშუალებას გაძლევენ გააკეთოთ შემოწირულობა და ისარგებლოთ საიტზე არსებული სხვა მსგავსი ფუნქციონალით.

  1. შეთანხმების პირობებზე დათანხმება გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ ხელშეკრულებაში გაწერილ წესებს და პირობებს.
  2. გადახდისას თქვენ აღიარებთ და თანხმდებით, რომ ხართ სრულწლოვანი და აწერთ ხელს ხელშეკრულებას “საფარისთან”. თუ ორგანიზაციის სახელით აკეთებთ განაცხადს ან დონაციას, მაშინ უზრუნველყოფთ, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი, რათა იმოქმედოთ კომპანიის/ორგანიზაციის სახელით.
  3. “საფარის” აქვს უფლება ცვლილებები შეიტანოს საიტში და არ იღებს ვალდებულებას შეინახოს თქვენ მიერ წარმოდგენილი კონტენტი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  4. პერსონალური ინფორმაციის შენახვას და გამოყენებას არეგულირებს ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დოკუმენტი.

თქვენ ეთანხმებით და აცნობიერებთ, რომ:

– თქვენ გვაწვდით უტყუარ ინფორმაციას;
– რომ გაქვთ უფლება გააზიაროთ ეს ინფორმაცია;
– თქვენს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია შესაძლებელია მესამე პირმა გამოიყენოს ”საფარისთან” შეუთანხმებლად;

შემომწირველებისათვის:

3.1. გადახდის პირობები მითითებულია საიტზე. თქვენ შეგიძლიათ, Paypal-ის დახმარებთ, საბანკო ბარათით გადახდა ან პირდაპირ “საფარის” ანგარიშზე ჩარიცხვა, თუ მიუთითებთ პროექტის სათაურს გადმორიცხვისას.
3.2. თქვენ ვალდებულებას იღებთ, რომ გადახდის დროს იყენებთ მხოლოდ თქვენს პირად ბარათს ან თქვენს პირად ფინანსურ ანგარიშს.
3.3. “საფარი” შეცვლის შემოწირულობის სამიზნე პროექტს იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე პროექტის ავტორმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე. ”საფარი” თქვენთან შეთანხმებით თანხას სხვა მსგავსი შინაარსის/მიზნის პროექტს ჩაურიცხავს.

თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციის გამოყენება:

4.1. ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის დოკუმენტი არეგულირებს პერსონალური ინფორმაციის გამოყენების უფლებებს. როდესაც ეთანხმებით სერვისის გამოყენების პირობებს, თქვენ ასევე ეთანხმებით ამ დოკუმენტის პირობებს.

უსაფრთხოება:

5.1. თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი თქვენი პირადი ანგარიშის, იმეილის, პაროლის მონაცემების დაცვაზე და არ უნდა გაუზიაროთ ის მესამე პირს.
5.2. როგორც ნებისმიერი საიტი, “საფარი” პლატფორმაც არაა დაცული ჰაკერული შეტევებისგან.
5.3. ბარათის და ფინანსური ტრანზაქციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია TBC ბანკი და “საფარის” არ აქვს წვდომა თქვენი ბარათის მონაცემებზე.

საიტის გამართული მუშაობა:

6.1. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საიტი მუშაობდეს შეფერხების გარეშე. მაგრამ შეიძლება არსებობდეს შეცდომები საიტის ფუნქციონირებისას. ასეთების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

ზოგადი დებულებები:

7.1. “საფარიმ” შეიძლება შეცვალოს საიტის გამოყენების პირობები და გამოაქვეყნოს განახლებული ვერსია მხოლოდ ელექტრონული ფორმით ამავე საიტზე.
7.2. “საფარი” ვალდებულებას იღებს შეამოწმოს დაფინანსებული პროექტის განხორციელება და გაუგზავნოს სამიზნე პროექტის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი შემომწირველს ასეთი თხოვნის არსებობის შემთხვევაში.