ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვზე ძალადობა? – რჩევები მშობლებს

posted in ბავშვზე ძალადობა by with Comments Off on როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვზე ძალადობა? – რჩევები მშობლებს

ბავშვები უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობაც. ხშირად, უფროსები ნაკლებად ფიქრობენ იმ საშიშროებებზე, რომელიც მათ ბავშვს/ბავშვებს პოტენციურად ყოველ ფეხის ნაბიჯზე ემუქრება. გთავაზობთ რჩევებს, რომლის გათვალისწინებაც ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში დაგვეხმარება.

  •       უსაფრთხო, საიმედო ადგილას უნდა შევინახოთ ჩვენი ბავშვის/ბავშვების ფოტო ანფასსა და პროფილში, თუ შესაძლებელია, მისი თითების ციფრული ანაბეჭდები.
  •         უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვებმა იციან სახლის/დედის/მამის ტელეფონის ნომერი და მისამართი.
  •        ბავშვებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ იკრიფება პატრულის ნომერი და რისი თქმა არის საჭირო დარეკვისას. უპრიანი იქნება, თუ ამის რეპეტიციას რამდენიმეჯერ გავივლით.
  •         ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, სად არიან ჩვენი ბავშვები, დაე მათაც იცოდნენ, სად ვართ ჩვენ.
  •         არასოდეს უნდა დავტოვოთ მარტო ბავშვი საზოგადოებრივ ტუალეტებში.
  •         ბავშვს მუდამ თან უნდა ახლდეს უფროსი.
  •      ბავშვის სახელი არ უნდა იყოს ხილვადი. მაგალითად, მას იგი არ უნდა ეწეროს ტანსაცმელზე, ველოსიპედზე, ჩანთაზე, სათამაშოებზე.
  •      ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ კარის მიღმა უცნობ ან ზერელედ ნაცნობ ადამიანებთან საუბარი არ შეიძლება.
  •      არასოდეს არ უნდა დავტოვოთ ბავშვი/ბავშვები მარტო მაგალითად წიგნის ან სათამაშოების მაღაზიებში, არ მივცეთ უფლება, იხეტიალონ სავაჭრო ცენტრებში ან სადგურებში.
  •       იმ შემთხვევისთვის თუ ბავშვი დაიკარგება, იგი წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, რომ ფეხი არ მოიცვალოს იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს დაშორდით ერთმანეთს.
  •        უნდა ვიცოდეთ ჩვენი ბავშვის მეგობრების ვინაობა, მათი მშობლების მისამართი და ტელეფონის ნომრები.
  •         უნდა ვიცოდეთ ის ჩვეული მარშრუტები, რომლითაც ჩვენი ბავშვები სკოლაში ან მეგობრებთან დადიან.
  •       ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენი ბავშვის აგრესიულ ან ზიზღიან რეაქციას რომელიმე გარშემომყოფის მიმართ. უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ, რატომ განიცდის ბავშვი ზიზღს?
  •         ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ შემთხვევა, როდესაც რომელიმე ჩვენი ნაცნობი ჩვენი ბავშვის მიმართ უადგილო და ზედმეტ ინტერესს იჩენს.
  •         არასოდეს წავუყრუოთ ბავშვის დამოკიდებულებებს და შიშებს კონკრეტული ადამიანების მიმართ, მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ისინი უსაფუძვლოა.
  •         ბავშვი უნდა დავარწმუნოთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, საშველად აუცილებლად მოვალთ.
  •      ბავშვს უნდა ავუხსნათ, როგორ გადაირჩინოს თავი და მოძებნოს თავშესაფარი, თუ მას თავს დაესხმებიან.

რჩევები ყველაზე პატარების მშობლებისთვის

ძვირფასო მშობლებო, შეეცადეთ, არ შეაშინოთ თქვენი ბავშვი, მაგრამ მიაღწიეთ, რომ მან მტკიცედ დაიმახსოვროს შემდეგი წესები:

  •        არასოდეს ჩაუჯდეს მანქანაში უცნობ ადამიანს. თუ ვინმე ამას სთხოვს, აუცილებლად მშობელს უამბოს.
  •         ყოველთვის ითამაშოს მეგობრებთან.
  •         უფროსის ნებართვის გარეშე, არასოდეს მიიღოს საჩუქრები ან ტკბილეული უცხო ადამიანისგან.
  •         არასოდეს დათანხმდეს უცხო ადამიანებთან ერთად სადმე წასვლას.
  •         მთელი ხმით იყვიროს, თუ ვინმე უცნობი მანქანაში ჩაჯდომასა და სადმე გასეირნებას შესთავაზებს.
  •      დაიმახსოვროს საკუთარი მისამართი და ტელეფონის ნომერი, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დარეკოს 112-ზე.
  •      არასოდეს მისცეს უფლება უცხო ადამიანს, შეეხოს. თუ ეს ბავშვის ნების წინააღმდეგ მოხდა, მან აუცილებლად მშობლებს უნდა  უამბოს.
  •         ბავშვს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ მშობლებს უყვართ და სიმართლის თქმისთვის არასოდეს დასჯიან.
© sapari.ge