ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

10 ქვეყანა, სადაც ქალები ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრობენ

posted in ქალებზე ძალადობა by with Comments Off on 10 ქვეყანა, სადაც ქალები ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრობენ

საშუალოსტატისტიკურ ევროპელ ქალს საკუთარი შემოსავალი აქვს, რეგულარულად დადის სილამაზის სალონებსა და ფიტნეს კლუბებში, თუმცა ჩვენი პლანეტის ყველა ქალი ასე როდი ცხოვრობს. მათი თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ სასტიკი დისკრიმინაციის, ყოველდღიური ძალადობისა და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს. აი იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც, ექსპერტების აზრით, ქალებს ყველაზე საშინელ პირობებში უწევთ არსებობა.

გვატემალა

გვატემალაში ოჯახში ძალადობა და ქალის გაუპატიურება პრაქტიკულად ნორმად მიიჩნევა. ეს განსაკუთრებით ქვეყნის დაბალი ფენის წარმომადგენელ ქალებში ხდება, სადაც აივ/შიდსის გავრცელების დონე, აფრიკის საჰარის სამხრეთი რეგიონების შემდეგ, მეორე ადგილზეა.

ერაყი

ერაყი ქალებისთვის სექსისტური ჯოჯოხეთია. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს სექს-ჯიჰადი აქვთ გამოცხადებული – ახალგაზრდა ქალებს აიძულებენ, ჯარისკაცებს ინტიმური მომსახურება გაუწიონ. უარი არ მიიღება – გასული წლის ბოლოს, ამის გამო ას ორმოცდაათზე მეტი ქალი სიკვდილით დასაჯეს.

პაკისტანი

პაკისტანში, ქალების 90% ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ქვეყანაში მათი უფლებების დამცველი კანონები უბრალოდ არ არსებობს. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში, ქალის გაუპატიურებაც მოსულა იმ სასჯელის სახით, რომელიც მისი ოჯახის რომელიმე წევრმა კაცმა ჩაიდინა. გარდა ამისა, თუ პაკისტანელმა გოგონამ/ქალმა კაცი „გააბრაზა“, „განაწყენებული“ კაცი მას ქუჩაში ხვდება და სახეში მჟავას ასხამს. მსგავსი შემთხვევები მრავლად ინდოეთშიც ხდება.

ჩადი

ჩადში ქალებს თითქმის არანაირი უფლებები არ გააჩნიათ. ისინი 100-12 წლის ასაკში თხოვდებიან.

ავღანეთი

ავღანეთში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელია. აქ ქალების უდიდეს უმრავლესობას განათლებაზე წვდომა არ გააჩნია, 85% კი სამედიცინო დახმარების გარეშე მშობიარობს. მშობიარეთა სიკვდილიანობის კუთხით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ომში, ქალები იძულებულნი არიან, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოლონ. ისინი ხშირად იღუპებიან თავდასხმების დროს, ტყვედ აყვანისას კი ხშირად გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან. აქაურ ქალს, ქმრის ნებართვის გარეშე, ერთი დოკუმენტის ხელმოწერის უფლებაც კი არ აქვს.

სუდანი

სუდანის ხელისუფლება ქალთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებული კანონების მიღებას ცდილობს, თუმცა მისი მოქმედების შედეგი შეუმჩნეველია. 2003 წლის შემდეგ, მილიონზე მეტი ქალია მოტაცებული, ნაწამები და იძულებით გადასახლებული.

მალი

მალიში ძალზე ფართოდაა გავრცელებული ქალების გენიტალიების დასახიჩრება, რომელსაც თავად მოსახლეობა ქალის წინადაცვეთას უწოდებს.

სომალი

სამოქალაქო ომის გამო, ადგილობრივი გოგონების 90% ქალწულობას 10-12 წლის ასაკში ან უფრო ადრე, გაუპატიურების გზით ეთხოვება. ქალების მხოლოდ 7% მშობიარობს სამედიცინო დაწესებულებებში.

ინდოეთი

ინდოეთში ქალების 70% ოჯახში ძალადობას განიცდის. დაახლოებით ყოველ ნახევარ საათში, ინდოელი ქალი გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. იმის გამო, რომ ქვეყანაში ადამიანებით ვაჭრობა მიმდინარეობს, ქალი, როგორც გასაყიდი საქონელი, დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ადგილობრივი გოგონების თითქმის ნახევარი 18 წლამდე ასაკში თხოვდება.

 

© sapari.ge