ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

“ნუ დადგები ძალადობის მხარეს!” – ფოტორეპორტაჟი 17 მაისის აქციიდან

posted in ფოტოგალერეა, ქართული by with Comments Off on “ნუ დადგები ძალადობის მხარეს!” – ფოტორეპორტაჟი 17 მაისის აქციიდან

დღეს, ლგბტქი აქტივისტებს 17 მაისის – ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ექსტრემალურ სიტუაციაში მოუხდათ: იმის გამო, რომ რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე პატრიარქის მიერ 2014 წელს დაწესებული “ოჯახის სიწმინდის დღე” აღინიშნებოდა, ძალადობის საწინააღმდეგო აქციის გამართვა მხოლოდ მთავრობის კანცელარიის შენობასთან გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, შსს-მ აქციის უსაფრთხოების საგანგებო ზომები მიიღო – აქციის დრო 10 საათზე ჩაინიშნა, მის მონაწილეებს საგანგებო რეგისტრაცია უნდა გაევლოთ, მონაწილეთა ტრანსპორტირება კი ექსტრემალური მეთოდებით მოხდა.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომების ამგვარმა არცთუ სასურველმა ფორმამ ლგბტქი აქტივისტების ნაწილი გააღიზიანა. მათ აქციას ბოიკოტი გამოუცხადეს. აქტივისტების მეორე ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შეკრების უფლებით სარგებლობა აღმოჩნდა და აქციაც შედგა.

აქციის მთავარი გზავნილი 17 მაისისთვის საგანგებოდ შექმნილი კამპანიის სლოგანი იყო: “ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”. აქციაზე თითოეულმა სიტყვით გამომსვლელმა ლგბტქი ადამიანებზე ძალადობა გააპროტესტა.

© sapari.ge