ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

საქართველოს გოგონათა ნაკრები ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

posted in ქართული by with Comments Off on საქართველოს გოგონათა ნაკრები ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

22-23 ივლისს, მოსკოვმა ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის როგორც ქალთა, ასევე კაცთა ნაკრებებმა.

ქვიშის რაგბის ევროპის პირელი კონტაქტურ ჩემპიონატზე, სულ 8 ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა – აზერბაიჯანმა, უკრაინამ, რუმინეთმა, იტალიამ, ბელარუსმა, რუსეთმა, ესპანეთმა და საქართველომ.

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს გოგონათა ნაკრები ვერცხლის პრიზიორი გახდა. მოსკოვში გამართული ტურნირის ფინალში საქართველო მასპინძელ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 დამარცხდა.

გოგონათა ნაკრებმა ნახევარფინალში ბელარუსებს 6:1 მოუგო, რომლებმაც ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

© sapari.ge