პირველად გერმანული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში, მატჩის მთავარი არბიტრი ქალია


Die Welt-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩზე, ბერლინის “ჰერტასა” და ბრემენის “ვერდერს” შორის, ბიბიანა შტაინჰაუსი (Bibiana Steinhaus) მთავარ მსაჯად მოგვევლინება. ეს მოვლენა ბუნდესლიგის ისტორიაში ისტორიული იმიტომაა, რომ იგი ქალი მთავარი მსაჯის დებიუტს აღნიშნავს კაცების ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში.

გამოცემა გვატყობინებს, რომ 38 წლის შტაინჰაუსი 23 მსაჯის სიაში შევიდა, რომლებიც გერმანიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონზე იმუშავებენ.

შტაინჰაუსი ორი წლის მანძილზე მუშაობდა გერმანიის ჩემპიონატის მეორე და მესამე დივიზიონების მსაჯად. ასევე, ქალთა ფეხბურთში მან იმსაჯა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, ქალთა ოლიმპიური ტურნირების მატჩებსა და ჩემპიონთა ლიგაზე..