პროექტი “ქალთა გაძლიერება ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის გზით”


2017 წლის 31 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, “საფარი” განახორციელებს პროექტს “ქალთა გაძლიერება ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის გზით”, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე იქნება ფოკუსირებული.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის სინტიტუტის ACCESS პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

პროექტის მიზანია ქალთა გაძლიერების სამოქმედო გეგმების განხორციელების ხელშეწყობა კომპანიებში შიდა პროცედურების განვითარების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და  ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტში გაწერილი საქმიანობა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  1. კომპანიების არსებული შინაგანაწესების, დებულებების, შიდა პროცედურების (გასაჩივრების მექანიზმების) გაცნობა და ანალიზი;
  2. ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება კომპანიების ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და დისკუსია კომპანიაში არსებული დოკუმენტებისა და პრაქტიკის ირგვლივ;
  3. დოკუმენტების ანალიზისა და შეხვედრების შედეგების გათვალისწინებით რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
  4. არსებულ დოკუმენტებში ცვლილებების შეთავაზებას;
  5. დოკუმენტების არარსებობის პირობებში სამოდელო დოკუმენტების მომზადებასა და შეთავაზებას.

პროექტის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  1. ცალკეულ კომპანიაში ჯგუფური შეხვედრის ორგანიზება კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთან/მოადგილესთან და ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და ანალიზის შედეგებისა და რეკომენდაციების პაკეტის წარდგენა. დისკუსია და ცვლილებების საბოლოო პაკეტის პროექტზე შეთანხმება.
  2. კომპანიების ინდივიდუალური კონსულტაცია შიდა დოკუმენტებში ცვლილებების ასევე საჩივრის მექანიზმის დანერგვის პროცესში. კონსულტაციას შესაძლოა ჰქონდეს, როგორც დისტანციური ფორმა, ასევე შესაძლოა მოიცავდეს კომპანიებში ვიზიტის და ადგილზე კონსულტაციას.

პროექტი მოიცავს ტრეინინგებს გენდერული თანასწორობის შესახებ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, ასევე, საინფორმაციო ლიფლეტებისა და ვიდეორგოლის დამზადებას.

პროექტის აქტივობების ამსახველი ინფორგაფიკა იხილეთ აქ.