პროექტი “ფემინისტური დიალოგი თაობათა შორის” – საერთაშორისო ჭრილში


24-25 ნოემბერს, კიევში გაიმართა ქართული, უკრაინული და გერმანული ქალთა ფონდების შეხვედრა, რომლებმაც ერთად განახორციელეს პროექტი “ფემინისტური დიალოგი თაობათა შორის”.

სამივე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების და ფონდების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ფემინისტების სხვადასხვა თაობებს შორის კომუნიკაციის სიმცირეზე და მათი დაახლოების გზებზე.

შეხვედრას საქართველოდან ესწრებოდნენ ახალგაზრდა ფემინისტთა საინიციატივო ჯგუფი, Women’s Information Center (WIC) და “საფარის” წარმომადგენლები.

“საფარმა” კონფერენციაზე წარადგინა პროექტი “თაობათშორისი დიალოგი ფემინისტებს შორის”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კონფერენცია და გამოიცა პუბლიკაცია “ფემინისტური დიალოგი”.
 
მარი კურტანიძე, “საფარის” იურისტი, კონფერენციის მონაწილე: “სხვადასხვა თაობის ფემინისტმა უკრაინიდან, გერმანიდან და საქართველოდან წარმოადგინეს ის ინიციატივები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა ფემინისტური დიალოგის გაღრმავებას, არსებულ დაბრკოლებებზე და მათი გადაჭრის გზებზე მჯელობას.  ძალიან საინტერესო კონფერეცია იყო, სხვადასხვა თაობის ფემინისტებთან შეხვედრამ საშუალება მოგვცა, ერთმანეთისთვის გამოცდილებები გაგვეზიარებინა და ახალი იდეების და ინიციატივებისთვის ინსპირაცია მოგვცა. ასე რომ, არა მხოლოდ თაობათაშორისი, არამედ კულტურათშორისი დიალოგიც გამოვიდა”.