საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებისთვის ყველგან კოშმარია


WHIMN

ყოველ დილით, სამსახურში მატარებელს მივყავარ. იგი მოდის ან ერთი წუთით ადრე, ან – 10 წუთით გვიან, ანუ, ჩემ მიერ საგულდაგულოდ დაგეგმილი სამსახურში მისვლის პროცესი რეგულარულად კალაპოტიდან ვარდება.

მაგრამ, Global Mobility-ს ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, თავს ბედნიერად მივიჩნევ.

დოკუმენტში, რომელშიც ძირითადი ყურადღება ეთმობა ტრანსპორტს და მასზე ხელმისაწვდომობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაწვრილებითაა აღწერილი ის სერიოზული საფრთხეები, რასაც ქალები აწყდებიან ტრამვაით, ავტობუსითა და მატარებლით მგზავრობისას, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.

“პირადი უსაფრთხოების არარსებობამ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შეუძლებლობამ, მსხვერპლად ქცევის საშიშროების პირობებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ფეხით სიარულისას, ავტობუსის ლოდინისას გაჩერებაზე ან სადგურის ბაქანზე, – შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმზიდველობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ციფრები ამ ყველაფრის საზარელ სურათს გვიხატავს.

ლათინურ ამერიკაში, ათიდან ექვსი ქალი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა.

არც დასავლეთის გაცილებით მდიდარ ქვეყნებში ცხოვრება არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. აქაური ქალების 53% ამბობს, რომ ღამით, რკინიგზის ბაქანზე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

ამა წლის აგვისტოში, ორგანიზაცია Plan International-მა და მონაშის უნივერსიტეტმა მელბურნელ ქალებს სთხოვეს, ქალაქის სატრანსპორტო რუკაზე აღენიშნათ, სად გრძნობდნენ ისინი თავს უსაფრთხოდ და სად – დაუცველად. საერთო ჯამში, რუკაზე აღინიშნა 417 ადგილი, რომელთანაც ქალებს უარყოფითი გამოცდილება აკავშირებდათ. ავტობუსში, მატარებელსა ან ტრამვაიში თავს უსაფრთხოდ მხოლოდ 162 გამოკითხული ქალი გრძნობდა.

„ეს კვლევა ხაზს უსვამს სექსუალური შევიწროებისა და თავდასხმების დამანგრეველ გავლენას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას“, – ამბობს დოქტორი ნიკოლ კალმსი (Nicole Kalms), პროექტის მონაწილე.

დღეს, როგორც არასდროს, სექსუალურ ძალადობისა და შევიწროების პრობლემა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, დღეს ქალებმა ნანატრი ფართო მხარდაჭერა მიიღეს, რომ საკუთარ ისტორიებზე ისაუბრონ, როგორც იქნა, მათი ესმით, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არაა.

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ: nypost.com