“მარიხუანას ტამპონები” – მტკივნეული მენსტრუაციის შესამსუბუქებლად


თვეში ერთხელ, დედაბუნება თავს გვახსენებს და გვეუბნება: “ჰეი, გოგონი, შენ დედა არ ხარ!”. რასაკვირველია, ჩვენ ძალიან გვიყვარს ის ტკბილი მომენტი, რომელიც გვიდასტურებს, რომ ორსულად არ ვართ, თუმცა, წინ განწყობის ცვლილებების, ტკივილისა და გმინვის ერთი კვირა გველის. ზოგიერთ ქალს მენსტრუაციის დროს მცირედი სისხლდენა აქვს და თავს ცუდადაც არ გრძნობს, მაგრამ სხვებისთვის მენსტრუალური ტკივილი სერიოზული პრობლემაა.

კომპანია Foria-მ, რომელიც კანაბისის შემცველ პროდუქტებს ამუშავებს, გადაწყვიტა, მარიხუანას მძლავრი ტკივილგამაყუჩებელი თვისებები მტკივნეული მენსტრუაციის მქონე ქალების დასახმარებლად გამოიყენოს. Foria Relief-ად წოდებული “ტამპონები”, ნამდვილი ტამპონი კი არა, სუპოზიტორიაა (სამედიცინო სანთელი), რომელიც სხეულში ისე თავსდება, როგორც ტამპონები.

იგი არ არის გათვალისწინებული მენსტრუალური გამონადენის შესაწოვად, იგი სხვა ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში გამოიყენება, ტკივილგამაყუჩებლის დანიშნულებით. Foria Relief სამ ინგრედიენტს შეიცავს: კაკაოს ორგანულ ზეთს, მარიხუანას ექსტრატს (THC oil) და კანაბიდიოლით მდიდარი იზოლატორს, რომელიც, კომპანიის მტკიცებით, ანთებით პროცესებს ამცირებს.

მომხმარებელმა პროდუქტი საყინულედან უნდა გამოიღოს საშოში მოთავსებამდე 20 წუთით ადრე.

Foria ამტკიცებს, რომ მისი “მაგიური ტამპონები” საშოს, საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხეების ნერვულ დაბოლოებებზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

Foria Relief, რომლის ერთ შეფუთვაში 4 ცალი სუპოზიტორიაა მოთავსებული, 44$ ღირს. სამედიცინო კვლევებში ჯერჯერობით არაფერია ცნობილი მის ეფექტებზე, თუმცა, ბევრი პროფესიონალი ამბობს, რომ პროდუქტს მხოლოდ პლაცებო ეფექტი აქვს და სხვა არაფერი.