ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Posts by: Magda

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

posted in პოლიტიკური, სიახლეები, ქალების გაძლიერება, ქართული by with Comments Off on ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.

ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია (არ აღემატება 12%-ს), არც ერთი მოქმედი მერი არ არის ქალი და 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებლიდან მხოლოდ ერთი გამგებელია ქალი.

პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და  ადასტურებს, რომ უგულვებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით, ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე  გაითვალისწინონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნებისათვის წარადგინონ გენდერულად დაბალანსებული სიები და უზრუნველყონ არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა.

 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა.

“მკე*დი” – ქალის სხეულის ირგვლივ ედინბურგის ფესტივალზე

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on “მკე*დი” – ქალის სხეულის ირგვლივ ედინბურგის ფესტივალზე

ქალის მკერდი მხოლოდ მას არ ეკუთვნის. შეიძლება, იფიქრო, რომ მხოლოდ შენია. ბოლოს და ბოლოს, მკერდი ხომ შენი სხეულის ნაწილია. შენი ხორცისა და კანისგან შედგება. მაგრამ მკერდი საჯარო საკუთრებაა და ამას პატარაობაშივე სწავლობ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, V&A-ს ერთ-ერთ მაღაზიაში ქალს, რომელიც ბავშვს ძუძუს აჭმევდა, უთხრეს, რამე მოიფარეო. არადა, მაღაზიების ამ ქსელში მკერდის გამადიდებელ ბიუსტჰალტერებს ყიდიან, მათ შორის, შვიდი წლის გოგონებისთვისაც კი.

ედინბურგის არტ ფესტივალზე, რომელიც აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობს, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პიესამ, რომელიც სწორედ ამ საკითხებს წამოწევს წინ.

მონიკა დოლანი თავის პროვაკაციულ სადებიუტო პიესაში, “მკე*დი” (“the B*easts”), გვიყვება ქალზე, რომელიც გადაწყვეტს, თავის რვა წლის გოგონას მკერდის გადიდების ოპერაცია გაუკეთოს და ამით ყვითელი პრესის დიდ ყურადღებასა და საზოგადოების ზიზღს დაიმსახურებს.

დოლანი ამ ამბავს გვიყვება ტესას პერსონაჟის პირით, ფსიქოთერაპევტის, რომელიც კარენთან, ამ ბავშვის დედასთან მუშაობდა. ტესა იხსენებს ამ შემთხვევის დეტალებს, თითქმის ჩვილობის ასაკიდან პატარა გოგონას ქალური ფორმებით აღფრთოვანებას, დედის გადაწყვეტილებას, შვილისთვის ოპერაციის ნება მიეცა და შემდგომ აურზაურს.

ტესა არ არის აბსოლუტურად ნეიტრალური მთხრობელი და მალე ნათელი ხდება, რომ მის დამოკიდებულებას ამ ბავშვის მდგომარეობასთან პირადი მიზეზები აქვს. მაგრამ მისი ანალიტიკური მიდგომა არის სწორედ ის ხერხი, რომლის მეშვეობითაც დოლანი ამხელს მედიასა და ზოგადად, სამყაროში ბავშვის სექსუალიზაციას, ქალების სხეულის აღქმასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ინფორმაცია ზუსტი და გაზომილი ფორმებითაა მოწოდებული, დოლანი ამბავს ყველა შესაძლო კუთხიდან განიხილავს და მკითხველის გონებაში მწვავე კითხვებს თესავს. ავტორი გვიჩვენებს ქალების მიერ საკუთარი თავის აღქმის საკითხში მედიის როლს, თუ როგორი სიხარულით ითვლიან გაზეთები დღეებს იმ მომენტამდე, როდესაც ცნობილ ახალგაზრდა მსახიობ გოგონასთან სექსი კანონით დასჯადი აღარ იქნება და თუ როგორ წარმოაჩენენ მედიაში მკერდს, როგორც სექსუალურს, ან როგორც ზრუნვისა და გამოკვების სიმბოლოს, მაგრამ თითქმის არასდროს საუბრობენ მკერდზე ერთდროულად ორივე კუთხით.

პიესაში ასევე დასმულია კითხვა, თუ რამდენად ახდენს გავლენას გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ცვლილება ადამიანების მიერ ბავშვების, როგორც სექსუალური არსებების, აღქმაზე და ძალზედ მსუბუქად ეხება კლასობრივი დაყოფის საკითხსაც: სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალებისთვის დადგენილ სხვადასხვა სტანდარტებს.

 

წყარო

როგორ ამოვიცნოთ სექსისტი პაემანზე

posted in საზოგადოება, სხვადასხვა by with Comments Off on როგორ ამოვიცნოთ სექსისტი პაემანზე

ყველამ, ვინც ფემინისტია და თანაც პარტნიორი არ ჰყავს, იცის, თუ რა რთულადაა საქმე: ძნელია პაემანზე სექსისტის ამოცნობა. continue reading

ზეიდი სმითის ლიმიტი – ნაკლები დრო მაკიაჟისთვის

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on ზეიდი სმითის ლიმიტი – ნაკლები დრო მაკიაჟისთვის

შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რამდენი დრო გაატარეთ დღეს დილით სარკესთან?

აი, ზეიდი სმითის სახლში რომ გაგეღვიძათ, ამისთვის, მაქსიმუმ, 15 წუთი გექნებოდათ.
ედინბურგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “თეთრი კბილების” ავტორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გოგონები სახლიდან გასვლის წინ სულელურად კარგავენ დროს მაშინ, როცა ბიჭები უცებ გაცვივდებიან ხოლმე გარეთ სხვადასხვა მიზნების მისაღწევად. მწერალმა ასევე გაუზიარა მსმენელს, თუ რატომ დაუწესა თავის 7 წლის გოგონას, კიტს, სარკესთან დგომის მკაცრი ლიმიტი:

“ვეცადე, მისთვის ასეთი ფორმით ამეხსნა: შენ ტყუილად ფლანგავ დროს, შენი ძმა კი საერთოდ წუთის დახარჯვას არ აპირებს სარკის წინ. მისი ყოველდღიურობა მუდამ იქნება სახლიდან გასვლისას ერთი მაისურის გადაცმა  და არასდროს მიაქცევს ყურადღებას იმ ამბავს, რომ შენ საათ-ნახევარს ხარჯავ მაკიაჟზე”.

სმითი ამობს, რომ ეს რჩევა შვილს მაშინ მისცა, როცა პირველად გახდა იმის მოწმე, რომ გოგონა დიდხანს ტრიალებდა სარკესთან.

“დავინახე და მივხვდი, რომ ეს იყო იმ ფენომენის დასაწყისი, როცა გოგონები უამრავ დროს კარგავენ სარკის წინ და ამან სასოწარკვეთაში ჩამაგდო. უცებ გადავწყვიტე, რომ სწორედ ახლაა პრინციპულობის დრო და კიტს ვუთხარი: როგორც კი  15 წუთს გადააცილებ, ეგრევე შეწყვიტე”.

შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ცოტა შოკისმომგვრელია,  7 წლის ბავშვმა საერთოდ რომ იცის, რა არის მაკიაჟი, მაგრამ რეალობა სხვანაირია: იუთუბზე დღითიდღე მილიონებს აღწევს იმ ვიდეოტუტორიალების მნახველთა რიცხვი, სადაც თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებს მაკიაჟის გაკეთებას ასწავლიან.

კონტურინგის აღზევების პარალელურად – რაც კოსმეტიკის ინდუსტრიის ჟარგონული ტერმინია და “სახის სტრუქტურის შეცვლას” გულისხმობს –  დღითიდღე იზრდება თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებისათვის მაკიაჟის რეკლამების რაოდენობა და, ასევე – თანამდევი შფოთვაც ბავშვების სექსუალიზაციის ირგვლივ.

მაგალითად, წინა თვეს “პრაიმარკი” აღმოჩნდა კრიტიკის სამიზნე, როცა თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებისათვის მკერდის გამადიდებელი ლიფების რეკლამა ჩაუშვა, ასევე დღეს დღეობით ედინბურგის არტ-ფესტივალზე ყველაზე დიდი განხილვის საგანია მონიკა დოლანის პიესა “The B*easts”, სადაც დედას თავისი 8 წლის გოგონა მკერდის გასადიდებლად მიჰყავს.

წყარო

© sapari.ge