ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Posts under: უცხოური

ტუნისელ ქალებს არამუსლიმებზე დაქორწინების უფლება მიენიჭათ

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on ტუნისელ ქალებს არამუსლიმებზე დაქორწინების უფლება მიენიჭათ

ტუნისის პრეზიდენტმა ბეჯი კაიდ ესებსიმ (Beji Caid Essebsi) 1973 წლის ბრძანება გააუქმა, რომელიც მუსლიმ ქალებს არამუსლიმებთან ქორწინებას უკრძალავდა. continue reading

სინგაპურს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on სინგაპურს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

პირველად ქვეყნის ისტორიაში, სინგაპურს ქალი პრეზიდენტი ეყოლება. continue reading

შვედეთში ნაპოვნი ვიკინგი მეომარი ქალი აღმოჩნდა

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on შვედეთში ნაპოვნი ვიკინგი მეომარი ქალი აღმოჩნდა

საუკუნეზე მეტი ხანია, რაც არქეოლოგებმა და ისტორიკოსებმა ივარაუდეს, რომ შვედეთში, ბირკაში (ვიკინგების მსხვილი სავაჭრო ცენტრი) აღმოჩენილი, continue reading

პირველად გერმანული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში, მატჩის მთავარი არბიტრი ქალია

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on პირველად გერმანული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში, მატჩის მთავარი არბიტრი ქალია

Die Welt-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩზე, ბერლინის “ჰერტასა” და ბრემენის “ვერდერს” შორის, ბიბიანა შტაინჰაუსი (Bibiana Steinhaus) მთავარ მსაჯად მოგვევლინება. continue reading

ტაქსისტის მიერ გაუპატიურებულმა ბრაზილიელმა მწერალმა ძალადობის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო

posted in სიახლეები, უცხოური, ქალებზე ძალადობა by with Comments Off on ტაქსისტის მიერ გაუპატიურებულმა ბრაზილიელმა მწერალმა ძალადობის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო

“მე კვლავ სტატისტიკად ვიქცევი”, – ამბობს 38 წლის ბრაზილიელი ფემინისტი მწერალი კლარა ავერბუკი (Clara Averbuck). საქმე იმაშია, რომ კლარა სან-პაულუში Uber-ის ტაქსის მძღოლმა გააუპატიურა, continue reading

“მკე*დი” – ქალის სხეულის ირგვლივ ედინბურგის ფესტივალზე

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on “მკე*დი” – ქალის სხეულის ირგვლივ ედინბურგის ფესტივალზე

ქალის მკერდი მხოლოდ მას არ ეკუთვნის. შეიძლება, იფიქრო, რომ მხოლოდ შენია. ბოლოს და ბოლოს, მკერდი ხომ შენი სხეულის ნაწილია. შენი ხორცისა და კანისგან შედგება. მაგრამ მკერდი საჯარო საკუთრებაა და ამას პატარაობაშივე სწავლობ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, V&A-ს ერთ-ერთ მაღაზიაში ქალს, რომელიც ბავშვს ძუძუს აჭმევდა, უთხრეს, რამე მოიფარეო. არადა, მაღაზიების ამ ქსელში მკერდის გამადიდებელ ბიუსტჰალტერებს ყიდიან, მათ შორის, შვიდი წლის გოგონებისთვისაც კი.

ედინბურგის არტ ფესტივალზე, რომელიც აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობს, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პიესამ, რომელიც სწორედ ამ საკითხებს წამოწევს წინ.

მონიკა დოლანი თავის პროვაკაციულ სადებიუტო პიესაში, “მკე*დი” (“the B*easts”), გვიყვება ქალზე, რომელიც გადაწყვეტს, თავის რვა წლის გოგონას მკერდის გადიდების ოპერაცია გაუკეთოს და ამით ყვითელი პრესის დიდ ყურადღებასა და საზოგადოების ზიზღს დაიმსახურებს.

დოლანი ამ ამბავს გვიყვება ტესას პერსონაჟის პირით, ფსიქოთერაპევტის, რომელიც კარენთან, ამ ბავშვის დედასთან მუშაობდა. ტესა იხსენებს ამ შემთხვევის დეტალებს, თითქმის ჩვილობის ასაკიდან პატარა გოგონას ქალური ფორმებით აღფრთოვანებას, დედის გადაწყვეტილებას, შვილისთვის ოპერაციის ნება მიეცა და შემდგომ აურზაურს.

ტესა არ არის აბსოლუტურად ნეიტრალური მთხრობელი და მალე ნათელი ხდება, რომ მის დამოკიდებულებას ამ ბავშვის მდგომარეობასთან პირადი მიზეზები აქვს. მაგრამ მისი ანალიტიკური მიდგომა არის სწორედ ის ხერხი, რომლის მეშვეობითაც დოლანი ამხელს მედიასა და ზოგადად, სამყაროში ბავშვის სექსუალიზაციას, ქალების სხეულის აღქმასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ინფორმაცია ზუსტი და გაზომილი ფორმებითაა მოწოდებული, დოლანი ამბავს ყველა შესაძლო კუთხიდან განიხილავს და მკითხველის გონებაში მწვავე კითხვებს თესავს. ავტორი გვიჩვენებს ქალების მიერ საკუთარი თავის აღქმის საკითხში მედიის როლს, თუ როგორი სიხარულით ითვლიან გაზეთები დღეებს იმ მომენტამდე, როდესაც ცნობილ ახალგაზრდა მსახიობ გოგონასთან სექსი კანონით დასჯადი აღარ იქნება და თუ როგორ წარმოაჩენენ მედიაში მკერდს, როგორც სექსუალურს, ან როგორც ზრუნვისა და გამოკვების სიმბოლოს, მაგრამ თითქმის არასდროს საუბრობენ მკერდზე ერთდროულად ორივე კუთხით.

პიესაში ასევე დასმულია კითხვა, თუ რამდენად ახდენს გავლენას გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ცვლილება ადამიანების მიერ ბავშვების, როგორც სექსუალური არსებების, აღქმაზე და ძალზედ მსუბუქად ეხება კლასობრივი დაყოფის საკითხსაც: სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალებისთვის დადგენილ სხვადასხვა სტანდარტებს.

 

წყარო

ზეიდი სმითის ლიმიტი – ნაკლები დრო მაკიაჟისთვის

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on ზეიდი სმითის ლიმიტი – ნაკლები დრო მაკიაჟისთვის

შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რამდენი დრო გაატარეთ დღეს დილით სარკესთან?

აი, ზეიდი სმითის სახლში რომ გაგეღვიძათ, ამისთვის, მაქსიმუმ, 15 წუთი გექნებოდათ.
ედინბურგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “თეთრი კბილების” ავტორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გოგონები სახლიდან გასვლის წინ სულელურად კარგავენ დროს მაშინ, როცა ბიჭები უცებ გაცვივდებიან ხოლმე გარეთ სხვადასხვა მიზნების მისაღწევად. მწერალმა ასევე გაუზიარა მსმენელს, თუ რატომ დაუწესა თავის 7 წლის გოგონას, კიტს, სარკესთან დგომის მკაცრი ლიმიტი:

“ვეცადე, მისთვის ასეთი ფორმით ამეხსნა: შენ ტყუილად ფლანგავ დროს, შენი ძმა კი საერთოდ წუთის დახარჯვას არ აპირებს სარკის წინ. მისი ყოველდღიურობა მუდამ იქნება სახლიდან გასვლისას ერთი მაისურის გადაცმა  და არასდროს მიაქცევს ყურადღებას იმ ამბავს, რომ შენ საათ-ნახევარს ხარჯავ მაკიაჟზე”.

სმითი ამობს, რომ ეს რჩევა შვილს მაშინ მისცა, როცა პირველად გახდა იმის მოწმე, რომ გოგონა დიდხანს ტრიალებდა სარკესთან.

“დავინახე და მივხვდი, რომ ეს იყო იმ ფენომენის დასაწყისი, როცა გოგონები უამრავ დროს კარგავენ სარკის წინ და ამან სასოწარკვეთაში ჩამაგდო. უცებ გადავწყვიტე, რომ სწორედ ახლაა პრინციპულობის დრო და კიტს ვუთხარი: როგორც კი  15 წუთს გადააცილებ, ეგრევე შეწყვიტე”.

შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ცოტა შოკისმომგვრელია,  7 წლის ბავშვმა საერთოდ რომ იცის, რა არის მაკიაჟი, მაგრამ რეალობა სხვანაირია: იუთუბზე დღითიდღე მილიონებს აღწევს იმ ვიდეოტუტორიალების მნახველთა რიცხვი, სადაც თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებს მაკიაჟის გაკეთებას ასწავლიან.

კონტურინგის აღზევების პარალელურად – რაც კოსმეტიკის ინდუსტრიის ჟარგონული ტერმინია და “სახის სტრუქტურის შეცვლას” გულისხმობს –  დღითიდღე იზრდება თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებისათვის მაკიაჟის რეკლამების რაოდენობა და, ასევე – თანამდევი შფოთვაც ბავშვების სექსუალიზაციის ირგვლივ.

მაგალითად, წინა თვეს “პრაიმარკი” აღმოჩნდა კრიტიკის სამიზნე, როცა თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებისათვის მკერდის გამადიდებელი ლიფების რეკლამა ჩაუშვა, ასევე დღეს დღეობით ედინბურგის არტ-ფესტივალზე ყველაზე დიდი განხილვის საგანია მონიკა დოლანის პიესა “The B*easts”, სადაც დედას თავისი 8 წლის გოგონა მკერდის გასადიდებლად მიჰყავს.

წყარო

ინდოეთში მუსლიმური “მყისიერი განქორწინება” აიკრძალა

posted in უცხოური by with Comments Off on ინდოეთში მუსლიმური “მყისიერი განქორწინება” აიკრძალა

ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ მუსლიმთა ე. წ. “მყისიერი განქორწინების” პრაქტიკის გაუქმების დადგენილება გამოიტანა. continue reading

ჟურნალი Allure ტერმინ “ანტიასაკობრივს” აღარ გამოიყენებს

posted in უცხოური by with Comments Off on ჟურნალი Allure ტერმინ “ანტიასაკობრივს” აღარ გამოიყენებს

ჟურნალი Allure ამიერიდან აღარ გამოიყენებს ტერმინს “anti-aging” (ანტიასაკობრივი). ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში საუბრობს ჟურნალის მთავარი რედაქტორი მიშელ ლი (Michelle Lee). continue reading

მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში ისწავლის

posted in უცხოური by with Comments Off on მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში ისწავლის

ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატმა, ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველმა მალალა იუსაფზაიმ განაცხადა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. continue reading

Page 1 of 1512345...10...Last »
© sapari.ge