ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Posts under: უცხოური

ბარბი ფერეირას „ზედმეტი წონის პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ

posted in უცხოური by with Comments Off on ბარბი ფერეირას „ზედმეტი წონის პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ

ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული პლუს საიზ მოდელი ბარბი ფერეირა პროექტ What’s Underneath-ის სერიის მორიგ გამოშვებაში გადაიღეს. მიუხედავად წარმატებისა, თავისი წონის გამო, ბარბი მუდმივად აწყდება დისკრიმინაციას. ვიდეოში ფერეირა ყვება, თუ როგორ უწერენ მას ადამიანები „მთელს თხზულებებს“, სადაც მას „ზედმეტი წონის პროპაგანდასა“ და „უნიჭობაში“ ადანაშაულებენ.

ფერეირა ამბობს, რომ სამოდელო ინდუსტრიაში უამრავი პრობლემაა: მასზე მეტად მძიმე ყოფაში აფრიკული წარმოშობის მოდელები არიან, რომლებსაც თავად უწევთ თმის მოწესრიგება და მაკიაჟის გაკეთება, რადგან ვიზაჟისტებს მხოლოდ თეთრკანიანებთან მუშაობა სურთ. ვიდეოს გმირის აზრით, სილამაზის მოძველებულ სტანდარტებთან ბრძოლის ერთადერთი გზა ბრენდებისა და მათი მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაა. ფერეირას თქმით, ცნობილმა მარკებმა პლუს საიზ მოდელები გამონაკლისის სახით კი არ უნდა მიიწვიონ, არამედ მრავალფეროვანი სილამაზის ქალების კლიენტებისთვის წარდგენის გულწრფელი სურვილით.

სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი ასაკობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს

posted in უცხოური by with Comments Off on სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი ასაკობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს

კიმ კეტროლი (Kim Cattrall), რომელიც მსოფლიომ სერიალით „სექსი დიდ ქალაქში“ გაიცნო, იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომელიც ჰოლივუდში სიმწიფის ასაკს გადაცილებული მსახიობების წინაშე ჩნდება. continue reading

ემა სტოუნი მალე ფემინისტი სპორტსმენის ბილი ჯინ კინგის როლში მოგვევილნება

posted in უცხოური by with Comments Off on ემა სტოუნი მალე ფემინისტი სპორტსმენის ბილი ჯინ კინგის როლში მოგვევილნება

დიდი ხანი არაა, რაც ემა სტოუნმა (Emma Stone) ოსკარი“ მიიღო „ლა ლა ლენდისთვის“ (La La Land), მაგრამ მსახიობი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ახალ ფილმში, continue reading

იზაბელ იუპერისა და ჯესიკა ჩესტეინის ფოტოსესია კანის ფესტივალის წინ

posted in უცხოური by with Comments Off on იზაბელ იუპერისა და ჯესიკა ჩესტეინის ფოტოსესია კანის ფესტივალის წინ

კანის 70-ე კინოფესტივალის წინ, რომელიც 17-დან 28 მაისამდე ჩატარდება, წითური ჯესიკა ჩესტეინი და იზაბელ იუპერი The Hollywood Reporter-ის ამაღელვებელ ფოტოსესიაში მოგვევლინენ. continue reading

საუდის არაბეთის მეფე სალმანის გადაწყვეტილება ადგილობრივი ქალების სასარგებლოდ

posted in უცხოური by with Comments Off on საუდის არაბეთის მეფე სალმანის გადაწყვეტილება ადგილობრივი ქალების სასარგებლოდ

იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა საუდის არაბეთში ქალთა უფლებების მხრივ, ჩვენს ვებგვერდზე არაერთხელ დაგვიწერია. გენდერული სეგრეგაციის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანაში, ქალები მამრობითი სქესის მეურვეების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობენ და საზოგადოებრივ ადგილებში იძულებულნი არიან, თხემით ტერფამდე შავი სამოსში შეფუთულებმა იარონ.

მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობისთვის, ქალებისთვის აუცილებლად მეურვის ნებართვაა საჭირო.

მაგრამ, ამ კვირაში ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ცნობა საუდის არაბეთის მეფე სალმანის (King Salman) ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქალებს სახელმწიფო მომსახურებაზე, მაგალითად განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა მამრობითი სქესის მეურვის თანხმობის გარეშე შეეძლებათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, ზოგიერთ შემთხვევაში ქალებს ხელი მიუწვდებათ სტაციონარულ მკურნალობაზე, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორში სამუშაოსა და სასამართლოში მეურვის გარეშე გამოცხადებაზე.

ქალთა უფლებადამცველი და ჯიდაში არსებული ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (Organization of Islamic Cooperation) დირექტორის მაჰა ეიკილის (Maha Akeel) თქმით, მეფე სალმანის ბრძანება, სხვა თუ არაფერი, მეურვის ინსტიტუტის შერყევას გამოიწვევს.

ზემოთხსენებული ბრძანება მეფე სალმანის მიერ გატარებულ ღონისძიებათა ნაწილია, რომელიც სამუშაო ადგილებში მეტი ქალის ჩართვისკენაა მიმართული. თავის მხრივ, მეფის ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციას და მისი ნავთობზე დამოკიდებულების დაქვეითების მცდელობას უკავშირდება.

ზემოთხსენებული ტენდენცია 2011 წელს დაიწყო, როდესაც აწ განსვენებულმა მეფე აბდულამ (King Abdullah) ქალები შურას საკონსულტაციო საბჭოში დაუშვა. ამჟამად, ქალებს მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემა, ზოგიერთ სასტუმროში მუშაობა შეუძლიათ. მათი მონაწილება ოლიმპიურ თამაშებში 2012 წელს პირველად დაუშვეს.

თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევების თანახმად, საუდის არაბეთი 2016 წელს 144-დან 141-ე ადგილს იკავებდა გლობალური გენდერული თანასწორობის მხრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის საქმეში.

კაცის მეურვეობის სისტემა, რომელიც მოითხოვს, რომ ქალებმა მამების, ქმრების ან ვაჟებისგან უნდა მიიღონ სხვადასხვა აუცილებელ პროცესებზე თანხმობა, ქალთა უფლებების უხეში დარღვევაა. როგორც მაჰა ეიკილი ამბობს, კაცის მეურვეობის სისტემა არ არის ისლამური მოვლენა და ქალისთვის უაღრესად დამამცირებელია. „ზოგიერთი კაცი ამ სისტემას თავისთვის სასარგებლოდ, ბოროტად იყენებს“, – ამბობს იგი.

 

Heineken-ის ახალი რეკლამის ტრიუმფი Pepsi-ს ჩაფლავების შემდეგ

posted in უცხოური by with Comments Off on Heineken-ის ახალი რეკლამის ტრიუმფი Pepsi-ს ჩაფლავების შემდეგ

Heineken-მა ლუდის რეკლამა გადაიღო, სადაც არ ვხვდებით არც ბრუტალურ, მოტოციკლზე ამხედრებულ, ტყავის კურტაკიან მამრებს, რომლებიც ხარბად ეწაფებიან ლუდის ქილებს, continue reading

ივანკა ტრამპს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებენ

posted in უცხოური by with Comments Off on ივანკა ტრამპს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებენ

The Guardian-ის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილს ივანკა ტრამპს continue reading

რევერსი Forbes-ისეულად: რა იქნებოდა, რომ ცუკერბერგი ქალი ყოფილიყო?

posted in უცხოური by with Comments Off on რევერსი Forbes-ისეულად: რა იქნებოდა, რომ ცუკერბერგი ქალი ყოფილიყო?

ჟურნალი Forbes-ის ბრაზილიურმა ვერსიამ პოსტერების სერია გამოუშვა, სადაც ქალების და კაცების შრომის ანაზღაურებაში არსებულ განსხვავებაზეა აქცენტი გაკეთებული. continue reading

ნონსენსი: საუდის არაბეთი ამიერიდან გაეროს ქალთა უფლებების კომისიის წევრია

posted in უცხოური by with Comments Off on ნონსენსი: საუდის არაბეთი ამიერიდან გაეროს ქალთა უფლებების კომისიის წევრია

საუდის არაბეთის დელეგაცია გაეროს ქალთა უფლებების კომისიის წევრად აირჩიეს. continue reading

გზავნილი მეცნიერი ქალებისგან: არასოდეს დანებდე!

posted in უცხოური by with Comments Off on გზავნილი მეცნიერი ქალებისგან: არასოდეს დანებდე!

ბიოლოგი, ეკოლოგი, მედიკოსი, ბიომედიცინის ინჟინერი, ნეიროფიზიოლოგი ქალები ვაშინგტონში continue reading

Page 5 of 15« First...34567...10...Last »
© sapari.ge