ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Posts under: ქართული

გიორგი ჯანელიძემ იუმორში გენდერული სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა

posted in სიახლეები, ქართული by with Comments Off on გიორგი ჯანელიძემ იუმორში გენდერული სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა

ახალი მზიურის სივრცემ, “საფარის” ორგანიზებით, კიდევ ერთ საინტერესო საღამოს უმასპინძლა. ამჯერად, აქ გამართული საჯარო ლექციის თემა იყო “გენდერული სტერეოტიპები იუმორში”, continue reading

პარლამენტში კვოტების საკითხი ხელახლა განიხილება

posted in სიახლეები, ქართული by with Comments Off on პარლამენტში კვოტების საკითხი ხელახლა განიხილება

ხვალ, 11 სექტემბერს, 11.00-ზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.

ინიციატივის განხილვას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მხარდამჭერები სპეციალური დრესკოდით დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

posted in პოლიტიკური, სიახლეები, ქალების გაძლიერება, ქართული by with Comments Off on ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.

ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია (არ აღემატება 12%-ს), არც ერთი მოქმედი მერი არ არის ქალი და 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებლიდან მხოლოდ ერთი გამგებელია ქალი.

პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და  ადასტურებს, რომ უგულვებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით, ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე  გაითვალისწინონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნებისათვის წარადგინონ გენდერულად დაბალანსებული სიები და უზრუნველყონ არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა.

 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გადაცემა “პროფილის” წინააღმდეგ “საფარის” საჩივარი დააკმაყოფილა

posted in ქართული by with Comments Off on ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გადაცემა “პროფილის” წინააღმდეგ “საფარის” საჩივარი დააკმაყოფილა

დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართა, continue reading

კამბოჯაში H&M-ის 73-მა მკერავმა გრძნობა ერთდროულად დაკარგა

posted in ქართული by with Comments Off on კამბოჯაში H&M-ის 73-მა მკერავმა გრძნობა ერთდროულად დაკარგა

კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, H&M-ის პროდუქციაზე მომუშავე Berry Apparel-ის ფაბრიკის 73-მა მკერავმა ქალმა გრძნობა ერთდროულად დაკარგა. continue reading

ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაცემა “პროფილის” წინააღმდეგ “საფარის” საჩივარს განიხილავს

posted in ქართული by with Comments Off on ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაცემა “პროფილის” წინააღმდეგ “საფარის” საჩივარს განიხილავს

ხვალ, 2 სექტემბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს “საფარის” განცხადებას, მაია ასათიანის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევის შესახებ (“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”).
continue reading

სოფიო სომხიშვილმა ძიუდოში იუნიორთა მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

posted in ქართული by with Comments Off on სოფიო სომხიშვილმა ძიუდოში იუნიორთა მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში, წარმატებით იასპარეზა (4 მედალი – 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო). continue reading

საქართველოს გოგონათა ნაკრები ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

posted in ქართული by with Comments Off on საქართველოს გოგონათა ნაკრები ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

22-23 ივლისს, მოსკოვმა ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის როგორც ქალთა, ასევე კაცთა ნაკრებებმა. continue reading

ტრეინინგი მომხსენებელთა შესარჩევად

posted in ქართული by with Comments Off on ტრეინინგი მომხსენებელთა შესარჩევად

ქალთა ორგანიზაცია “საფარი” საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ადრეული ქორწინების პრევენციის გაძლიერება ქვემო ქართლში”. continue reading

Page 1 of 912345...Last »
© sapari.ge