ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Posts under: ქართული

ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა ასპინძაში

posted in ქართული by with Comments Off on ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა ასპინძაში

8 აპრილს, ასპინძაში, ქმარმა ცოლს გულმკერდის არეში დანით 8 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ორი შვილის დედა ადგილზე გარდაიცვალა. continue reading

თბილისში ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

posted in ქართული by with Comments Off on თბილისში ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი 31 მარტი ლგბტ continue reading

საფარის ტრეინინგებისა და საჯარო ლექციების სერია დაიწყო

posted in ქართული by with Comments Off on საფარის ტრეინინგებისა და საჯარო ლექციების სერია დაიწყო

როგორც მოგეხსენებათ, კავშირი “საფარი” გენდერის, სექსუალობის, გენდერული ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და სხვა საკითხების შესახებ სერთიფიცირებული ტრეინინგებისა და საჯარო ლექციების სერიას. continue reading

სახალხო დამცველმა “საფარის” საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

posted in ქართული by with Comments Off on სახალხო დამცველმა “საფარის” საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა continue reading

“საფარი”ევროპარლამენტში მოხსენებით წარსდგა

posted in ქართული by with Comments Off on “საფარი”ევროპარლამენტში მოხსენებით წარსდგა

დღეს ევროპარლამენტმა კონფერენციას უმასპინძლა, თემაზე  „აღმოსავლეთ პარტნიორობის განხორციელება და ასოცირების ვალდებულებები continue reading

ქალები 8 მარტს “შუშის ჭერის” და მრავალი სტიგმის მსხვრევით აღნიშნავენ

posted in ვიდეო, ფოტოგალერეა, ქართული by with Comments Off on ქალები 8 მარტს “შუშის ჭერის” და მრავალი სტიგმის მსხვრევით აღნიშნავენ

წლევანდელი 8 მარტი ქალთა უფლებების აქტივისტებმა სოციუმში ქალთა წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გაჟღერებით აღნიშნეს. continue reading

არასამთავრობო ორგანიზაციები: მიღებული გადაწყვეტილება ამტკიცებს ეჭვებს სასამართლოს პროცესში უხეში ჩარევის შესახებ

posted in ქართული by with Comments Off on არასამთავრობო ორგანიზაციები: მიღებული გადაწყვეტილება ამტკიცებს ეჭვებს სასამართლოს პროცესში უხეში ჩარევის შესახებ

შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი continue reading

კამპანია „რა მოხდა ქუჩაში“ თქვენს მონაწილეობას ელის

posted in სექსუალური შევიწროება, ქართული by with Comments Off on კამპანია „რა მოხდა ქუჩაში“ თქვენს მონაწილეობას ელის

გუშინ, სტარტი აიღო სოციალურმა კამპანიამ „რა მოხდა ქუჩაში“, რომლის ფარგლებშიც, ადამიანები სექსუალური შევიწროების საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბობენ. continue reading

“საფარი” სექსუალური შევიწროების აკრძალვას მოითხოვს

posted in ფოტოგალერეა, ქართული by with Comments Off on “საფარი” სექსუალური შევიწროების აკრძალვას მოითხოვს

დღეს, ფაბრიკაში, კავშირმა საფარმა სექსუალური შევიწროების პრობლემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებისა და კვლევის პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა ბაია პატარაიამ საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც პატარაიამ აღნიშნა, კვლევა “სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი” და საინფორმაციო კამპანია „რა მოხდა ქუჩაში“, რომელმაც დღეს აიღო სტარტი, იმისთვის შეიქმნა, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უფლებები ამიერიდან უკეთესად იყოს დაცული (დასახელებული საკანონმდებლო წინადადების ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ).

გიორგი ბურჯანაძემ, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა, აღნიშნა, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო კუთხით რეგულირება და აღსრულება ბევრ სირთულეს უკავშირდება, რის გადალახვაშიც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს.

კვლევა “სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი” ავტორმა, იურისტმა და გენდერის მკვლევარმა ანა ილურიძემ წარადგინა. მან აღნიშნა, რომ მიმოხილვითი ხასიათის წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვას.

დეპუტატმა და პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა მარიამ ჯაშმა პრეზენტაციაზე ყურადღება იმ საკანონმდებლო თუ აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა, რომელიც დასახელებულ საკანონმდებლო ინიციატივას შეიძლება ახლდეს თან.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, 21 თებერვალს, კვლევისა და საკანონმდებლო წინადადების პრეზენტაციის პარალელურად, სტარტი აიღო სოციალურმა კამპანიამ, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგაა მიმართული. კამპანიის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება სექსუალურ შევიწროებაზე, როგორც უპირატესად ქალთა წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციის გამოვლინებაზე. კამპანიაში მონაწილეობა, საკუთარი ისტორიის დასახელებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნების გზით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ოდესმე გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი და ვისაც ამ თემაზე საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება სურს (კამპანიის „რა მოხდა ქუჩაში“ ფეისბუქ გვერდის ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ).
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში, სოციალური კამპანიის „რა მოხდა ქუჩაში“ ფარგლებში, “ფაბრიკის” კედელზე, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული სტენსილი გაკეთდა.

ქალების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე – კვლევის პრეზენტაცია ევროპის საბჭოში

posted in საფარი, ქართული by with Comments Off on ქალების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე – კვლევის პრეზენტაცია ევროპის საბჭოში

დღეს, 9 თებერვალს, საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ევროპის საბჭოში კვლევა წარადგინა, continue reading

Page 4 of 9« First...23456...Last »
© sapari.ge