ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Posts under: ქვიარ საკითხები

ყველაზე აგრესიული ჰომოფობები ფარული გეები არიან

posted in ქვიარ საკითხები by with Comments Off on ყველაზე აგრესიული ჰომოფობები ფარული გეები არიან

კვლევა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, 2012 წელს ჩატარდა, თუმცა მისი შედეგების აქტუალობა დღეს საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას. ჰომოფობია, მისი აგრესიული გამოვლინებების მეშვეობით საზოგადოებაში თვითდამკვიდრების მცდელობები, ჰომოფობიაზე აგებული პოლიტიკური თუ რელიგიური პოპულიზმი, ინტერნალიზებული (გაშინაგნებული) ჰომოფობიის აგრესიული და შეუბრალებელი გამოვლინებები – ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სავარაუდოდ, დასახელებულ საკითხზე პოლიტიკური სპეკულირებები ჩვენს ქვეყანაში პიკს წინასაარჩევნო პერიოდში მიაღწევს. რასაკვირველია, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ინტერნალიზებული ჰომოფობის მიერ ორლანდოში დატრიალებული ტრაგედია და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ჩვენს მეზობელ რუსეთში მძვინვარე ჰომოფობია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიეთ ამ თემასთან დაკავშირებული აკადემიური კვლევების გახსენება. კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰომოფობები გაუცნობიერებელ სექსუალურ ლტოლვას განიცდიან საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ, მაგრამ ამის შესახებ საკუთარ თავსაც არ უტყდებიან, არათუ გარშემომყოფებს. continue reading

Page 2 of 212
© sapari.ge