ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Posts under: ეკონომიკური

მანჩო ხატიაშვილი დელიკატესური ყველის რეცეპტებს თავად ქმნის

posted in ეკონომიკური by with Comments Off on მანჩო ხატიაშვილი დელიკატესური ყველის რეცეპტებს თავად ქმნის

მანჩო ხატიაშვილი ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც დელიკატესური ყველის წარმოება წამოიწყო. მისი ოჯახი – მშობლები, ბიძები, პაპა და ბებია – მთლიანად სოფლის მეურნეობის სფეროში არიან ჩართულნი. უკვე 7 წელია, რაც მანჩო თავის არცთუ დიდ ბიზნესს წარმატებით უძღვება. continue reading

ნინო წინწალაშვილის მწყრების ფერმა და დაწინწკლული ბიზნესი

posted in ეკონომიკური by with Comments Off on ნინო წინწალაშვილის მწყრების ფერმა და დაწინწკლული ბიზნესი

თსუ-ში სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტია, „როიალ დენტში“ სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობს. პარალელურად, სტაჟირებას გადის სხვადასხვა ორგანიზაციაში. 22 წლისაა, მაგრამ დროს ყველაფრისთვის პოულობს – ხუმრობა საქმე ხომ არაა, სოფელ ბაკურციხეში საკუთარი ფერმა აქვს, მწყრების ფერმა. continue reading

ნინო ზამბახიძე: ძლიერი მხოლოდ მაშინ ვარ, როდესაც ჩემ ირგვლივ ადამიანები არიან ძლიერები

posted in ეკონომიკური by with Comments Off on ნინო ზამბახიძე: ძლიერი მხოლოდ მაშინ ვარ, როდესაც ჩემ ირგვლივ ადამიანები არიან ძლიერები

ნინო ზამბახიძე საქართველოში ერთ-ერთი პირველი წარმატებული ქალი ფერმერია. დღეს მისი საქმიანობის შესახებ მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით კი არა, მსოფლიო უმაღლეს ეკონომიკურ წრეებში იციან. ორი დღის წინ, ნინომ დავოსის ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი თავმჯდომარის კლაუს შვაბისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „ძვირფასო ნინო, გილოცავთ! თქვენ არჩეული ხართ ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად 5 წლის ვადით!“. იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერობა და რა შეიძლება, გაკეთდეს ადგილობრივ ბიზნესში მეტი ქალის ჩართვის კუთხით, თავად ნინო ზამბახიძე გვესაუბრება. continue reading

ბაია აბულაძე – მეღვინე გოგონას არაჩვეულებრივი ყოველდღიურობა

posted in ეკონომიკური by with Comments Off on ბაია აბულაძე – მეღვინე გოგონას არაჩვეულებრივი ყოველდღიურობა

23 წელი ძიების, განათლების მიღების, საკუთარ თავზე ინტენსიური მუშაობის ასაკია, თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ბაია აბულაძემ გაცილებით მეტი შეძლო – მეღვინეობის ადგილობრივ ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწია. ბაიას ოჯახს წლებია, რაც ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში საკუთარი ვენახი აქვს. ოჯახი ყურძნის თეთრი ჯიშების – ცოლიკოურისა და ციცქასგან საგვარეულო ღვინოს ყოველთვის აყენებდა, მაგრამ ბაიას ძალისხმევით, ოჯახში მოხმარებისთვის განკუთვნილი ღვინო, „ბაიას ღვინოს“ ბრენდული სახელით, უკვე წარმატებით იყიდება. იმის პარალელურად, რომ ილიაუნის მაგისტრატურაზე საჯარო ადმინისტრირების განხრით სწავლობს, ბაია ტურიზმის სფეროთიც აქტიურად არის დაინტერესებული.  continue reading

ირენა მახარაძე – ქალი უშრეტი ფანტაზიით

posted in ეკონომიკური by with Comments Off on ირენა მახარაძე – ქალი უშრეტი ფანტაზიით

ირენა მახარაძე საზოგადოებამ IrenDesign Handmade ბრენდით გაიცნო, რომელზეც უკვე მეოთხე წელია, რაც მუშაობს. თუმცა, გარდა ამისა, ირენა უამრავ საინტერესო საქმიანობაშია ჩართული – 2013  წლიდან, ჩართულია ახალი ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო სამუშაოებში, ღვინის კლუბის პროექტების მენეჯერია. გარდა ამისა, მეორე წელია, რაც საბავშვო ხელოვნების სტუდია “არტისტში” ბავშვებს პოლიმერული თიხით ძერწვას ასწავლის. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ “ბავშვები და მშობლების“ პოპულარული ბლოგის ავტორიც ირენაა. თუ რა აერთიანებს ერთი შეხედვით ამ რადიკალურად განსხვავებულ საქმიანობებს, ამის შესახებ თავად ირენა გვესაუბრება. continue reading

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის ახალ რეცეპტურაზე მუშაობს

posted in ეკონომიკური by with Comments Off on ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის ახალ რეცეპტურაზე მუშაობს

დღეს ქართული ყველი მის სახელთან ასოცირდება. პროფესიით ფილოლოგმა, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით მოიარა და ყველასათვის უცნობი, მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში და კონკრეტულ ოჯახებში თაობიდან თაობაზე გარდამავალი რეცეპტურა შეაგროვა. დღეს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე უკვე არა მხოლოდ ძველი რეცეპტებით ამოყვანილი ყველის წარმოებას უდგას სათავეში, არამედ საკუთარი რეცეპტების შექმნაზეც აქტიურად მუშაობს.  ყველის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზატორი დაუშრეტელი ენერგიითა და ახალ-ახალი იდეებით ქართველი გურმანების გაოცებას კვლავაც აპირებს. continue reading

© sapari.ge