ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Posts under: Uncategorized @ge

პროსტიტუციის კრიმინალიზება, დეკრიმინალიზება თუ ლეგალიზაცია?

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on პროსტიტუციის კრიმინალიზება, დეკრიმინალიზება თუ ლეგალიზაცია?

ირმა კირთაძე, მკვლევარი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია”

პროსტიტუცია, გვინდა თუ არა, მსოფლიოს უძველეს პროფესიათა რიგში რჩება და ბუნებრივია, რომ არ იყოს მასზე მოთხოვნა, არც იარსებებდა. ამ საკითხის გარშემო უთანხმოება ფემინისტებშიც კი იჩენს თავს. continue reading

ახალი სეზონიდან, Doctor Who-ს როლში ქალი მოგვევლინება

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on ახალი სეზონიდან, Doctor Who-ს როლში ქალი მოგვევლინება

საკულტო სერიალ Doctor Who-ში, მთავარ როლს პირველად შეასრულებს ქალი – ბრიტანელი მსახიობი ჯოდი უიტაკერი (Jodie Whittaker). continue reading

გენდერირებული სხეული/სილამაზის მითი

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on გენდერირებული სხეული/სილამაზის მითი

მაიკლ კიმელი

სხეულები, ან პირადი საკუთრება გვგონია, რომელსაც სრულიად ვაკონტროლებთ, ან წარმოვიდგენთ მას, როგორც ბიოლოგიური იმპულსების ერთობლიობას, რომელზეც არანაირი კონტროლი არ გაგვაჩნია. continue reading

გერმანიის პარლამენტმა გეი ქორწინებას მხარი დაუჭირა

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on გერმანიის პარლამენტმა გეი ქორწინებას მხარი დაუჭირა

ბუნდესტაგმა ხმა მისცა რეფორმას, რომელმაც ლესბოსელებსა და გეებს იურიდიულად სრულფასოვანი ქორწინების გაფორმებისა და ბავშვების შვილად აყვანის უფლება მიანიჭა. continue reading

ქალთა მოძრაობა მექსიკაში: ბურჟუაზიული ფემინიზმიდან რევოლუციურ ბრძოლამდე

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on ქალთა მოძრაობა მექსიკაში: ბურჟუაზიული ფემინიზმიდან რევოლუციურ ბრძოლამდე

ტერიტორიებისა და მოსახლეობის რიცხოვნების თვალსაზრისით, მექსიკა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანაა. ეკონომიკაში მსოფლიო ოცეულში შემავალ ქვეყანას რევოლუციური ბრძოლის დიდი ტრადიციები გააჩნია.

1910 წელს, მექსიკაში რევოლუცია მოხდა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიაზე, არამედ ლათინური ამერიკის მთელს კონტინენტზე. ამ დროს, პირველად გაჩნდა მუშური და გლეხური მოძრაობები, რაც მექსიკის ისტორიაში მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა.

ქვეყანაში მემარცხენეთა, სოციალისტური იდეების პოპულარობის ზრდასთან ერთად, იქმნებოდა მარქსისტული პარტიები და ორგანიზაციები, რომლის მიზანი კაპიტალიზმის მოსპობა და მექსიკაში სოციალისტური საზოგადოების მშენებლობა იყო. საკმარისია ითქვას, რომ მექსიკის სათავეში რამდენიმე წლით მყოფი ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია (Partido Revolucionario Institucional, PRI, რომელიც ამჟამად სრულიად კონტრრევოლუციურ პოზიციებამდე დაეშვა) თავის საპროგრამო დოკუმენტებშიც სოციალისტური იდეების ერთგული იყო.

ამავე დროს, მექსიკაში ძალების მოკრება იწყო ქალთა მოძრაობამ. ქვეყანაში ეროვნულ-განმათავისუფლებელ, მუშურ, კომუნისტურ, პროფკავშირების მოძრაობების მხარდამხარ, ქალთა მოძრაობა (განსაკუთრებით მისი რევოლუციური ფრთა) ვითარდებოდა. თუმცა, მიუხედავად ქალთა მოძრაობის დიდი დამსახურებისა, დიდი ხნის მანძილზე, ქალები მექსიკის პოლიტიკური ისტორიიდან ჩამოცილებულნი იყვნენ და როგორც ეკონომიკურ, ასევე ყოფით დისკრიმინაციას ექვემდებარებოდნენ.

ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1822 წ), ქვეყანაში გაბატონებული იდეოლოგია ქალს ადგილს სამზარეულოში უჩენდა. ახალი ეროვნული სახელმწიფოდან, ქალები დეფაქტოდ გამოირიცხნენ. მათ არ გააჩნდათ ხმის უფლება, არ შეეძლოთ სახელმწიფო მმართველობაში შეღწევა, არ შედიოდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში, კათოლიკე ეკლესია კი ქალის კაცისადმი დამორჩილების პოზიციას ამყარებდა და ქალის დაქვემდებარებულ მდგომარეობას ქადაგებდა.

განსაკუთრებით მძიმე იყო იმ ქალების ყოფა, რომლებიც საზოგადოების ექსპლუატირებულ კლასს განეკუთვნებოდნენ, – პირველ რიგში, გლეხი ქალები. ამ პერიოდში, იწყება გლეხური სათემო მიწათმფლობელობის დაშლა, მიწის მსხვილი ლატიფუნდისტებისა და წვრილი მიწათმფლობელების (რანჩერო,Ranchero) მიერ გლეხთა თემების (ეხიდო,Ejido) ექსპროპრიაცია, რომელმაც მასობრივი ხასიათი გენერალი პორფირიო დიასის (Porfirio Díaz) დიქტატურის დროს მიიღო (1876-1910 წწ). ეს ყველაზე რეაქციული მემამულეების ინტერესების გამოხატულება იყო.

მიწადაკარგული გლეხები იძულებულნი იყვნენ, გროშებად ემუშავათ მსხვილი ფეოდალების მიწებზე, რომლებიც მათ ვალების მონობაში ხლართავდნენ. ისეთ კაბალურ მევალეებს, რომელთა მდგომარეობაც ასიენდებზე (Hacienda, მსხვილ მამულებზე) ბატონყმური გლეხებისას უტოლდებოდა, პეონები (Peón) ერქვათ. გარდა ამისა, ინდიელები და მეტისები, რომლებიც გლეხობის უმრავლესობას შეადგენდნენ, რასობრივი ნიშნით ჩაგვრასაც განიცდიდნენ. რეჟიმის იდეოლოგებმა, ე. წ. მეცნიერების ჯგუფმა („სიენტიფიკოსი“), ინდიელები და მეტისები „არასრულფასოვან“ ადამიანებად გამოაცხადეს, რომლებსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უნარი არ შესწევდათ და რომლებსაც წმინდა სისხლის თეთრკანიანების დაქვემდებარებაში უნდა ეცხოვრათ.

ლატიფუნდიებში კაცების მხარდამხარ ქალებიც შრომობდნენ. ისინი ერთდროულად სამმაგი დისკრიმინაციისა და ექსპლუატაციის ქვეშ აღმოჩნდნენ; როგორც ინდიელები და მეტისები, ისინი ხელისუფლების მიერ აშენებული „რასობრივი იერარქიის“ ყველაზე დაბალ საფეხურზე მოექცნენ. როგორც სოფლის პროლეტარიატის წარმომადგენლები, ისინი იძულებულნი იყვნენ, დღე და ღამე ფეოდალთა მამულებში მუშაობაში გაესწორებინათ, უმძიმესი სამუშაოს შესრულებით, რის სანაცვლოდაც მათხოვრულ ხელფასს იღებდნენ არა ფულის, არამედ ბონების სახით, რისი დახარჯვაც მხოლოდ ადგილობრივ დახლზე იყო შესაძლებელი.

და ბოლოს, ქალები სრულიად უუფლებონი იყვნენ ექსპლუატატორთა წინაშე, რომლებიც მათზე ისეთი „უფლებებით“ სარგებლობდნენ, როგორიც „პირველი ღამის უფლება“ და სხვა სექსუალური ტიპის მორჩილება იყო. ბატონები ასიენდებში მომუშავე ქალებს თავიანთ საკუთრებად მიიჩნევდნენ, რომლებსაც ისე ექცეოდნენ, როგორც მოეპრიანებოდათ. არ არსებობდა ლატიფუნდისტებისგან დაცვის დაცვის არავითარი მექანიზმი. პირიქით, საკუთარი უფლებების დაცვის უმცირეს მცდელობებსაც კი, როგორც ქალების, ასევე კაცების მხრიდან, უსასტიკესად უსწორდებოდნენ. ჯერ კიდევ შემორჩენილ გლეხთა თემებში ქალებს კაცების თანაბარი უფლებები არ გააჩნდათ, ისინი ჩამოცილებულნი იყვნენ სათემო შეკრებებისგან და არ დაიშვებოდნენ სათემო თვითმმართველობის ორგანოებში.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ს დასაწყისში, მექსიკის ეკონომიკაში სამრეწველო განვითარების დაჩქარებასა და კაპიტალისტური წყობის ჩამოყალიბების პერიოდში, ქალებმა სამრეწველო პროლეტარიატის რიგების აქტიური შევსება იწყეს. დიქტატურის დაცემის მომენტისთვის, ქალები ქვეყანაში მთელი ფაბრიკა-ქარხნების მუშახელის მეოთხედს შეადგენდნენ (800 ათასიდან 200 ათასი). ძირითადად, ისინი დასაქმებულნი იყვნენ მსუბუქ და თამბაქოს მრეწველობაში. ამავდროულად, ქალი მუშახელი კვლავ მოქცეული იყო ჩაგვრისა და დისკრიმინაციის უღელქვეშ. ზოგადად, დიქტატურის პერიოდში, მექსიკელი მუშათა კლასის მდგომარეობა უმძიმესი იყო.

სამუშაო დღის ლიმიტი არ არსებობდა და ადამიანები დღე-ღამეში 12 საათს და კვირაში 7 დღეს მუშაობდნენ. გაფიცვები და პროფკავშირების შექმნა კანონმდებლობით იყო აკრძალული. საპენსიო უზრუნველყოფა და დაზღვევა არ არსებობდა. ქალებს ორჯერ ნაკლები ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე კაცებს. გარდა ამისა, ისინი სრულიად დაუცველნი იყვნენ ფაბრიკის მფლობელთა მხრიდან სექსუალური შევიწროებისას.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალების მიმართ დისკრიმინაციული წინასწარგანწყობები გავრცელებული იყო არა მხოლოდ გაბატონებულ კლასებში. ასე ფიქრობდა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მექსიკელი კაცების უდიდესი უმრავლესობა. ზოგიერთმა მკვლევარმა ამ მოვლენას „მაჩოიზმის იდეოლოგია“ უწოდა.

თუმცა, XX საუკუნეში ქალებს განათლების მიღების შესაძლებლობები მიეცათ. საუკუნის დასაწყისში, დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა 65 % ქალი იყო. ჯერ კიდევ 1887 წელს, მეხიკოში პირველმა მექსიკელმა ქალმა სამედიცინო სკოლა დაამთავრა და ექიმის დიპლომი მიიღო. ქალები თანდათანობით ერთვებიან დიქტატურისა და ექსპლუატატორთა წინააღმდეგ გაშლილ განმათავისუფლებელ ბრძოლაში. ჯერ კიდევ ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ წარმოებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში (1810 – 1822 წწ), ქალები უკვე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. 1821 წლიდან, ქალების ორგანიზებული, ძირითადად ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული ჯგუფები, ლიბერალურ მოძრაობას უერთდებიან და სამოქალაქო უფლებებს ითხოვენ.

1990-იანი წლების მიწურულს, ქვეყნის გლეხურ მოძრაობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიირა ტერესა ურეას. მისი მსოფლმხედველობა ეკლექტური იყო. იგი თან მისტიკური მისანი, ადრექრისტიანული სექსტის ლიდერის მსგავსი რელიგიური პერსონა იყო, თან თავის ქადაგებებში გლეხთა სოციალური ბრძოლის ელემენტებს იყენებდა. 1890-იან წლებში, იგი ფაქტიურად ჩრდილოეთ მექსიკაში ინდიელი გლეხების აჯანყების იდეოლოგად იქცა.

ამბოხი ლატიფუნდისტების მიერ სათემო მიწების შეუჩერებელი მიტაცებებით იყო გამოწვეული, თუმცა იგი რელიგიური ლოზუნგების თანხლებით მიმდინარეობდა. ზოგიერთმა ინდიელმა ბელადმა ურეა „წმიდა წინასწარმეტყველად“ შერაცხა, რომელიც მათ დიქტატურის შევიწროებისგან იცავდა. მაგრამ, 1892 წელს, მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, აჯანყება ჩაახშეს.

1961 წელს, მექსიკელმა ქალებმა უმაღლეს სასწავლებლებსა და საშუალო სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მოიპოვეს. XIX საუკუნის ბოლოს, ბურჟუაზიული ფემინისტური მოძრაობაც იშვა. მწერალმა ქალმა ლაურეანა რაიტ დე კლეინჰანსმა (Laureana Wright de Kleinhans) ქალთა ემანსიპაციის საშუალებად განათლება დაასახელა. მან დააარსა ჟურბალი „ანაუაკას იები“ (1884-1887). ჟურნალში ქალთა ემანსიპაციისა და სქესთა თანასწორობის მოთხოვნებმა გაიჟღერა.

ამავდროულად, კლასობრივ ბრძოლაში მუშა ქალებიც ებმებიან. 1970 წლიდან, ისინი გაფიცვებშიც მონაწილეობენ. მოწინავე მუშა ქალები პროფკავშირებში შედიან, რომელიც მაშინ ძირითადად მექსიკის რეფორმისტული ლიბერალური პარტიის ეგიდით მოქმედებდა. 1876 წელს, მუშათა გენერალურ ყრილობაზე, ორი ქალი დელეგატი წარადგინეს. ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი დელეგატი (მათ შორის ისინიც, ვინც თავს სოციალისტებად მიიჩნევდა), ყრილობაზე ქალების დასწრების წინააღმდეგი იყო, მაგრამ შეკრებილთა უმრავლესობამ მათი მანდატები ყრილობის სრულფასოვანი წევრების რანგში დაამტკიცა.

ქვეყანაში ქალთა მოძრაობა მეოცე საუკუნის დასაწყისში ძლიერდება. ახალაღმოცენებულმა როგორც რეფორმისტული, ასევე რევოლუციური ხასიათის ქალთა ორგანიზაციებმა პამფლეტებისა და მოწოდებების გამოქვეყნება იწყეს, ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდებებით. ქალთა მოძრაობა კლერიკალიზმს, განათლების არარსებობას, დიასის დიქტატურას ებრძოდა. ქალების მიერ ორგანიზებულ კლუბებში მთავრობას აკრიტიკებდნენ და ხელისუფლების ცენტრალიზაციის ალტერნატივებს განიხილავდნენ. მუშა ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ გაფიცვებსა და დემონსტრაციებში, რომელიც ხშირად პოლიციასა და ჯარისკაცებთან შეჯახებებით მთავრდებოდა.

ქალთა მოძრაობა ორი მიმართულებით ვითარდებოდა. 1904 წელს პირველი ფემინისტური ორგანიზაცია – ქალთა დაცვის საზოგადოება – დაარსდა. მექსიკური ფემინიზმის მიზნებმა იმავე წლის ჟურნალ „მექსიკელ ქალში“ გაიჟღერა. 1906 წელს, ჯგუფმა „ხუარესის თაყვანისმცემელი ქალები“ (სახელწოდება XIX საუკუნეში მექსიკის ლიბერალური პრეზიდენტის, ბენიტო ხუარესის (Benito Juárez) პატივსაცემად აიღეს), ქალებისთვის იურიდიული უფლებები მოითხოვა, განსაკუთრებით – ხმის უფლება. ასე გაჩნდნენ მექსიკაში ხმის უფლებისთვის მებრძოლი სუფრაჟისტები. ისინი ქალთა მოძრაობის ბურჟუაზიულ ფრთას წარმოადგენდნენ.

პარალელურად, შეიქმნა ქალთა მოძრაობის მემარცხენე, რევოლუციური ფრთა, რომელიც ანარქო-სინდიკალიზმის იდეის ძლიერ გავლენას განიცდიდა. ზოგადად, ეს მექსიკის იმდროინდელი მთლიანად მუშათა მოძრაობის დამახასიათებელი მოვლენა იყო. 1895 წელს, რკინიგზელმა ხუანა გუტიერეს დე მენდოსამ (Juana Gutiérrez de Mendoza) რევოლუციურ აგიტატორად დაიწყო მუშაობა. მექსიკის ქალთა ანარქო-სინდიკალურ მოძრაობაში, საუკუნის დასაწყისში პრაქსედის გერერო (Práxedis Guerrero) აქტიურად იბრძოდა ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.

მექსიკის რევოლუციის დროს, ქალთა მოძრაობის მემარცხენე ფრთის აქტივისტებმა მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ისინი რევოლუციურ ამბოხებულთა რიგებში შედიოდნენ და ასე ებრძოდნენ დიასის დანაყოფებს. ძირითადად, მათი საქმიანობა მედდობას, ფოსტალიონიბას, მეკავშირეობას გულისხმობდა. ქალები ბეჭდავდნენ აგიტმასალებს, აჯანყებულებისთვის კერავდნენ უნიფორმებს, მათ სხვადასხვა აუცილებელი პროდუქტით ამარაგებდნენ. 1913 წელს დიქტსტორი ვიქტორიანო უერტას (Victoriano Huerta) ოპოზიციონერობის გამო დაპატიმრებულმა რამდენიმე რევოლუციურმა ფემინისტმა ციხეში ორგანიზაცია „კუაუტემოკას ასულები“ დააარსა. ორგანიზაციის სახელწოდება აცტეკების უკანასკნელ იმპერატორს უკავშირდებოდა, რომელიც ესპანელ კონკისტაროდებს ებრძოდა. ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალების რევოლუციურ ბრძოლაში ჩართვა ითავა.

თანდათანობით, ზოგიერთმა ქალმა ბრძოლებში იარაღით ხელში მონაწილეობაც იწყო. რევოლუციაში ქალების მონაწილეობას მკვლევარები „სოლდადერასის“ ფენომენის კონტექსტში განიხილავენ, რაც მექსიკას ჯერ კიდევ კოლონიური დროდან ახასიათებდა. სოლდადერებს ისეთ ქალებს უწოდებდნენ, რომლებიც მექსიკელ ჯარისკაცებს ბრძოლებში ახლდნენ თან და საჭმლის მომზადებაში, რეცხვაში, დაჭრილების მოვლაში და დახოცილების დამარხვაში ეხმარებოდნენ. ზოგიერთი სოლდადერი ბრძოლებში უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელიც იყო. მიუხედავად ამისა, მექსიკის რევოლუციაში ქალების მონაწილეობის სოლდადერობამდე დაყვანა შეუსაბამოა.

ბევრი მექსიკელი ქალი, განსაკუთრებით მუშათა ან გლეხთა ოჯახიდან, შეგნებულად იღებდა ხელში იარაღს და დიასის დიქტატურასთან საბრძოლველად რევოლუციურ დანაყოფებს უერთდებოდა. განსაკუთრებით ბევრი ქალი იბრძოდა პანჩო ვილიასა (Pancho Villa) და ემილიანო საპატას (Emiliano Zapata) დანაყოფებში – მეთაურებთან, რომლებიც ლატიფუნდისტებთან ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ. მაგალითად, მარგარიტა ნერი (Margarita Neri) ინდიელების დანაყოფებს მექსიკის სამხრეთით ხელმძღვანელობდა. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, სწორედ მას ეკუთვნოდა ქალთა რევოლუციური დანაყოფების შექმნის იდეა. მარგარიტა უცაბედი პარტიზანული თავდასხმების ტაქტიკას იყენებდა, რაც მოწინააღმდეგეს შიშის ზარს სცემდა. ამის გამო, იგი მექსიკის ეროვნულ გმირად შერაცხეს.

პოლკოვნიკი პეტრა ერერა (Petra Herrera) თავდაპირველად თავის სქესს მალავდა. მან 1914 წელს, ტორეონთან ბრძოლაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ პანჩო ვილიამ ქალისთვის გენერალის ჩინის ბოძება ვერ გაბედა. მაშინ, პეტრამ საკუთარი, ქალთა დანაყოფი ჩამოაყალიბა, რომელიც დიქტატორი უერტესა და ამერიკელი ინტერვენტების წინააღმდეგ იბრძოდა.

რევოლუციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს რევოლუციური ფემინისტური მოძრაობის აქტივისტებმა რაკმენ სერდანმა და ელვია კარილიო პუერტომ. მათ მექსიკის რევოლუციური ძალების მეთაურობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება ითავეს. ფემინისტები ქალთა არა მხოლოდ სოციალური და პოლიტიკური გათავისუფლების იდეებისთვის იბრძოდნენ, არამედ ასევე ქალთა უფლებების დაცვას მეთვალყურეობდნენ რევოლუციური არმიის მოქმედების ზონაში, ჯარისკაცების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების აღმოფხვრას ცდილობდნენ.

მექსიკელი რევოლუციონერი ქალის კრებითი სახეა ხალხური ფოლკლორის პერსონაჟი ადელიტა. გადმოცემით, ადელიტა ადიუტანტ პანჩო ვილიას ემორჩილებოდა, მის დავალებებს ასრულებდა, მონაწილეობდა დაუნდობელ შეტაკებებში და იმარჯვებდა. სინამდვილეში, ადელიტას ბიოგრაფია პრაქტიკულად უცნობია, თუმცა მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მის სახეში რამდენიმე რეალური ქალის ამბავია გაერთიანებული, რომლებიც ვილიას ჩრდილოეთ დივიზიისა და საპატას სამხრეთის განმათავისუფლებელი არმიის რიგებში იბრძოდნენ. 1910-იან წლებში, მექსიკაში ძალიან პოპულარული იყო სიმღერა La Adelita.

რევოლუციის დროს, ქალებმა თავიანთი უფლებების გაფართოება შეძლეს. 1914 წელს გაყრის შესახებ კანონი შევიდა ძალაში – ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალებმა საკუთარი ინიციატივით ქორწინების გაუქმების უფლება მიიღეს. 1916 წელს, ქ. მერიდაში (იუკატანის შტატი), სოციალური გუბერნატორის სალვადორ ალვარადოს (Salvador Alvarado) მხარდაჭერით, პირველი ფემინისტური კონგრესი გაიმართა. კონგრესის მიმდინარეობისას, ქალთა მოძრაობის რევოლუციური ფრთის წარმომადგენლები ცალკე ძალად გამოვიდნენ. მათ შეძლეს კონგრესის დემოკრატიული და სოციალისტური იდეების ტრიბუნად გადაქცევა. 1917 წელს, ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომელშიც ფორმალურად, კანონის წინაშე ორივე სქესის ადამიანის თანასწორობა იყო აღიარებული და რომელიც ყველა მშრომელს 8-საათიან სამუშაო დღეს, დემოკრატიულ უფლებებსა და თავისუფლებებს ჰპირდებოდა. მიუხედავად ამისა, ხმის უფლება (აქტიურიც და პასიურიც) მხოლოდ კაცებს ჰქონდათ.

1919 წელს მექსიკის ფემინისტური საბჭო დაარსდა, რომლის ამოცანაც ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ემანსიპაცია იყო. ძლიერდებოდა ფემინისტური მოძრაობის მემარცხენე ფრთაც. 1920 წელს მუშა და გლეხ ქალთა კონგრესი გაიმართა, რომელზეც მშრომელ ქალებს სოციალური გათავისუფლების, ჩაგვრის და ექსპლუატაციის ყველა სახის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდეს. 1923 წელს, ქვეყნის დედაქალაქში პირველი ეროვნული ფემინისტური კონგრესი გაიმართა, რომელზეც ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭების მოთხოვნებმა გაიჟღერა. ასევე, იყო უფასო საბავშვო ბაღებისა და საზოგადოებრივი სასადილოების გახსნის, ორივე სქესის ახალგაზრდების ერთად სწავლების, შინამოსამსახურე ქალების ეკონომიკური და ყოფითი ჩაგვრისგან დაცვის მოთხოვნებიც. იმავე წელს, ქალთა მოძრაობის ზეწოლით, სან-ლუის-პოტოსის შტატში საყოველთაო ხმის უფლება დაკანონდა, 1925 წელს კი – ჩიაპასის შტატში.

მიუხედავად თავისი შედარებით მცირე მასშტაბებისა, ფემინისტური მოძრაობა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ძლიერდება. 1926 წელს, გუადალუპე სუნიგა დე გონსალესი არასრულწლოვანთა საქმეებში ტრიბუნალის პირველი ქალი მოსამართლე ხდება. 1929 წელს, ესტერ ჩაპა სამედიცინო ფაკულტეტის პირველი პროფესორი გახდა, პალმა გილია – პირველი ქალი ელჩი. პრეზიდენტი პლუტარკო ელიას კალიესის ინიციატივით, შემუშავდა და დამტკიცდა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ქალების კაცებთან იურიდიულ თანასწორობას აღიარებდა.

ქალთა მოძრაობის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები აქტიურად იბრძოდნენ როგორც საგანმანათლებლო, ასევე ანტიკლერიკალურ ფრონტზე, რომელიც 1920-იან წლებში სოფლად გაიშალა. მათ შორის ბევრი მასწავლებელი იყო, რომლებიც ჰუმანიზმისა და სოციალიზმის პრინციპებს ქადაგებდნენ, ქალთა ჩაგვრას აპროტესტებდნენ, კათოლიკე ეკლესიას ამხელდნენ, რომელიც მსხვილი ლატიფუნდისტების მხარეს იდგა და ხალხის სიღარიბეზე ხეირობდა.

1926-1929 წლებში, რეაქციონერმა კლერიკალებმა ე.წ. „კრისტეროსის აჯანყება“ მოაწყვეს, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური დიქტატურის წინააღმდეგ იყო მიმართული. კათოლიკე ეკლესია თავის სამფლობელოებს ნებისმიერ ფასად იცავდა. სეკულარული იდეების მქადაგებელ მასწავლებელ ქალებს სოფლად ეკლესიის რეაქციის წინააღმდეგ კულტურული მისიის შესრულება მოუწიათ. ფანატიკოსი კათოლიკეების ხელით ქალთა მოძრაობის ბევრი პროგრესული მონაწილე მოკვდა. მათ დევნიდნენ სკოლებიდან, სასტიკად უსწორდებოდნენ და ხოცავდნენ ეკლესიის მსახურთაგან დაგეშილი ადამიანები, „მატერიალიზმში, ათეიზმსა და ახალგაზრდობის გარყვნაში“ ადანაშაულებდნენ.

რევოლუციური ფემინიზმის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მექსიკის კომუნისტური პარტიის შექმნაში, ისინი დიდ სააგიტაციო კამპანიას ეწეოდნენ, მუშათა მასობრივი მოძრაობის ორგანიზატორები იყვნენ. მიუხედავად ამისა, აქტივისტების მოგონებების მიხედვით, მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციების რიგებში კვლავ ბობოქრობდა „მაჩოიზმის“ იდეოლოგია. ქალები კვლავ ყოფითი ჩაგვრის მსხვერპლნი იყვნენ, თავად კომუნისტური ორგანიზაციების რიგებშიც კი. ქალთა და მუშათა მოძრაობის აქტივისტი ბენიტა გალეანო წერდა: „ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი ამხანაგები მექსიკური კომპარტიიდან ქალებს ყველაზე უარესად ექცევიან, მათ განათლებაში არ ეხმარებიან და ატყუებენ, როგორც ნებისმიერი წვრილბურჟუაზიული ელემენტი. როცა ქალი პაემანზე მიდის, მას „ბოზს“ უწოდებენ“. 

მიუხედავად ამისა, რევოლუციური ფემინიზმის მოძრაობა ძლიერდებოდა. 1931 წელს მუშათა და გლეხთა პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართა. ახალი პრეზიდენტი ლასარო კარდენასი (Lázaro Cárdenas, 1934-1940 წწ.) საჯაროდ გამოვიდა ქალთა უფლებების დასაცავად, რაც ახალი საზოგადოების მშენებლობის საწინდარი იყო. 1934 წელს, კარდენასის დროს, მმართველი მექსიკის რევოლუციის პარტიის მხარდაჭერით, პარტიაში ქალთა სექტორი შეიქმნა. 1935 წელს იგი ქალთა უფლებების გაერთიანებულ ფრონტად გადაკეთდა, რომელში მონაწილეობაც 50 000-მა ქალმა მიიღო. პრეზიდენტი კარდენასის დროს, იწყება ქალთა აქტიურობა სახელმწიფო და მუნიციპალური მმართველობის სტრუქტურებში საპასუხისმგებლო პოსტებზე ქალთა მუშაობის მიმართულებით.

1938 წელს, პრეზიდენტი კარდენასის ინიციატივით, ქალებისთვის ხმის მიცემის კანონპროექტი იქნა ინიცირებული, მაგრამ დეპუტატებმა მის დამტკიცებაზე უარი თქვეს. პოლიტიკოსების უმრავლესობა ამ უარს იმით „ასაბუთებდა“, რომ თითქოს ქალებისთვის ხმის უფლება მემარჯვენეების პოზიციების გაძლიერებას გამოიწვევდა, რადგან სოფლად ქალთა დიდ უმრავლესობაზე მღვდლებს ჰქონდათ გავლენა.

1940 წელს ქალთა ეროვნული კომიტეტი შეიქმნა, რომელიც ზომიერად რეფორმისტულ პოზიციებს გამოხატავდა და თანდათანობით პარტიულ ბიუროკრატიას უახლოვდებოდა. დაარსდა ასევე ქალთა ეროვნული ალიანსი. მასში მუშათა და გლეხთა ორგანიზაციების ქალთა სამდივნოები და პროფკავშირები შევიდა. მის ხელმძღვანელობაში მთავარი პოზიციები ქალთა მოძრაობის მემარცხენე აქტივისტებს ეკავათ. 1942 წელს, მექსიკის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის შემდეგ, მექსიკის კომუნისტურ პარტიასთან ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ერთიანი ფრონტი შეიქმნა (მოგვიანებით – ქალთა ეროვნული კავშირი).

1953 წელს, ქალებისთვის ხმის მინიჭებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა. მექსიკის კონსტიტუციაში 34-ე მუხლი შეიცვალა. მიუხედავად ამისა, მექსიკელი ქალები დასაქმების მხრივ კვლავ სავალალო მდგომარეობაში იყვნენ: როგორც წესი, ისინი კაცებზე გაცილებით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სუსტი წარმომადგენლობა ჰქონდათ. ქალთა მემარცხენე მოძრაობის აქტივისტები არა მხოლოდ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას განაგრძობდნენ, არამედ ქალთა სოციალური გათავისუფლებისთვისაც. 1968 წელს, მექსიკელი სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მასობრივ დემონსტრაციებსა და გაფიცვებში, რომლებიც ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო. რევოლუციონერი ფემინისტები ქვეყანაში პროფკავშირების ორგანიზატორებად მოგვევლინნენ.

1982 წელს,  წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მმართველი ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიგელ დე ლა მადრიდი (Miguel de la Madrid) იძულებული გახდა, იმაზე ესაუბრა, რომ „მექსიკელი ქალები და კაცები თანაბარი უფლებებით არ სარგებლობენ. ქალისთვის არ არსებობს არანაირი თავისუფლება, თუ მას ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა არ აქვს“. მაგრამ, მისი დაპირება, ებრძოლა ქალთა ნამდვილი თანასწორუფლებიანობისთვის, დაპირებად დარჩა. იმ დროისათვის, ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია ღიად კონტრრევოლუციურ პოზიციებამდე დავიდა და ნეოლიბერალური რეფორმების გატარებას შეუდგა. ეს მძიმე ტვირთად დააწვა მექსიკელ მშრომელებს, და რა თქმა უნდა, ქალებს (მათ შორის უმუშევრობისა და დაბალანაზღაურებადი შრომის პროცენტი „რეფორმების“ დაწყებამდეც მაღალი იყო).

ნეოლიბერალიზაციამ მექსიკელი საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია გამოიწვია. მექსიკელი კაცების უდიდესი რაოდენობა იძულებული გახდა, ლუკმაპურის საშოვნელად, ძირითადად არალეგალური გზებით, აშშ-ში გადასულიყო. ამ საუკუნის დასაწყისისთვის, შეერთებული შტატების საზღვარს ყოველწლიურად სამსახურის მაძიებელი ნახევარი მილიონი მექსიკელი კვეთდა. მიგრანტებს შორის კაცები ჭარბობდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი სამსახურს ვერც შტატებში შოულობდა.

ქვეყნის ხელისუფლება ემიგრაციის რიცხვის შეკავებას არანაირად არ ცდილობს, – ამის წყალობით, მექსიკაში უმუშევრობის დონე ქვეითდება, ქვეყნის ეკონომიკაში კი სოლიდური ფულადი შემოდინებები ხორციელდება, ემიგრანტების მიერ ახლობლებისთვის ჩარიცხული თანხების მეშვეობით. ასევე, ემიგრანტებზე ხეირობს სატელეკომუნიკაციო მომსახურებაც. სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ქსელის მფლობელი კარლოს სლიმი „ფორბსმა“ 2010 წლის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა.

იმის გამო, რომ მექსიკელი კაცები საშოვარზე ქვეყნიდან გადაიხვეწნენ, ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვის მთელი სიმძიმე ქალებს დააწვათ. ისინი იძულებულნი გახდნენ, უმძიმეს შრომაში ჩართულიყვნენ ან სოფლის მეურნეობაში, ან მომსახურების სფეროში.

გარდა ამისა, ქალები დღემდე ე. წ. „ნარკოკარტელების ომების“ და სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფებების მსხვერპლნი არიან. მთელი მექსიკა შეძრა ქალთა მკვლელობების სერიამ აშშ-სთან მოსაზღვრე ქალაქ სიუდად-ხუარესში (ჩიჰუაჰუას შტატი). 1993-2001 წლებში, აქ 370-ზე მეტი ქალი და გოგონა მოკლეს – ღარიბი რაიონების მკვიდრნი, ფაბრიკის მუშები, ოფიციანტები, სტუდენტები. მკვლელობებმა, რომელთა ჩამდენებიც ძირითადად დაუსჯელნი დარჩნენ, ფართო საერთაშორისო რეზონანსი ჰპოვა, პირველ რიგში, ოფიციალური ორგანოების აშკარა უმოქმედობის გამო, როგორც დამნაშავეთა მოძიებაში, ასევე მსგავს დანაშაულთა პრევენციაში. დღემდე, ამ დანაშაულების გამო მხოლოდ ერთეულები არიან დასჯილნი. ახლა მექსიკაში კონტრრევოლუციური რეჟიმი ბატონობს, – ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მემარჯვენე ძალა. ნეოლიბერალური „რეფორმების“ შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდა. აქ გამეფებულია ინფლაცია, კორუფციული სკანდალები, ქვეყნის ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კომპანიების ინტენსიური შემოსვლა, ორგანიზებული დანაშაულის სიძლიერე, რომელთანაც ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად მჭიდრო კავშირები აქვს.

მექსიკელი ქალების წინაშე, ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, მწვავედ დგას ყოფითი დისკრიმინაციის პრობლემა. მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორის ანა ტერეზა გუტიერეს დელ სიდის თქმით, გენდერული უთანასწორობა, „მაჩოიზმის იდეოლოგია“ და ქალთა მიმართ ყოფითი ძალადობა მექსიკაში კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება.

ამჟამად, მექსიკელი მემარცხენე, სოციალისტური პარტიები დიდ ყურადღებას უთმობენ ქალთა მოძრაობის საკითხებს, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას. ამის საინტერესო მაგალითია საპატისტები. ისინი ღიად საუბრობენ რეალურ თანასწორობაზე, ქალების არჩევით თანამდებობებზე მოზიდვაზე, როგორც სამოქალაქო თვითმმართველობის, ასევე არმიის რიგებში. საპატისტურ თემებში ქალებს კაცების თანაბარი ხმის უფლება აქვთ, ისინი სათემო თვითმმართველობის ორგანოებში ირჩევიან. უშვილო ქალებს ეროვნული განთავისუფლების საპატისტური არმიის რიგებში შესვლა შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი აქ ხელმძღვანელ თანამდებობებსაც იკავებს. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2006 წელს გარდაცვლილი კომანდანტა რამონა (Comandanta Ramona), ეროვნებით ცოცილის (Tzotzil) ტომის ინდიელი. 1993 წელს, იგი ინდიელების თემებში ქალებთან მუშაობდა.

მექსიკელ გამოჩენილ ქალთა შორის აღსანიშნავია რევოლუციონერი მარია გლორია ბენავიდეს გევარა ელორიაგა, მეტსახელად სუბკომენდანტე ელიზა (Subcomandante Elisa), რომელმაც 1970-იანი წლების დასაწყისში, მექსიკის მემარცხენე მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ხელისუფლების მხრიდან, იგი არაერთხელ გამხდარა რეპრესიებისა და დევნის მსხვერპლი.

 

 

 

 

 

 

ქალი, რომელმაც საუდის არაბეთის კანონებს ომი გამოუცხადა

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on ქალი, რომელმაც საუდის არაბეთის კანონებს ომი გამოუცხადა

6 წლის წინ, კომპიუტერული სისტემების ინჟინერმა, ორი შვილის დედამ, 38 წლის მანალ ალ შარიფმა (Manal al-Sharif) ცხრა დღე საუდის არაბეთის ციხეში გაატარა, continue reading

ნინო ოძელაშვილი კვლავ ევროპის ჩემპიონია

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on ნინო ოძელაშვილი კვლავ ევროპის ჩემპიონია

ქართველი სპორტსმენი, ნინო ოძელაშვილი მინსკში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. მინსკში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე და საქართველოს სამბისტები სამივე სინჯის მედალს ფლობენ – 52 კგ წონით კატეგორიაში ლევან ბერბერაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 90 კგ წონით კატეგორიაში პაატა ღვინიაშვილი ვერცხლს დარუფლა. ნინო ოძელაშვილმა კი ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ოქრო.

“ევროპის ჩემპიონატის პირველი ოქროს მოპოვება გაცილებით რთული იყო, ვიდრე მეორესი. პირველ ჩემპიონატზე ბევრი ვიშრომე და არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა რამე. ახლა უკვე, როცა გამარჯვების გემო გავიგე, უფრო მობილიზებული ვიყავი. ჩემს მეტოქეს ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ გავიმარჯვე”, – აცხადებს სამბოს ევროპის ორგზის ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი.

“ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი სრულიად საქართველოს და დედას”, – დასძინა ნინომ.

კანის ფესტივალმა სტარტი აიღო

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on კანის ფესტივალმა სტარტი აიღო

გუშინ საღამოს, კანში საიუბილეო, 70-ე კინოფესტივალი გაიხსნა. ტრადიციულად, კინოფესტივალის 12 დღე კინოჩვენებებს, ვარსკვლავების დეფილეებსა და საღამოებს დაეთმობა. continue reading

რატომ არის მშობიარობა ასეთი მძიმე და სახიფათო?

posted in Uncategorized @ge by with Comments Off on რატომ არის მშობიარობა ასეთი მძიმე და სახიფათო?

მეცნიერებს დიდი ხნის მანძილზე მიაჩნდათ, რომ ქალებში მძიმე მშობიარობის მიზეზი ადამიანის ევოლუციურად გამართული სიარულია. თუმცა, BBC Earth-ი თანახმად, უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ საქმე მხოლოდ ამაში არაა. continue reading

ჰეტეროსექსუალობის გამოგონება

posted in Uncategorized @ge, ქვიარ საკითხები by with Comments Off on ჰეტეროსექსუალობის გამოგონება

კატეგორიები ჰომო- და ჰეტეროსექსუალი სხვა არაფერია, თუ არა სოციალური გამოგონება. შესაძლოა, მომავალში მათი საჭიროება სრულიად გაქრეს. continue reading

Page 1 of 212
© sapari.ge