ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Tag: არჩევნები

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

posted in პოლიტიკური, სიახლეები, ქალების გაძლიერება, ქართული by with Comments Off on ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.

ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია (არ აღემატება 12%-ს), არც ერთი მოქმედი მერი არ არის ქალი და 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებლიდან მხოლოდ ერთი გამგებელია ქალი.

პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და  ადასტურებს, რომ უგულვებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით, ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე  გაითვალისწინონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნებისათვის წარადგინონ გენდერულად დაბალანსებული სიები და უზრუნველყონ არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა.

 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა.

რუსი ფემინისტები ნავალნის პასუხს სთხოვენ

posted in უცხოური by with Comments Off on რუსი ფემინისტები ნავალნის პასუხს სთხოვენ

„ქალთა აუდიტორიაზე გავლენის მოსაპოვებლად, კაცები კი არ უნდა აიძულოთ, თავიანთი ქალები მოიყვანონ არჩევნებზე, არამედ ქალთა დღის წესრიგს უნდა მიმართოთ“, – ასე პასუხობენ რუსი ფემინისტები რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ალეკსეი ნავალნის (Алексей Навальный). continue reading

ქალური მიზოგინიის შესახებ, ანუ რატომ მისცეს ტრამპს ხმა ქალებმა?

posted in საზოგადოება by with Comments Off on ქალური მიზოგინიის შესახებ, ანუ რატომ მისცეს ტრამპს ხმა ქალებმა?

სიუზან მური (Suzanne Moore)

როდესაც სიუზან სარანდონმა (Susan Sarandon) იმის ახსნა სცადა, continue reading

გათვალიწინებულია თუ არა ფემინისტური საკითხები ქართული პოლიტიკური პარტიების პროგრამებში?

posted in პოლიტიკური by with Comments Off on გათვალიწინებულია თუ არა ფემინისტური საკითხები ქართული პოლიტიკური პარტიების პროგრამებში?

მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, იურისტი და გენდერის მკვლევარი ანა ილურიძე კვლევაზეიკითხე პოლიტიკამუშაობს, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და არჩევნებში მონაწილე პარტიების საქმიანობას გენდერული კუთხით აანალიზებს. იმ ფონზე, რომ არჩევნებს მხოლოდ რამდენიმე საათიღა გვაშორებს, ვფიქრობთ, რომ ქალი ამომრჩეველისთვის ანას მიერ განხორციელებული პროექტის წინასწარი შედეგების გაცნობა საინტერესო და გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება. დასახელებული პროექტის მასალები ფეისბუქზე ქვეყნდება, ჰეშთეგით #იკითხეპოლიტიკა. კვლევის შესახებ თავად ანა ილურიძე გვესაუბრება. continue reading

© sapari.ge