ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Tag: გენდერული კვოტები

პარლამენტში კვოტების საკითხი ხელახლა განიხილება

posted in სიახლეები, ქართული by with Comments Off on პარლამენტში კვოტების საკითხი ხელახლა განიხილება

ხვალ, 11 სექტემბერს, 11.00-ზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.

ინიციატივის განხილვას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მხარდამჭერები სპეციალური დრესკოდით დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.

პოლიტიკოსი ქალის პორტრეტი – ელენე ხოშტარია

posted in პორტრეტები by with Comments Off on პოლიტიკოსი ქალის პორტრეტი – ელენე ხოშტარია

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი, ითვალისწინებს რა ქალთა პოლიტიკაში საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებულ დიდ ინტერესს, წინასაარჩევნო მარათონში ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პარტიებიდან თითო ქალ კანდიდატს საშუალებას აძლევს, საკუთარ ამომრჩეველს ვრცლად და ამომწურავად ესაუბროს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამომდინარე ჩვენი პროექტის ფორმატიდან, ინტერვიუს კითხვები ყველა რესპონდენტისთვის სრულიად იდენტური იქნება. მათი დახმარებით, რესპონდენტები თავად შექმნიან ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ტექსტებს. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.
continue reading

სავარაუდოდ, 2016 წლის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12%-ით ნაკლები იქნება

posted in ქართული by with Comments Off on სავარაუდოდ, 2016 წლის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12%-ით ნაკლები იქნება

ქალთა მოძრაობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა პრესკონფერენციაზე პარტიული სიების გენდერული ანალიზი წარადგინეს. წინასწარი მონაცემების მიხედვით, შესაძლოა 2016 წლის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა არსებულზე 12%-ით ნაკლები იყოს.

პოლიტიკა ქალების გარეშე – კვოტები, როგორც გამოსავალი

posted in ქართული by with Comments Off on პოლიტიკა ქალების გარეშე – კვოტები, როგორც გამოსავალი

კავშირი „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ, რიგის სამიტზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ ევროკავშირ/საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი წარუდგინა. continue reading

© sapari.ge