ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

Tag: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა

სინგაპურს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

posted in სიახლეები, უცხოური by with Comments Off on სინგაპურს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

პირველად ქვეყნის ისტორიაში, სინგაპურს ქალი პრეზიდენტი ეყოლება. continue reading

პარლამენტში კვოტების საკითხი ხელახლა განიხილება

posted in სიახლეები, ქართული by with Comments Off on პარლამენტში კვოტების საკითხი ხელახლა განიხილება

ხვალ, 11 სექტემბერს, 11.00-ზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.

ინიციატივის განხილვას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მხარდამჭერები სპეციალური დრესკოდით დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

posted in პოლიტიკური, სიახლეები, ქალების გაძლიერება, ქართული by with Comments Off on ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.

ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია (არ აღემატება 12%-ს), არც ერთი მოქმედი მერი არ არის ქალი და 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებლიდან მხოლოდ ერთი გამგებელია ქალი.

პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და  ადასტურებს, რომ უგულვებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით, ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე  გაითვალისწინონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნებისათვის წარადგინონ გენდერულად დაბალანსებული სიები და უზრუნველყონ არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა.

 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა.

სავარაუდოდ, 2016 წლის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12%-ით ნაკლები იქნება

posted in ქართული by with Comments Off on სავარაუდოდ, 2016 წლის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12%-ით ნაკლები იქნება

ქალთა მოძრაობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა პრესკონფერენციაზე პარტიული სიების გენდერული ანალიზი წარადგინეს. წინასწარი მონაცემების მიხედვით, შესაძლოა 2016 წლის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა არსებულზე 12%-ით ნაკლები იყოს.

პარლამენტმა “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” ინიციატივა ჩააგდო

posted in ქართული by with Comments Off on პარლამენტმა “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” ინიციატივა ჩააგდო

საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ხელს აწერდა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა” (თასქ ფორსი) მოამზადა. continue reading

© sapari.ge