#გააძლიერე

ორგანიზაცია “საფარი”

საფარი – სლაიდერი

_DSC0038-min
_DSC0061-min
_DSC9961-min
_DSC9968-min
_DSC9999-min
_DSC0038-min _DSC0061-min _DSC9961-min _DSC9968-min _DSC9999-min
მხარდამჭერები:
26 ნოე 2022
ია მღვდლიაშვილი
22 ნოე 2022
მარიამ ჭუბაბრია
26 ოქტ 2022
ია მღვდლიაშვილი
22 ოქტ 2022
მარიამ ჭუბაბრია
12 ოქტ 2022
სოფო
30 სექ 2022
რაზმიკ
26 სექ 2022
ია მღვდლიაშვილი
23 სექ 2022
სალომე
22 სექ 2022
ნეკფ
22 სექ 2022
მარიამ ჭუბაბრია
19 სექ 2022
დოდი
19 სექ 2022
ნათ
07 სექ 2022
გივი
05 სექ 2022
ნათია გამხიტაშვილი
02 სექ 2022
გვანცა
25 აგვ 2022
თამარ ნადირაძე
25 აგვ 2022
ნინო ტრაპაიძე
24 აგვ 2022
თამარ ლუკავა

თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას ბრძოლის გასაგრძელებლად და მათ დასახმარებლად, ვისაც ვჭირდებით.

ჩვენი მისიაა გავაძლიეროთ ქალები, დავიცვათ მოწყვლადი ჯგუფების უფლებები და ხელი შევუწყოთ თანასწორი, არაძალადობრივი და არადისკრიმინაციული გარემოს შენებას.

დღეისთვის, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუწევთ ქალებს იურიდიულ დახმარებას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობის საკითხებზე.

თუ შენთვის მნიშნელოვანია ის საკითხები, რაზეც ვმუშაობთ, შემოგვიერთდი საერთო მიზნისთვის ბრძოლაში, თუნდაც მცირედი შემოწირულობით. #გააძლიერე

კითხვები და პასუხები
1. რა არის დონაციის მიზანი?
დონაციის მიზანი ჩვენი ბენეფიციარების სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაა. ორგანიზაციაში არსებული რესურსის და კომპეტენციის შესაბამისად, ჩვენ უფასო იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, ამასთან პარტნიორი ორგანიზაციის (GCRT-ს) დახმარებით მათ ვთავაზობთ ფსიქოსარეაბილიტაციო მომსახურებასაც. თუმცა, ბენეფიციარების საჭიროებები ხშირად ცდება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებს. ერთის მხრივ, შეიძლება იდგეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, უსაფრთხო თავშესაფრის და ყოველდღიურ საკვების აუცილებლობა. მეორეს მხრივ კი, ჩვენი ბენეფიციარები საჭიროებენ მხარდაჭერას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად, რაც მათი დასაქმებისთვის საჭირო ცოდნის თუ უნარ-ჩვევების გამომუშავებას გულისხმობს. შემოწირულობით შენ აძლიერებ ჩვენს ბენეფიციარებს.
2. რას ნიშნავს მოხალისეობა?
საფარის გუნდის ადამიანური რესურსი შეეზღუდულია და ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა პრობლემას ვერ წვდება, ამიტომ არის მოხალისეობრივი საქმიანობა ფასეული ჩვენთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც საფარის დახმარების იმედი აქვთ. მოხალისეობრივი დახმარება მრავალი ფორმითაა შესაძლებელი. მაგალითად: ფოტო/ვიდეო გადაღება შეგიძლია? გაგვაძლიერებ, თუ უსასყიდლოდ ჩაერთვები ჩვენს საინფორმაციო კამპანიებში; უცხო ენა იცი? გააძლიერებ, თუ გაკვეთილებს ჩაუტარებ ახალგაზრდას, რომელმაც პანსიონატი დატოვა და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას ცდილობს. გინეკოლოგი ან რეპროდუქტოლოგი ხარ? გააძლიერებ ქალებს, თუ ჩვენი მობილური აპლიკაციის – Safe You-ს ფორუმებში უპასუხებ მათ შეკითხვებს. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უნარი და ცოდნა, რომლის გაზიარებითაც სხვების გაძლიერება შეგვიძლია.
3. გადახდის რომელი საშუალება უნდა გამოვიყენო?
შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი ქართული თუ უცხოური ბანკის ბარათი.
4. რამდენია პლატფორმის მომსახურების საკომისიო?
შემოწირული თანხის 2%-ს ბანკი საკომისიო მომსახურებისთვის ჩამოგვაჭრის.
5. როგორ უზრუნველყოფს საფარი ჩემი ბარათის მონაცემების დაცვას?
ბარათის მონაცემების დაცულობას უზრუნველყოფს ბანკის API.
#გააძლიერე
შენი სახელი:
ელ-ფოსტა:
შემოწირულობა:
როგორ გადაიხდი?
გადარიცხვა
თანხა ყოველთვიურად ავტომატურად ბანკის უსაფრთხო სისტემის დახმარებით მოიხსნება ჩემ მიერ მითითებული ბარათიდან.
ვადასტურებ
ნახე შედეგი
შედეგები რიცხვებში
შემოწირულობა სულ:
27 507₾
პროექტები:
4
მხარდამჭერები:
465
პარტნიორები