"საფარის" აქტივობები / სიახლეები

სოლიდარობის ცენტრში წიგნის კლუბი და თანასწორობის კუთხე გაიხსნა

24 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის “სოლიდარობის ცენტრში” თანასწორობის კუთხე  გაიხსნა – სათემო ცენტრის ბიბლიოთეკას თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების შესახებ 200-ზე მეტი წიგნი შეემატა.

თანასწორობის კუთხის გახსნასთან ერთად, ავტორი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები აუდიტორიას გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. გარდა ამისა, გაიმართა სპექტაკლის – “ლუნა და ციცინათელების პლანეტა” ჩვენება, რომელიც მოზარდებისთვის თანასწორობის იდეის გაცნობას ეხება.

აღსანიშნავია, რომ “საფარის” ორენოვანი პლატფორმების, ქართულ-აზერბაიჯანული ფანჯარასა და ქართულ-სომხური განძის ერთობლივი მუშაობით “სოლიდარობის ცენტრში” წიგნის კლუბი შეიქმნა. კლუბის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი პერიოდულად მოაწყობს წიგნების განხილვებს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართველ ავტორებთან.

“საფარი”, რეგიონებში ახალგაზრდების არაფორმალური განათლების წახალისების მიზნით, დიდი ხანია თანამშრომლობს სათემო ცენტრებთან. სოფელ ვახტანგისის “სოლიდარობის ცენტრს” საჩუქრად გადავეცით პერსონალური კომპიუტერი, საკანცელარიო ნივთები. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საკითხების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ბროშურები როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენაზე.

შეხვედრა გაიმართა გაეროს მოსახლების ფონდის (UNFPA) ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.