საფარის იმერეთის ოფისს დაუკავშირდა ქალი, რომელსაც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვა სურდა. წყვილი 2015-2016 წლებში დაშორდა და ქალი, სამ შვილთან ერთად, საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა. განქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციამდე, 2019 წელს, კაცმა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საკუთრება თავის დას ...

საფარში უკვე 23 წელია ვიცავთ დაუცველ ადამიანებს და ვაძლიერებთ ქალებს. ვზრუნავთ ისეთი მომავლის შექმნისთვის, სადაც ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. 2023 წელს ჩვენმა სამართლებრივმა გუნდმა 1492 სამართლებრივი კონსულტაცია გასწია და 601 საქმე აწარმოა სასამართლოებში. წელს ორი უმნიშვნელოვანესი კვლევა ჩავატარეთ და ქალთა ...

29 იანვარს, საფარის კახეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელსაც ნაცნობი კაცი მოკვლით ემუქრებოდა.  მანამდე, 5 იანვარს კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელსაც ის გამოცემის მეორე დღიდანვე სისტემატურად არღვევდა, მუქარას და ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აგრძელებდა. მუქარის მიზეზი კი ქალისგან ურთიერთობაზე მიღებული ...

2023 წლის 20 დეკემბერს, საფარი თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.  შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საფარის საქმიანობას, ახალგაზრდულ პლატფორმებს, საფარის სერვისებსა   და აპლიკაციას – Safe You გაეცნენ. ასევე, ისაუბრეს ადამიანის უფლებებებზე, ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, და საფარის დაგეგმილ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის ...

21 დეკემბერს საფარის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა  მიმოიხილეს. კვლევის შედეგები ბაია პატარაიამ, მკვლევარებმა – ლარისა პატარაიამ და თეო თავდიშვილმა წარადგინეს. ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს. საფარის ...

საფარის დახმარებით და მედიაციით, რენადა ზოროღლიანი შვილებს წლების შემდეგ პირველად შეხვდა.  ახალციხეში მცხოვრებმა რენადა ზოროღლიანმა საფარს 2023 წელს, მარტში მიმართა. რენადა საქართველოს მოქალაქეა და სომხეთში ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა 2020 წელს მას ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქართველოში, მშობლებთან ჩამოსვლა ...

2023 წლის 8 დეკემბერს, საფარის ორგანიზებით, პროექტის “Covid-19 Civil Society resilience and sustainability” ფარგლებში, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია “Carpathian Human Rights Agency Vested”-ის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ახალი პროექტის მიზანი ქალთა უფლებების დამცველ ქართულ და უკრაინულ არასამთავრობო ...

საფარმა, პირველად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ოჯახში ძალადობის საქმეში წარმატებას მიაღწია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოძალადე, 2023 წლის დეკემბერში დააკავეს.  2023 წლის ოქტომბერში, საფარს აფხაზეთში მცხოვრებმა ქალმა მიმართა, ქმარი მასზე 7 წლის განმავლობაში ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. საფართან დაკავშირებამდე ცოტა ...

საფარი WISE-ის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს გენდერული ძალადობის თემაზე. საფარი, Mercy Corps Georgia-სთან ერთად ახორციელებს პროგრამას -„ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისათვის“ (WISE). პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტი  (USDOS). WISE პროგრამა მიზნად ისახავს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  მცირე გრანტების ...

​​”საფარი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.​ ​​სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.​ ​​სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.​ ​​ანაზღაურება: 1000 დოლარის ეკვივალენტი ლარში (ყველა გადასახადის ჩათვლით).​ ​​ძირითადი მოვალეობები:​ ** ​​საფარის მიმდინარე პროექტების გაცნობა და ჩართულობა;​ ** პროექტებით გაწერილი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და​​ მონიტორინგი;​ ** მუდმივი კოორდინაცია​​ დონორებთან;​ ** პროექტით ...

წალკის რაიონში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის გაუპატიურებისთვის კაცს 12 წელი მიესაჯა. საქმე დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე აღიძრა. ქალი მოძალადისგან ფეხმძიმედ იყო და მისი ვინაობა თავიდანვე დაასახელა. კაცი თავის ბრალს მთელი ამ დროის განმავლობაში უარყოფდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც ...

22 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართელობაში 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე საფარის პროექტის – მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური გაძლიერება ლობისტმა მარნეულში, რაშან ზიადალიევმა, პროექტის ბენეფიციარი ქალების ჩართულობით ჩატარებულ ადვოკარტირების კამპანიებზე ისაუბრა და რეკომენდაციები წარადგინა. 2023 წელს ...

2023 წლის 15 სექტემბერს  საფარმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით  მიმართა. საქმე ეხებოდა 22 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსთავი 2-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ნიუსი, სახელწოდებით – ...

საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას! სიმბოლურია, რომ დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ აკაკისა და ილიას ძეგლთან, რომ ვისაუბროთ მომავლის იმ გზაზე, რომელიც ილიამ დაგვისახა. ჩვენს ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი სურვილი და ...

2 ნოემბერს საფარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის სათემო ცენტრის ბენეფიციარ ქალებსა და გოგონებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა,  ადრეული ქორწინების მიზეზებსა და შედეგებზე  ისაუბრეს. ასევე, ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმები და ისეთი პრობლემები მიმოიხილეს, როგორიცაა თვალთვალი, ადევნება და პირადი ინფორმაციის გავრცელება. შეხვედრა შედგა ...