Дослідження / Насильство

Комітет ООН з прав жінок опублікував рішення у справі Ханум Джейранової

Женева (11 листопада 2021 р.) – Комітет ООН з прав жінок постановив, що Грузія не змогла законно розслідувати справу про насильство проти жінок на основі статі та гідності, яка була жорстоко побита членами сім’ї на очах у її маленьких дітей, в результаті чого призвело до її смерті.
У оприлюдненій сьогодні заяві Комітет з ліквідації всіх форм дискримінації щодо жінок (CEDAW) висловив занепокоєння з приводу неспроможності грузинської влади заарештувати та притягнути до відповідальності членів сім’ї Ханум Джейранової, які забили її до несвідомості, яка згодом була знайдена загиблою.
Комітет оприлюднив свої висновки після розгляду скарг двох дітей Джейранової, яким було 11 і 7 років, коли їхня мати померла.
Родичі звинуватили Джейранову, етнічну азербайджанку та громадянку Грузії, у зраді чоловіка. 16 вересня 2014 року на неї напали троє родичів її чоловіка, які тягнули її через село і так сильно побили, що жінка кілька разів втратила свідомість.
Тієї ночі сільський голова та поліцейські зателефонували додому до батька потерпілої, де їх зустріла жінка, яка плакала, яка просила допомоги, оскільки рідні змусили її отруїтися щурячою отрутою. Ні родичів не затримали, і жінку не відвезли до лікарні. Тієї ночі сільський голова прихистив жінку від родини, але вранці повернув її матері. Наступного дня мати Джейранової знайшла її мертвою: труп, висів на мотузці в садовому сараї.
Люди, яка готували тіло Джейранової, сказали, що її одяг був у крові і, за словами свідка, вона була «забита до смерті».
Після відмови сім’ї поліція не провела судово-медичну експертизу на місці.
Було розпочато слідство, але незабаром справу закрили. У прокуратурі дійшли висновку, що потерпіла покінчила життя самогубством, за їхніми словами, через свою «ганебну» та «некомпетентну» поведінку.
«Пані Джейранова стала жертвою перехресної дискримінації за етнічною приналежністю, стереотипами поліції та судової системи», – зазначила член комітету Геновева Тишева.
“Якби грузинська влада належним чином захистила пані Джейранову від гендерного насильства, вона була б жива сьогодні”, – додала вона.
Комітет зазначає, що Грузія не змогла забезпечити ефективний захист і не вжила всіх належних заходів для ліквідації дискримінації Джейранової. Також дійшли висновку, що Грузія порушила своє зобов’язання щодо розслідування та покарання винних у нападі та смерті жертви.
Комітет закликав Грузію провести швидке, ретельне та незалежне розслідування смерті Джейранової та покарати винних. Він вимагав від Грузії відповідних репарацій, включаючи виплату належної компенсації, а також офіційні вибачення перед дітьми пані Джейранової. Комітет закликав Грузію забезпечити, щоб усе законодавство, політика та заходи, пов’язані з домашнім насильством, також включали насильство, вчинене проти гідності. Крім того, Комітет закликав державу-учасницю посилити заходи щодо забезпечення прав жінок на життя та свободу від катувань, а також зосередитися на ізольованих, закритих спільнотах, де діють норми, засновані на захисті гідності.

————
ხანუმ ჯეირანოვას საქმის შესახებ გაეროს ქალთა კომიტეტმა გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

ჟენევა (2021 წლის 11 ნოემბერი) — გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
კანონდარღვევის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ მოსაზრებებში, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) გამოხატავს წუხილს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მსხვერპლი ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც იგი უგონო მდგომარეობამდე სცემეს და ასევე მისი ნათესავებთან დაბრუნების გადაწყვეტილების გამო, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას ორი შვილის საჩივრის განხილვის შემდეგ, რომლებიც 11 და 7 წლის იყვნენ, როდესაც მათი დედა გარდაიცვალა.
ჯეირანოვას, ეთნიკურად აზერბაიჯანელსა და საქართველოს მოქალაქეს, ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ ქალმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.
იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ დახვდა ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ. არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით დედას დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში.
მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი მოამზადეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით ის „სიკვდილამდე ნაცემი“ იყო.
თუმცა, პოლიციას არ ჩაუტარებია ადგილზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მას შემდეგ რაც ოჯახმა აღნიშნულზე უარი განაცხადა.
გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მათი თქმით, საკუთარი “სამარცხვინო” და “უკადრისი“ საქციელის გამო.
„ქალბატონი ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ჯვარედინი დისკრიმინაციის მსხვერპლი “, – განაცხადა კომიტეტის წევრმა გენოვევა ტიშევამ.
„საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ რომ დაეცვა ქალბატონი ჯეირანოვა გენდერული ძალადობისგან, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა“, – დასძინა მან.
კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და არ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მან ასევე დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.
კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. მან საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ქ-ნი ჯეირანოვას შვილებისთვის. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს, რომ ყველა კანონმდებლობა, პოლიტიკა და ღონისძიება, რომელიც ეხება ოჯახურ ძალადობას, ასევე მოიცავდეს ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობას. გარდა ამისა, კომიტეტმა მოსთხოვა მონაწილე სახელმწიფოს გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლებისა და მათი წამებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად, და ყურადღება გაამახვილოს იზოლირებულ, დახურულ თემებზე, სადაც ღირსების დაცვაზე დაფუძნებული ნორმები მოქმედებს.