გააძლიერე მსხვერპლი
ნახე შედეგი
2026 წლის 3 მარტს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მისი საქმიანობის შემაჯამებელი საბოლოო ანგარიში წარუდგინა, სადაც იგი სხვადასხვა ქვეყნებში უფლებადამცველების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე საუბრობს.
2025 წლის მაისში საფარს მიმართა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა, რომელზეც მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი 11 დაზარალებულს იცავს, რომელთა მიმართ, სხვადასხვა დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს .
დეკემბრის თვეში საფარს დაუკავშირდა არასრულწლოვანი, რომელზეც უცხო პირი სოციალური ქსელების გამოყენებით ძალადობდა.













