Зміцнюй можливостей жертви
Подивіться результат
გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში მოქმედი წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების – „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“, ასევე „მთავარი არხის“ (ვებგვერდი და სოციალური პლატფორმები) – წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, რომელთა შინაარსიც ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სუროგატი ქალების საქმეს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ საფარის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქმის გამოძიება სწორი მუხლით გაგრძელდება.
საფარს მიმართა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, რომელსაც შვილმა უთხრა, რომ მას ინტენრეტ სივრცეში უცხო მამაკაცი სწერდა.
საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, მისმა თანამშრომელმა და პარტნიორმა სამსახურში ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც ქალმა ტვინის შერყევა და სახის ტრავმა მიიღო.