2025 წელს საფარს არასრულწლოვანი გოგოს დედამ მიმართა. საქმე ეხებოდა 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მიმართ უცხო კაცის მიერ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას, რის შემდეგაც პირმა საქართველოს ტერიტორია დატოვა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვმა ამ ამბის შესახებ ბებიას და დედას უამბო.
საქმეში საფარის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ჩაერთო. მასთან ერთად მოზარდმა პოლიციას მიმართა და გამოძიება დაიწყო, რომლის შედეგადაც სასამართლომ 2026 წლის პირველ სექტემბერს პირი დამნაშავედ ცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე საქართველოში არ იმყოფება, საფარი მასზე ძებნის გამოცხადებასა და სასჯელის მოსახდელად მის ქვეყანაში დაბრუნებას მოითხოვს.



