Bu gerçək hekayədə adlar simvolik olaraq yazılmışdır.
Ayşənin hekayəsi Marneulidə baş vermiş yeganə hadisə deyil. Burada qızları qaçırırdılar, qaçırırlar və qaçıracaqlar.
Ayşənin 21 yaşı var, sevimli həyat yoldaşının isə 19, hər ikisi Marneulinin kolleclərindən birində təhsil alırlar. Paralel olaraq çalışırlar və gürcü dilini öyrənirlər. Az yaşına baxmayaraq bu günki həyatına çatanadək Ayşə bir çox çətinlikləri aşıb.
Ayşə valehedici gözəlliyə sahib bir qızdır: açıq rəngli saçı, zümrüdə bənzər gözləri sanki hər zaman ışıq saçır və hər zaman təbbəsümlu siması – Ayşənin həyat yoldaşı onu belə təsvir edir.
Ayşə öz hekayisini mənə, bizim ilk görüşümüzdə danışdı, xoşbəxtlikdən hekayəni sonunadək dinləmək imkanım oldu.
Ayşəyi qaçırdırlarında o, 10-cu sinifdə oxuyurmuş. Yerli adət-ənənəyə görə iki insanın ailə qurması üçün oğlan tərəf qıza elçi getməlidir.
Elçilərin Ayşəyi istəməyə gəlməkləri ilk dəfə deyildi, bu hal adiləşdmişdi artıq, ancaq ailəsi və valideynləri qızın məktəbi bitirməsini, oxumasını və hətta ali təhsil almasını arzulayırmışlar. Hadisələrin gedişatı isə heç də elə olmayıb.
“Psixoloqnan keçirdiyim çox saylı terapiyalara baxmayaraq, həmin hadisəni yaddaşımdan silmək mümkün olmadı. Necə deyirlər, adi bir gün idi ancaq sonu…”- öz hekayəsini danışmağa başlayır Ayşə.
“Mənə danışdıqlarına görə, məni qohumlarımızdan birinin toyunda görüb, “aşiq olub” və valideynlərini elçi yollayıb. Mənim ailəm əlbətdə ki, etiraz etdilər. Sonraki gün isə məni öz məhləmizdən qaçırdı. Bacardığım qədər yüksək səslə qışqırırdım, əminəm ki, qonşularda eşitdilər, ancaq heç kim köməyə gəlmədi, heç olmasa valideyinlərimə xəbər veriblər”-danışır Ayşə.
Hadisəni eşidən kimi Ayşənin ailəsi polisə müraciət edib. Ayşənin danışdığına görə özləri də boş durmayıblar. Qızı hər yerdə axtarırmışlar. Yazılmamış adət-ənənələrə əsasən qız qaçırılıbsa demək artıq o “təmiz” deyil, yaxşısı budur elə getdiyi yerdəcə qalsın, əksi təqdirdə bütün cəmiyyətdə “onun adı çıxır”. Ayşənin ailəsi isə bunu heç düşünməyiblər, tək istədikkləri Ayşəyi qaytarmaq imiş.
Bu zaman ərzində Ayşənin tərəfi hadisəyə cavab olaraq Elvinin, Ayşəyi qaçıran oğlanın, bacısını qaçırırlar. Qızları dəyişmək üçün isə gün sonuna qədər zaman verirlər.
“Maşında 3 nəfər idik, sürücü mən və o. Səkitləşməyim üçün o məni bir necə dəfə vurdu, burnumdan qan açıldı və bunu heç bununla maraqlanmadı, məni bərk tuturdu. O qədər qorxmuşdum ki, səsimdə çıxmırdı ki, qışqıram. Məni bir kəndə apardılar, orada Elvini qohumları yaşayırmış. Xoşbəxtlikdən evə çatmamış bizi polis tapdı”- həyatının qara günün xatırlayaraq danışır Ayşə.
“Qanunun təsirliliyinə” baxmayaraq zorakı bu gün azadlıqdadır.
“Hadisədən sonra uzun zaman psixoloqlara getdim, olanalrın təsirindən çıxa bilmirdim, hər şeydən və hər kəsdən qorxurdum. Bir gün qəflətən özümdə güc hiss etdim və sənədlərimi kollece verməyə qərar verdim. Bu utancı və ağrıyı heç təsəvvürdə edə bilməzsiniz, yolda gedirsiniz və hərkəs sənə baxır və sənin “təmiz olmadığını” düşünür”- gözlərində yaşla danışır Ayşə.
Ayşə və Əli kollecdə tanış olublar və bir birilırini seviblər. Əlinin ailəsi qızın keçmişinə görə oğullarından imtina ediblər. Əli və Ayşə bu gün artıq iki ildir ki, rəsmi olaraq evlidirlər, onlara Marneulidə keçirilən kimi heç bir böyük toy olmayıb.
“Ailəm üçündə ağır oldu, mən ailənin yeganə övladıyam, mən isə nə edim, Ayşəyə aşiq oldum, biz bir yerdə hər şeyi aşdıq”-deyir Əli.
Bizim görüşdüyümüz gün Ayşə və Əli xoşbəxt xəbəri aldıqdan sonra Əlinin ailəsinin onları qəbul edəcəklərinə inandırdılar, çünki, çox yaxında nəvələri olacaqdı.
Şəlalə Əmircanova
__________
ნახევარი დღე, რომელმაც მთელი ცხოვრება შეცვალა
ამ ნამდვილ ამბავში, სახელები სიმბოლურადაა შეცვლილი.
აიშას ისტორია მარნეულში განსაკუთრებული სულაც არ არის. აქ გოგონებს იტაცებდნენ, იტაცებენ და მოიტაცებენ კიდეც.
აიშა 21 წლისაა, მისი საყვარელი მეუღლე კი – 19-ის. ორივე მარნეულის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს. პარალელურად მუშაობენ და ქართულ ენაშიც მეცადინეობენ. მიუხედავად ასაკისა, აიშას დღემდე ბევრი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია.
აიშა საოცრად ლამაზი გოგოა: ღია ფერის თმა, ზურმუხტისფერი თვალები თითქოს ანათებს და ულამაზეს სახეზე მუდამ ღიმილი დასთამაშებს – ასე აღწერს მისი მეუღლე აიშას. აიშამ თავისი ისტორია ჩვენს პირველივე შეხვედრაზე მიამბო.
როდესაც აიშა მოიტაცეს, ის მე-10 კლასში სწავლობდა. ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ოჯახის შექმნისთვის ბიჭის მხარემ გოგოს ხელი უნდა ითხოვოს.
აიშასთვის ეს ხელის თხოვნის პირველი შემთხვევა არ იყო, მაგრამ ოჯახი და მშობლები მუდამ უარს ამბოდნენ გოგონას გათხოვებაზე. მშობლებს უნდოდათ, სკოლა დაემთავრებინა და უმაღლესი განათლება მიეღო. თუმცა, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მათ სურდათ.
„ფსიქოლოგებთან გავლილი მრავალი თერაპიის მიუხედავად, ამ შემთხვევის დავიწყება შეუძლებელი გახდა. როგორც ამბობენ, დღე უბრალოდ დაიწყო, მისი დასასრული კი…“, – თავისი ისტორიის მოყოლას იწყებს აიშა.
„როგორც გავიგე, მან ნათესავის ქორწილში მნახა, „შევუყვარდი“ და ჩემი ხელის სათხოვნელად თავისი მშობლები გამოგზავნა. ჩემმა მშობლებმა, რა თქმა უნდა, უარი თქვეს. მეორე დღეს, ჩვენს ქუჩაშივე მომიტაცა. ბოლო ხმაზე ვყვიროდი, დახმარებას ვითხოვდი, დარწმუნებული ვარ, მეზობლებმა გაიგეს, თუმცა დასახმარებლად არავინ გამოსულა. კიდევ კარგი, მშობლებს მაინც შეატყობინეს“, – ამბობს აიშა.
ამბის გაგებისთანავე, აიშას ოჯახმა პოლიციას მიმართა. მშობლები გოგონას ყველგან ეძებდნენ. დაუწერელი ტრადიციული კანონების მიხედვით, თუ გოგო მოიტაცეს, ე. ი. უკვე „სუფთა“ არ არის. ამ დროს, უკეთესია, გოგონა დარჩეს იქ, სადაც წაიყვანეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საზოგადოებაში „გაფუჭებული სახელი“ ექნება. აიშას ოჯახის წევრებს ეს ყველაფერი არ ადარდებდა, მათი ერთადერთი სურვილი აიშას უკან დაბრუნება იყო.
ამბავის საპასუხოდ, აიშას ოჯახმა, აიშას მომტაცებლის ელვინის და მოტაცა. გოგონების გაცვლის დრო დღის ბოლომდე მისცეს.
„მანქანაში ვიყავით სამნი – მძღოლი, ის და მე. რომ გავეჩერებინეს, რამდენიმეჯერ დამარტყა. ცხვირიდან სისხლი მდიოდა, საერთოდ ყურადღება არ მიუქცევია ჩემთვის, უბრალოდ დიდი ძალით მიჭერდა. ისე მეშინოდა, რომ ხმაც აღარ მქონდა, რომ მეყვირა. ერთ-ერთ სოფელში მივედით, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ. სახლისკენ მიმავალ გზაზე, საბედნიეროდ, პოლიციამ გვიპოვა“, – ასე ახსენებს აიშა თავისი ცხოვრების შავ დღეს.
მიუხედავად „მკაცრი კანონისა“, მოძალადე დღეს თავისუფალია.
„ამ ამბის შემდეგ, დიდი ხანი ფსიქოლოგებთან ვიარე, მომხდარის გავლენის ქვეშ ვიყავი, მეშინოდა ყველაფრის და ყველასი. ერთ დღეს, უცებ ჩემში ძალა ვიგრძენი და დოკუმენტების კოლეჯში შეტანა გადავწყვიტე. ვერ წარმოიდგენთ ამ ტკივილს და სირცხვილის გრძნობას, ქუჩაში რომ დადიხარ, ხალხი გიყურებს და ფიქრობენ, რომ „გაფუჭებული ხარ“, – თვალცრემლიანი ჰყვება აიშა.
აიშამ და ალიმ, აიშას მეუღლემ, ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს და უბრალოდ შეუყვარდათ ერთმანეთი. ალის ოჯახმა გოგოს წარსულის გამო ქორწინებაზე უარი თქვა. ალი და აიშა დღეს უკვე ორი წელია, ოფიციალურად ცოლი და ქმარი არიან. მათ გრანდიოზული ქორწილი არ გადაუხდიათ, როგორც ჩვეულებრივ მარნეულში ხდება ხოლმე.
“ოჯახისთვის მძიმე ამბავი იყო. მათ სურდათ, მათთვის სასურველი გოგოს ხელი თავად ეთხოვათ, მაგრან რა ვქნა, აიშა შემიყვარდა… ჩვენ ბევრი რამ გადავლახეთ ერთად“, – ამბობს ალი.
ჩვენს საუბარში, აიშა და ალი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბედნიერი ამბის გაგების შემდეგ, მათ მიმართ ალის მშობლები უფრო ლმობიერნი გახდებიან, რადგან მათ მალე შვილიშვილი ეყოლებათ.
ავტორი: შალალა ამირჯანოვა