İctimaiyyət

18 yaşınadək iki dəfə nişanlandırılmış ancaq hər iki dəfədə qazanan tərəf

Çinarə ilk dəfə 14 yaşındaikən, ikinci dəfə isə 17 yaşındaikən nişanlandırılıb. O, özünü dövlət qurumlarına əmanət edib və nəticədə bugün, gürcü dilini öyrənib, istədiyi yerdə çalışır və sevimli peşəsinə yiyələnmək üçün hazırlanır.

 “Mübarizə hər zaman mənimlə idi. Mən isə sadəcə və sadəcə dövlətə inandım. Onlarda mənə söz verdilər ki, hərşey yaxşı olacaq, belədə oldu. 9 aydır ki, çox yaxşı yaşayıram. Bu gün öz aylığım var, hətta ailəmədə yardımçı oluram. Hal-hazırda yeganə isdəyim var atamın türmədən çıxması,”-deyir Çinarə.

18 yaşlı Çinarə Tetritskaroludur. 14 yaşındaikən O, ailəsinin qərarı ilə tanımadığı biri ilə nişanlandırılıb. Çinarənin danışdığına görə iki tərəfdən ailələr toy etmək isdəyirdilər, bu isə Çinarənin istəmədiyi biri ilə evlənməsi demək idi. Bunların hər biri Onuna, istəyi xaricində baş verirmiş. Ailəsinə etirazını bildirməsinə baxmayaraq isə, onu heçkim dinləmirmiş. Çinarənin isə yeganə çıxış yolu qanunla addım atmaq idi.

“Rayonda ki, jurnalist dostumdan və müəlliməmdən yardım istədim. Onlar məni xalq müdafiəçisi aparatı ilə əlaqələndirdilər. Oraya baş vurdum və nəticədə atam məni 18 yaşımadək evləndirməyəcəyini təstiqləyən sənədə imza atdı”,- söyləyir Çinarə.

Çinarəni söyləyir ki, o səsküylü hadisədən sonra nişanı geri qaytarılıb. O artıq azad və sakitlikdə olduğunu düşünərkən daha böyük mübarizə ilə qarşılaşıb. Çinarə ikinci dəfə eyni adamla birdaha istəyi olmadan nişanlandırılıb. Ailəsi onun 18-ci ad günündən iki həftə öncə toy keçirməyi planlayıb və bu isə Çinarənin 17 yaşında evlənməsi demək idi.

“18 yaşım tamam olmamışdı, çox qorxurdum, evlənmək istəmirdim. İkinci dəfə yardım istəmək qərarına gəldim. Bu səfər sığınacağa apardılar məni, atam isə, imzaladığı sənəddə yazılanlara müvafiq olaraq sözünü tütmadığı üçün saxlanıldı və türməyə düşdü”.

“Olanlardan əlbətdə ki, mənimdə xoşüm gəlmir, ancaq nə edə bilərdim ki, başqa çıxış yolum yox idi. Bütün həyatımı bədbəxt yaşaya bilməzdim. Dövlətin məsləhəti ilə və xüsusi qürumların yardımı və dəstəyi ilə bu günə gəldim çatdım. Düşünürəm ki, böyüdüm, yeni bilik və təcrübə qazandım, dünya görüşüm tamamən dəyişdi. Vizaj öyrəndim. Pulsuz gürcü və ingilis dili kürsları keçdim və bugün heçkimdən asılı olamadan ayaqda dururam”,-deyir Çinarə.

Çinarə bu gün artıq 9 aydır ki, sığınacaqda yaşayır. O, həmçinin çalışır və polis əməkdaşı olmağı planlayır. Əmindir ki, təhsilini tamamladıqdan sonra həyatını daha yaxşı şəraitdə yaşayacaq. Olanlara baxmayaraq onun ailəsi ilə çox yaxşı əlaqəsi var. Atasının türmədən çıxmasını gözləyir və yaxın gələcəkdə ailəsinin yanına qayıdacaq.

Şəlalə Əmircanova


18 წლამდე ორჯერ დანიშნული, თუმცა ორივეჯერ გამარჯვებული

ჩინარა პირველად 14 წლის ასაკში, მერე კი 17 წლის ასაკში დაინიშნა. სახელმწიფო სტრუქტურებს ნდობა გამოუხცადა, რის შედეგად დღეს ქართულს ფლობს, სასურველ ადგილას მუშაობს და საყვარელი პროფესიის დაუფლებისთვის ემზადება.

ბრძოლა იყო ჩემი. მე მხოლოდ და მხოლოდ ვენდე სახელმწიფოს. ისინი დამპირდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მართლაც ასე მოხდა. 9 თვეა, ძალიან კარგად ვცხოვრობ. ხელფასი მაქვს, ოჯახსაც ვეხმარები. დღეს კი ერთადერთი სურვილი მაქვს: მამაჩემის ციხიდან გამოსვლა“, – ამბობს ჩინარა.

18 წლის ჩინარა თეთრიწყაროელია. ის პირველად დაინიშნა 14 წლის ასაკში ოჯახის გადაწყვეტილებით მისთვის უცნობ ადამიანზე. როგორც თვითონ ჰყვება, ორ წელიწადში ოჯახები ქორწილის გამართვას გეგმავდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩინარა არასასურველ ადამიანს გაჰყვებოდა. ეს ყველაფერი მისი სურვილის გარეშეხდებოდა. ოჯახში, მიუხედავად უარის თქმისა, მას არავინ უსმენდა. ჩინარას მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავალი ჰქონდა.

„დახმარება ჩემს მასწავლებელს და ჩვენი რაიონის ჟურნალისტს ვთხოვე. მათ სახალხო დამცველის აპარატთან დამაკავშირეს. მივმართე და შედეგად მამაჩემმა დოკუმენტს მოაწერა ხელი, სადაც დაეთანხმა იმას, რომ 18 წლამდე არ იქნებოდა ჩემი ქორწილი“, – ჰყვება ჩინარა.

ჩინარას თქმით, იმ ხმაურიანი ამბის მერე მან ნიშნობაგააუქმა. როდესაც ფიქრობდა, რომ თავისუფალია და მშვიდად იცხოვრებდა, მას სულ მალევე უფრო დიდი ბრძოლა მოუწია. ჩინარა მეორედ იგივე ადამიანზე მისი სურვილის გარეშე დანიშნეს. ოჯახმა ქორწილის დღე მის დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე დანიშნა, რაც მის იძლებით გათხოვებას 17 წლის ასაკში ნიშნავდა.

„ჯერ 18 წლის არ ვიყავი, ძალიან მეშინოდა, არ მინდოდა გათხოვება. გადავწყვიტე, მეორედ მეთხოვა დახმარება. ამჯერად თავშესაფარში გადამიყვანეს, მამაჩემი კი, ხელმოწერილი დოკუმენტზე დაწერილის შესაბამისად დაპირების არშესრულების გამო დაიჭირეს“.

„მე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ მიხარია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. უბედურად ვერ ვიცხოვრებდი. სახელმწიფო უწყებების დახმარებით დღემდე მოვედი. გავიზარდე, ბევრი ახალი ცოდნა, გამოცდილება შევიძინე, მსოფლმხედველობა შემეცვალა. ვიზაჟი ვისწავლე. გავიარე ქართული და ინგლისური ენების უფასო კურსები და დღეს დამოუკიდებლად ვდგავარ ფეხზე“,-ამბობს ჩინარა.

ჩინარა უკვე 9 თვეა, სახელმწიფო თავშესაფარში ცხოვრობს. ის ასევე მუშაობს და უნდა, რომ პოლიციელი გახდეს. დარწმუნებულია, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ უკეთესად იცხოვრებს. დღეს მას ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მამამისის ციხედან გამოსვლას ელოდება და მალე ოჯახთან გადავა საცხოვრებლად.

შალალა ამირჯანოვა