İctimaiyyət

Qadın kəliməsi mübarizə kəliməsinə bərabərdir

28 yaşlı Əfsanə həyat mübarizəsindən danışır

“Mən doğuldum və böyümədən mübarizə aparmağa başladım. Evin böyük uşağı idim. Atam yetərincə imkanlı idi. Heç bir ehtiyacımız yox idi. Ancaq qız uşağı imkanlı ailədə belə artıqlıq edir və israf kimi görülür. Qonşunun mənlə yaşıd qızları ilə yolda evcik oynayarkən anam həyəcanlı səslə tez evə qayıtmağımı dedi. Evə getdim, evde bir neçe qohumumuz xalam, bibim və anam sevinc dolu gözlərlə məni “ərə verdiklərini” dedilər.

15 yaşım var idi, dillənə bilmədim, içimdən sadəcə ağlamaq gəldi. Nəqədər qarşı çıxsam da, xalalarım söz verdiyimiz ailənin imkanlı, güclü və təsirli olduğunu dedilər. Məni çox qorxutdular. Uşaq ağlımla dediklərinin heç yarısını belə anlamamışdım ancaq, tək çıxış yolum razılaşmaq idi. Evliliyimizin ikinci ili idi artıq və uşağımız olmurdu. Mənə artıq əziyyət verməyə başlamışdılar döyülürdüm, söyülürdüm amma artıq dözə bilmirdim. Qohumlar atama evdə saxladığın itin əvəzinə gət qızını saxla bir dilim çörəklə əksilməzsən deyiblər.

Beləliklə ailələr boşanmağımıza qərar verdilər və mən ata evinə geri qayıtdım. Buradada əziyyətlər bitmədi və mənim qarşıma yeni ümid gətirən ikinci həyat yoldaşım çıxdı. Valideynlərim məndən canlarını qurtarmaq üçün ikinci dəfə məni evləndirdilər. Bu zaman mən həyat yoldaşımı sevdim özüdə çox, bizim ailəmiz kənd üçün qəbul olunmaz idi çünki, mən boşanmış bir qadın o isə subay oğlan idi. Biz çox kasıb yaşasaq da çətinliklərə dözürdüm. Oğlumuz dünyaya gəldikdən sonra ailəmiz dahada güclənmişdi. Ancaq xoşbəxtlik qapımı çaldı və çox durmadan məni tərk etdi. Kənd toylarından birində yoldaşıma mənimlə evli olduğuna görə pis sözlər ünvanlandılar və nəticədə O, toyda birini bıçaqlayaraq həbsə düşdü. Heç arası uzun çəkmədi , ərim orada öldürüldü və bundan sonra mənim əsas mübarizəm başladı.

Ata evinə bir daha qayıtdım. Adıma nələr deyirdilər, üz qarası idim, çirkli idim, anam, atam və hətda məndən kiçik qardaşım belə hərgün məni döyürdülər. Bir daha evlənməyimi istəyirdilər çünki, onların gözündə artıqlıq idim. Təhsilsiz, dil biliyi olmayan şəhər görməyən bir qızcığaz həyatını necə qazana bilərdi hələ baxmalı böyütməli olduğum bir övladımda var idi. İllər ərzində əzab əziyyət çəkərək öyrəndiyim ən yaxşı peşəyə sığındım kirayə hektarla torpaqlar götürdüm və yaz qış demədən əkdim, biçdim satdım qazandım. Rəhmətə gedən ərimin evinə qayıtdım oğlumun mülkünü geri aldım evimi təmir elədim və oğlumu məktəb yaşına çatdırdım. Bu illər ərzində anladım ki, qadının gəliri, qazancı varsa deməli ona heçkim söz deyə bilmir.

Mənim az yaşım olsa da çox şey yaşadım. Zorakılığı ən doğma bildiklərimdən gördüm . Bu gün 28 yaşım var özümdə hiss etdiyim güc təsəvur edilməzdir. Ən vacibidə boşandığım, həyat yoldaşımı itidiyim zaman mənə pis gözlə baxan, çirkəf adlandıran kənd sakinlərinin bugünki gücümü və qazancımı görüb ayağıma gəlib yardım istəməkləridir. Düzdür hələ də çətinlik çəkirəm çünki, təhsilim yoxdur və dil bilmirəm ancaq ilk mərhələdə bunları bacardım düşünürəm davamını daha uğurlu gətirəcəm. İlk məqsədim sürücülük vəsiqəsi və avtomobil almaqdı. Məhsulumu bazarda özüm satsam daha güclü olacağam. Oğluma nümunə olmalıyam!”- danışır Əfsanə.

Şəlalə Əmircanova


სიტყვა „ქალი“ სიტყვა „ბრძოლის“ სინონიმია

28 წლის აფსანა საკუთარი ბრძოლის შესახებ გვიამბობს.

„დავიბადე თუ არა, სანამ გაზრდას მოვასწრებდი, ბრძოლა დავიწყე. ოჯახში უფროსი ბავშვი ვიყავი. მამაჩემი საკმაოდ შეძლებული იყო. არანაირი პრობლემა არ გვქონდა, თუმცა, ქალიშვილი შეძლებულ ოჯახშიც კი ზედმეტია და ზედმეტ ხარჯადაც ითვლება. ერთ დღეს, მეზობლის თანატოლ გოგონებთან ერთად გარეთ ვთამაშობდი. უცებ დედამ აღელვებული ხმით შინ მომიხმო. სახლში რომ  შევედი, შიგნით რამდენიმე ნათესავი, დეიდა, მამიდა და დედა სიხარულით სავსე თვალებით მიყურებდნენ. მაშინ ბებიამ მითხრა, რომ „გამათხოვეს“ ვიღაცაზე.

15 წლის ვიყავი, ხმაც კი ვერ ამოვიღე, მხოლოდ ტირილი მინდოდა. რამდენიც არ ვეწინააღმდეგე, არავინ მისმენდა. დეიდებმა მითხრეს, ძალიან შეძლებულია, ძლიერი და გავლენიანი ოჯახიაო. ძალიან შემაშინეს. პატარა ვიყავი, რასაც მიხსნიდნენ, ნახევარიც კი არ მესმოდა. ერთი გამოსავალი მქონდა – დათანხმება.

ქორწინების მეორე წელი იყო და  ჯერ ბავშვი არ მყავდა. ოჯახში ჩემ მიმართ ძალის გამოყენება დაიწყეს, მცემდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ თუმცა უკვე ვერ ვუთმენდი. იმ პერიოდში თურმე ნათესავები შეკრებილან, უფროს ბიძას უთქვამს, რომ ეზოში მყოფი ძაღლის მაგივრად შვილი დაიბრუნე სახლში, ერთი ნაჭერი პურით არ დაგაკლდება არაფერიო.

ამის შემდეგ ოჯახებმა ჩვენი დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს და მე მამაჩემის სახლში დავბრუნდი. აქაც არ დამთავრდა ტანჯვა, თუმცა ჩემი მეორე მეუღლე იმედი გახდა ჩემთვის. მშობლებს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოშორება უნდოდათ და ასეც მოიქცნენ. ამჯერად ჩემი მეუღლე მიყვარდა. ჩვენი ოჯახი მიუღებელი იყო სოფლის ხალხისთვის, რადგან მე გაცილებული ქალი ვიყავი, ჩემი ქმრისთვის კი ეს პირველი ქორწინება იყო. ძალიან ღარიბად ვცხოვრობდით, თუმცა მე ყველა სირთულეს ვითმენდი. ჩემი შვილი რომ დაიბადა, ჩვენი ოჯახი უფრო ძლიერი გახდა. თუმცა, ბედნიერებამ ჩემს კარებზე კი დააკაკუნა, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა. სოფელში ერთ-ერთ ქორწილში ქმარს ჩემზე მიუღებელი სიტყვები უთხრეს. ქმარმა ვერ მოითმინა, დანით დააზიანა ერთ-ერთი მათგანი და ციხეში მოხვდა. ბევრი დრო არ იყო გასული,  ციხიდან შეგვატყიბინეს, რომ ქმარი ციხეშივე მოკლეს. აი ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ჩემი ნამდვილი ბრძოლა.

მეორედ დავბრუნდი მამაჩემის სახლში. ჩემზე ბევრ ცუდს ამბობდნენ, მე ბინძური ვიყავი მათ თვალში, დედაჩემი, მამაჩემი, უმცროსი ძმაც კი, ყოველდღე მცემდნენ. ჩემი მოშორება უნდოდა ყველას, მე მათ თვალში ზედმეტი ვიყავი. გაუნათლებელი, ენის არმცოდნე, ქალაქშიც კი არნამყოფი გოგონა როგორ შეძლებდა თავის ცხოვრების წარმართვას? ამასთან, შვილზეც მქონდა პასუხისმგებლობა… წლების განმავლობაში სირთულეებით და წამებით ნასწავლ პროფესიას მივმართე და ფერმერი გავხდი. ჰექტრობით მიწის ნაკვეთები ვიქირავე, დავიწყე მიწის დამუშავება, ყველა სეზონზე ვმუშაობდი. იმ პერიოდში დავბრუნდი გარდაცვლილი ქმრის სახლში და ჩემი შვილის ქონება მოვითხოვე. ამჯერად დედამთილი და მამამთილი კარგად დამხვდნენ, ჩემი ბრძოლით და მათი მხარდაჭერით ჩემი შვილი სკოლის ასაკამდე მოვიყვანე.

ამ წლების განმავლობაში გავიგე, რომ თუ ქალს შემოსავალი აქვს, ის ძლიერია და არავის აქვს მასზე ცუდის თქმის უფლება. მიუხედავად პატარა ასაკისა, ბევრი რამ გამოვიარე. ძალადობა ყველაზე ახლო ხალხისგან გამოვცადე. დღეს მე 28 წლის ვარ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ძლიერად ვრგძნობ თავს. ყველაზე მთავარი იცით რა არის? – როდესაც ქმარს დავშორდი, მეუღლე დავკარგე, ის ხალხი, შეურაცხყოფას ვინც მაყენებდა და ბინძურს მეძახდა, დღეს ჩემს კარებთან მოდის და დახმარებას მთხოვს. დღესაც მაქვს სირთულეები, გაუნათლებელი ვარ, არ ვიცი ენა, მაგრამ დღემდე შეძენილი ის ძალა ჩემი ბრძოლის პირველი ეტაპია და მე ამაზე კარგად გავაგრძელებ. ახლანდელი პირველი მიზანი მართვის მოწმობის აღება და მანქანის ყიდვაა. ჩემს პროდუქციას ჩემით რომ გავიტან ბაზარზე, უფრო ძლიერი ვიქნები. ჩემი შვილისთვის მაგალითი გავხდები!“, – ამბობს აფსანა.

შალალა ამირჯანოვა