Məryəm bir il öncə xərçəng xəstəliyini məğlub edib. Aktiv həyat tərzi, çalışqanlıq, böyük motivasiya və təbəssüm onun həyatının əsas motivi olub və gələcəkdə də olacaq.
“Çox məsuliyyətli insanam, təsəvvür edə bilməzsiniz analizlər və kimiyalar üçün xəstəxanaya yatmalı olduğum zaman belə öz cavabdehliklərim, universitet və imtahanlara görə narahat olurdum. Buna görədə əksərən məni həmin period dəli adlandırırdılar”- deyir Məryəm.
22 yaşındakı Məryəm Datuaşvili İlya Dövlət Universitetinin Sosyologiya istiqamətində 4-cü kurs tələbəsidir. 2017-ci ildə onda Hiçkin Limpoması adlı xəstəliyi ortaya çıxdı, hansı ki, xərçəng xəstəliyinin növlərindən birini nəzərdə tutur. Özünün danışdığına görə hadisə tamamən təsadüfi şəkildə boğz nahiyəsində hiss etdiyi bərk şişkinlik hiss etməsi ilə ortaya çıxıb. Bir neçə tiddi araşdırl=malar nəticsəində ortaya çıxan hoçkin limpoması onun qorxuducu səslənmirmiş.
“İlk dəfə xəstəliyim haqqında eşitdiyim zaman sözün düzü anlaya bilməmişdim narahatçılığımı. Aktiv həyat tərzim olduğuna görə simptomlara diqqət yetirməmişdim, əksinə artıq yorğunluğu belə normal qarşılayırdım. Sitoloji analizdən sonra hoçkin limpoması diaqnozu qoyulub. Elə həmin an xəstəlik haqqında xəstəlik haqqında internetdə araşdırma etdim, ilk dəfədən xərçəng olduğunu oxuduğuma baxmayaraq bilinç altım bu reallığı qəbul etmək istəmədi, buna görədə heç bir reaksiya göstərə bilmədim”- deyir Məryəm.
Məryəmin dediyinə görə biopsiyanın nəticəsində, əmin olublar ki, bu xərçəng xəstliyidir O, sadəcə həmin an emosional olaraq ağır hisslər yaşayıb. Ailə üzvlərinin onunlaikən sakit dayanmağa çalışırlarmış, ancaq Məryəmə bu faktın artıq onun həyatında olduğunu anlaması üçün böyük səy göstərib.
“Çox mətin müalicə mərhələsində xəstəliyimə məni üstələməsinə icazə vermədim. O mənim həyat stilimi dəyişə bilmədi. Hər zaman özüm üçün təkrar edirdim ki, bu mənim dayanmağım üçün səbəb ola bilməz. Cavabdehlik və məsulliyət hiss o zaman yorğunluğumu və gücsüzlüyüm üstələyirdi həmin zamanlarda. Həyatıma hər zaman ki, rejimdə davame etdim. Layihələr üzərində çalışırdım, araşdırmalar edirdim, leksiyalar gedirdim, qrup işləri üzərində çalışırdım, dostlarımla zaman da keçirirdim. Yenəvə yenə məsuliyyət hissinə görə kimiyalardan sonra belə həmin gün universitetə getdiyim günlər olub. Mövcud olmayan güc gəlmişdi mənə sanki, özümü məcbur edirdim ancaq alınırdı da. Heç bir zaman təbəssümüm itirmədim, yaxşı əhval ruhiyyə və motivasiyamı heç bir zaman itirmədim. Əmin idim ki, məğlub edəcəyəm.”
“Ən çətin axırıncı kimiyaların olunduğu zamanlar idi. Baxmayaraq ki, həkim ilk gündən məni məlumatlandırmışdı ki, saçlarım töküləcəkdi, ağır ağrılar hiss edəcəkdim prosesə keçmədən bunu anlaya bilməmişdim. Altı kimiya kursundan keçdim və təsəvvür edilməz ağrılar keçirdim. Bu həyatda hərşeyin öhtəsindən gəlmək mümkündür deyimi tamamən həmin zaman anladım. 7 növ ağrı kəsicinin ağrılarımı dindirə bilmədiyi zaman o ağrıları yaşadım və öhtəsindən gəldim”- deyir Məryəm.
Onun dediyinə görə müsbət əhval ruhiyyəsindən dolayı müalicənin ilkin mərhləsində onun xəstəliyi haqqında heç kimin xəbəri olmayıb. Xarici görünüşü dəyişməsəymiş onun xəstəliyi heçkim anlamazmış. Pariklə ançaq təbəssümlü sima ilə gəzirmiş hər zaman və ətrafındakılara motivasiya verərək onları gücləndirirmiş, O öz gücündən əmin imiş.
“Bu yola başlayanlara demək istəyirəm ki, gücü elə məhz özlərində tapsınlar. Həyat yolunda dahada güclü olmalıyıq, bu və digər problemlərədn dolayı həyat stilimizi dəyişməməliyik, çünki bu yerdə bütün gücünüzü toplayıb həmişəki rejimdə hətamızı davam etdirı bilərik. Sosyal olaraq fəal olun. Ən vacibi isə öncə psixoloji olaraq, sonra da fiziki olaraq hazır və güclü olun. Əmin olun ki, mən artıq tamamən sağlamam deyəcəyiniz gün mütləq gələcək”- söyləyir Məryəm.Böyük mübarizənin nəticəsində Məryəm tam bir il sonra xəstəliyini məğlub edib. Feysbuk vasitəsi ilə yazdığı yazı ilə hərkəsi süvindirib və onun bu qələbəsi hərkəsə böyük ümid verib. O bu gün öz həyatına tamamən sağlam şəkildə davam edir hərkəsə dözümlü olmağı məsləhət edir.
Şəlalə Əmircanova
——————————
საკუთარ თავს მოდუნების საშუალება არ მისცეთ…
ზუსტად ერთი წლის წინ, მარიამმა სიმსივნე დაამარცხა. აქტიური ცხოვრების წესი, ბევრი შრომა, დიდი მოტივაცია და ღიმილი მისი ცხოვრების მთავარი წესი იყო და იქნება.
„ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. ვერ წარმოიდგენთ და, ანალიზებისა და ქიმიების გამო კლინიკაში დაწოლა რომ მევალებოდა, მე მხოლოდ ჩემს პასუხისმგებლობებზე, უნივერისიტეტსა და გამოცდებზე ვნერვიულობდი. ამის გამო, ხშირად გიჟსაც კი მეძახდნენ“, – ამბობს მარიამი.
22 წლის მარიამ დათუაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. 2017 წელს, მას აღმოუჩინეს დაავადება, სახელად ჰოჯკინის ლიმფომა, რომელიც სიმსივნის ნაირსახეობაა. როგორც თვითონ ამბობს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ყელის არეში უხეშად დასიებული მასა, რიგი გამოკვლევების შედეგად დადგენილი დიაგნოზი კი, მისთვის არც ისე საშიშად ჟღერდა.
„პირველად რომ გავიგე, რაც მჭირდა, მართალი რომ გითხრათ, ვერც გავიაზრე, რა მაწუხებდა. აქტიური ცხოვრების სტილის გამო, სიმპტომებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, პირიქით, ზედმეტი დაღლილობის შეგრძნებაც ბუნებრივად მიმაჩნდა. ციტოლოგიური ანალიზის შედეგად დამესვა „ჰოჯკინის ლიმფომის“ დიაგნოზი. მაშინვე დავიწყე ამ დაავადების შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. სანამ სათანადო ექიმს მოვიძიებდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვევით წავიკითხე, რომ ეს დაავადება სიმსივნის ნაირსახეობა იყო, თითქოს ჩემი ქვეცნობიერი არ იღებდა ამ ფაქტს, იმდენად ვერ ვიაზრებდი და არ მქონია რეაქცია ამასთან დაკავშირებით“, – იხსენებს მარიამი.
მარიამის თქმით, ბიოფსიის შემდეგ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ეს სიმსივნე იყო, მხოლოდ მაშინ გაიაზრა და სტრესი ჰქონდა. ოჯახის წევრები მასთან არ იმჩნევდნენ განცდებს, რათა მეტად არ აეფორიაქებინათ მარიამი. მარიამს დიდი ძალისხმევის შედეგად მოუწია ამ ფაქტის გადახარშვა და გათავისება.
„ურთულესი მკურნალობის პროცესში, საკუთარ დაავადებას ჩემი დაბრკოლების უფლება არ მივეცი. მან ვერ შეძლო ჩემი ცხოვრების სტილის შეცვლა, რადგან ყოველთვის ვუმეორებდი ჩემს თავს, რომ ეს მოდუნების მიზეზად არ გამეხადა. იმდენად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რომ სისუსტესაც კი სჯობნიდა იმ პერიოდში. ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელე. დავდიოდი უნივერსიტეტში, ვმუშაობდი პროექტებზე, კვლევებზე, ლექციებზე, ვაკეთებდი ჯგუფურ პროექტებს, მეგობრებთან ვსეირნობდი. ისევ და ისევ ჩემი დიდი პასუხსმგებლობების გამო, რამდენჯერმე ქიმიოთერაპიის სეანსიდანაც კი წამოვსულვარ უნივერსიტეტში ჩემი მოვალეობების შესასრულებლად, არარსებული ძალების მოკრებას ვაიძულებდი თავს და ეს გამომდიოდა კიდეც. არასდროს დამიკარგავს ღიმილის ხალისი, კარგი განწყობა და მოტივაცია. დარწმუნებული ვიყავი, რომ დაავადებას დავამარცხებდი“.
„ყველაზე რთული პერიოდი ქიმიოთერაპიის ბოლო კურსებზე მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა თავიდანვე გამაფრთხილა, რომ თმები აღარ მექნებოდა და ტკივილიც შემაწუხებდა, სანამ პროცესში არ ჩავერთე, ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა. ქიმიის ექვსი კურსი ჩავიტარე, წარმოუდგენელი ტკივილები გადავიტანე. რომ ამბობენ, ამ ცხოვრებაში ყველაფრის გადატანა შესაძლებელიაო, მაშინ მივხდი ამას, როდესაც შვიდი სახის ტკივილგამაყუჩებელმაც კი ვერ გამიყუჩა ტკივილები. თუმცა, საბოლოოდ, ჩემი ძლიერი ამტანობით, არაამქვეყნიური ტკივილების გადაგორებაც მოვახერხე“, – ამბობს მარიამი.
მისი თქმით, იმდენად პოზიტიურად იყო განწყობილი მკურნალობის პირველ ეტაპზე, რომ მისი დაავადების შესახებ არავის გაუგია. რომ არა გარეგნული ცვლილება, ვერავინ შეიტყობდა მის მდგომარეობას. დადიოდა პარიკით, მაგრამ ღიმილიანი სახით, სხვებს აძლიერებდა და მოტივაციას უღვივებდა, რადგან დარწმუნებული იყო თავის სიძლიერეში.
„ვინც ამ გზას დაადგება, მინდა ვურჩიო, რომ სიძლიერე ისევ საკუთარ თავშია. ცხოვრების გზაზე შეუვალები უნდა ვიყოთ, არ შევცვალოთ ცხოვრების სტილი ამა თუ სხვა პრობლემების გამო, რადგან საკუთარ თავში არარსებული ძალების ძებნით აუცილებლად მოვიკრებთ ძალებს ცხოვრების ჩვეულ რიტმში გასაგრძელებლად. იყავით სოციალურად აქტიურნი, რაც უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში ფსიქოლოგიური, შემდეგ კი ფიზიკური სიძლიერის აღმოსაჩენად და მოსაკრებად, უნდა გვქონდეს იმედი და, რაც მთავარია, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ დადგება ის დრო, როდესაც ვიტყვით, რომ სრულიად ჯანმრთელები ვართ“, – ამბობს მარიამი.
დიდი ბრძოლის შედეგად, მარიამმა დაავადება ერთი წლის თავზე დაამარცხა. ფეისბუკის პოსტმა ყველა გაახარა და მისი გამარჯვება ყველასთვის დიდი იმედი გახდა. ის დღეს ცხოვრებას სრულიად ჯანმრთელად აგრძელებს.
შალალა ამირჯანოვა