Müəllif Nia Xaçapuridze
– Qərar veribsinizmi ki, cinsi əlaqə siz nə vaxt və kimlə istəsəniz o vaxt olmalıdır. Eyni zamanda bilməlisiniz ki, insanların və xüsusilə də qadınların ilk cinsi əlaqəsi başqalarının təsiri ilə olub və irəliki yaşlarında bildiriblər ki onların öz istəyiylə olsa bir az daha gözləyərdilər və ya o insanla o vəziyyətdə heç vaxt cinsi əlaqədə olmazdılar. Cinsi əlaqədə olmağın ən düzgün səbəbi odur ki, sizin özünüz istəyəsiniz, bir başqası deyil (hətta sizin sevdiyiniz şəxs belə olsa). Əgər siz, sizin bədəninizin sahibinin özünüz olduğunuzu, bu haqda bütün qərarları özünüzün verməli olduğunuza qərar verməyibsinizsə, psixi olaraq hazır deyilsinizsə yaxşı olar ki siz bir az daha gözləyəsiniz və bu haqda fikirlərşəsiniz. Daha sonra olanların hamısı bundan aslıdır.
– Qərar veribsinizmi ki, sizin cinsi həyatınız sizin şəxsi işinizdir (ananın, atanın, hansısa qohumun deyil), yeni avtomatik olaraq sizin şəxsi və cətin məsuliyyətinizdir. Sizin məsuliyyətsiz cinsi əlaqənizin hər istənməyən (ciddi) nəticəsində siz məsuliyyət daşıyırsınız, sizin əsəbləriniz pozulmalıdır, siz maraqlanmalısınız və əgər ciddi tibbi müdaxilə və müalicə lazımdırsa şəxsən özünüz etdirməlisiniz.
– Qərar veribsinizmi ki, sizin partnyorunuz sizin təhlükəsizliyinizi (xəstəliklərdən, hamiləlikdən) mütləq təmin etməyə məcburdur. Çox asan qaydadır bu çünki bunun istisnası yoxdur.
– Dərk edibsinizmi ki, partnyorunuzun yaxşılığı və qayğıkeşliyindən asılı olmayaraq, sizin sağlamlığınız və təhlükəsizliyiniz yüz faiz yenə özünüzün məsuliyyətinizdir. Əgər siz düşünürsünüzsə sizin partnyorunuz daha təcrübəli, ağıllı, sevimlidir və sizin sağlamlığınız haqqında və təhlükəsiz cinsi əlaqə haqqında sizdən daha çox bilir və ona tam etibar edirsinizsə deməli siz cinsi əlaqəyə hazır deyilsiniz. Özünüzü qorumaq və təhlükəsiz cinsi əlaqə üçün cinsi əlaqə təcrübəsi lazım deyil, Partnyorunuzu çox səvməyiniz və həyata ona tam etibar etməyiniz yaxşıdır amma bir çox insan hepatit virusuna tamamilə xəbərsiz yoluxub. Ola bilsin sizə yalan danışmayıb amma ola bilsin başqa cinsi əlaqədən keçib. Sizin partnyorunuz ola bilsin ki bəzi şeyləri elə dost- tanışından öyrənib və tam əmindir ki, bu doğrudur amma onun dostunun dediyi tamamilə səhv olsun . Əgər siz tək və ya sevdiyinizlə birlikdə sizin şəxsi, sevimli, zövqlü hadisənizi təşkil etmək istəyirsinizsə təhsil alın. Bir-birinizə qayğı və sevgi ilə tək özünüz və ya birlikdə məlumat alın və bu haqda danışın, bu sevginin və etibar etməyin mühüm hissəsidir. Heç olmasa cinsi əlaqəniz olanadək bu haqda partnyorunuzla danışın, bu haqda danışarkən azad olmalısınız ( bu sizə zövq verəcək, nəticədə məqsəd də bu deyilmi)
– Dərk edibsinizmi ki, cinsi həyata başlamaqla siz yeni, riskli və bu günə kimi görmədiyiniz böyük məsuliyyətlər götürməli olacaqsınız.
გამოსაცდელი კითხვები იმის დასადგენად, მზად ხართ თუ არა სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად
ავტორი ნია ხაჭაპურიძე
– გააზრებული გაქვთ, რომ სექსი უნდა გქონდეთ მაშინ და მასთან, როცა და ვინც თქვენ გინდათ. ასევე იცით, რომ არის კვლევები, რომლებითაც გაირკვა, რომ ადამიანების და განსაკუთრებით ქალების ნაწილს პირველი სექსი იმიტომ ჰქონდა, რომ სხვისი გავლენის და წნეხის ქვეშ იყო მოქცეული, და უკვე უფროს ასაკში გაიაზრეს, რომ მართლა თავიანთი ნება რომ ყოფილიყო, კიდევ მოიცდიდნენ ან სულ არ ექნებოდათ იმ ადამიანთან ან იმ სიტუაციაში.
სექსის ქონის ერთადერთი სწორი მიზეზი არის პირადად თქვენივე სურვილი და არა ვინმე სხვისა (მათ შორის თუნდაც იმ ბიჭის, რომელიც ყურებსზემოთ გიყვართ). თუ გააზრებული არ გაქვთ, რომ თქვენი სხეულის ბატონ-პატრონი და გადაწყვეტილებების მიმღები ხართ თქვენ, სავარაუდოდ არ გაქვთ ამის ფსიქიკური მზაობა და ჯობია, მოიცადოთ და ჯერ კარგად გაიაზროთ. მაგაზე დგას ყველაფერი, რაც მერე მოჰყვება.
– გააზრებული გაქვთ, რომ თქვენი სქესობრივი ცხოვრება არის თქვენი პირადი საქმე (არა დედის, მამის და ბიცოლის) ანუ, ავტომატურად, თქვენი პირადი და არნახულად დიდი პასუხისმგებლობა. ყველა იმ არასასურველ (და საკმაოდ სერიოზულ) შედეგზე, რომელიც თქვენს უპასუხისმგებლო სექსს მოჰყვება, პასუხს აგებთ თქვენ, დაისტრესებით თქვენ, ნერვებს გადააყოლებთ თქვენ და სერიოზული სამედიცინო ჩარევები და მკურნალობა დაგჭირდებათ პირადად თქვენ (არა დედას, მამას და ბიცოლას).
– გააზრებული გაქვთ, რომ პარტნიორი თქვენს უსაფრთხოებას (დაავადებებისგან, ორსულობისგან დაცვას) უნდა აყენებდეს ყველაფერზე წინ, მათ შორის საკუთარ სიამოვნებაზე. ვალდებულია! ძაან მარტივი წესია ეს, იმიტომ, რომ გამონაკლისი არ აქვს.
– გააზრებული გაქვთ, რომ მიუხედავად პარტნიორის სიკარგის და მზრუნველობისა, თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაინც ასივე პროცენტით არის თქვენი პასუხისმგებლობა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი უფრო გამოცდილია/ჭკვიანია/საყვარელია და უფრო მეტი იცის თქვენს ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე სექსის დროს და ამიტომ თვალდახუჭული მიენდობით, ესე იგი მზად არ ხართ. არ სჭირდება არანაირი მრავალფეროვანი სქესობრივი გამოცდილება იმის ცოდნას, როგორ დაიცვათ თავი და იყოთ უსაფრთხოდ, თქვენც და პარტნიორიც. პარტნიორის ყურებამდე სიყვარული და ცხოვრებაში თვალდახუჭული ნდობა კარგია, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თუნდაც ჰეპატიტი ისე, რო აზრზე არაა (წლები არ ვლინდება და ხომ არ დაესიზმრებათ, რომ სჭირთ). ჰოდა, სულ არ მოგატყუოთ შეიძლება, მაგრამ გადმოგდოთ დაუცველი სექსისას. ან თქვენმა უგამოცდილესმა პარტნიორმა შეიძლება რაღაცა უბრალოდ ძმაკაცებისგან იცოდეს და ღრმად სჯეროდეს, რომ ეგრეა, მაგრამ უკანასკნელი სისულელე იყოს ვიღაც ძმაკაცების ნათქვამი (თქვენი ორივესი, თქვენიც და საყვარელი ადამიანისაც). განათლდით ამიტომ წინასწარ, გინდათ მარტო და გინდათ ერთად და შექმენით თქვენი პირადი, საყვარელი, სასიამოვნო და უსაფრთხო ამბავი. ერთმანეთზე ზრუნვის სურვილით მეტი ინფორმაციის ერთად ან ცალ-ცალკე მოძიება და ამაზე საუბარი სიყვარულის აუცილებელი ნაწილია, მგონი და ნდობის განმტკიცება. ბოლო-ბოლო, სექსის ქონამდე ჯერ სექსზე ლაპარაკისას უნდა იყოთ თავისუფალი და გახსნილი ამ ადამიანთან (სხვა თუ არაფერი, ბევრად უფრო კაი და სასიამოვნო რამე გამოგივათ ასე და ეგ არაა მიზანი?).
– გააზრებული გაქვთ, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებას შემოაქვს სულ ახალი და საკმაოდ დიდი რისკები და სავარაუდოდ მართლა აქამდე არნახულად დიდი პასუხისმგებლობა გაწვებათ მხრებზე.