Cinsi təhsil

Cinsi həyata başlamaqla (olmaqla) əlaqəli risklər, ağrımayan başımızı necə ağrıda bilərik

Müəllif Nia Xaçapuridze

Əgər cinsi həyata başlamazdan əvvəl sizin əsas probleminiz payızda qrip olmaq, menstruasiya zamanı qarın ağrısı idisə, cinsi həyata başladıqdan sonra iki böyük qrup potensial probleminiz artacaq: qorunmasız cinsi əlaqə zamanı hərhansı bir xəstəlik keçmə riski və ya arzuolunmaz hamiləlik. Yaxşı xəbər odur ki, sizin cinsi əlaqəniz başlayanadək, bütün insanlıq bu xəstəliklər və təsadüfi hamiləlikdən əziyyət çəkmişdi və nəhayət qoruyucu vasitələr kəşf etdilər. Bu gün siz cinsi əlaqədən imtina etməli deyilsiniz, çox asan bu problemlərin öhdəsindən gələ bilərsiniz. Cinsi yolla keçən xəstəliklərdən kondom qoruyur (başqa heç bir vasitə qorumur). Məntiqlidir deyilmi? Çünki bu xəstəliklər selikdən- selikə və ya bədəndən ayrılan bir maddənin komtaktıyla keçir. Bu zaman heç bir dərman, iynə və ya sarımsaq dilimi kömək etmir.

Yalnız kontakta mane olan prezervativ qoruyur. Əgər bu iki faktı bilirsiniz amma hansı xəstəliklərin nəzərdə tutulduğunu, bunun niyə problem olduğunu bilmirsinizsə deməli hələ cinsi əlaqəyədək görülməli işlər var. Başa düşməlisiniz ki nədən qorunmalısınız?

• Cinsi yolla keçən xəstəliklərin çox qorxulu dəstəsi var: gonorrhea, chlamydia, sifilis, şiddətli ağrılı herpes, QİÇS (HİV), Hepatit C və Hepatit B, xərçəngə səbəb olan papillomavirus və s. Sizin partnyorunuzun hər xəstəliyi varsa, bütün xəstəliklər çox asan sizədə keçə bilər. Nəzir infeksiya bakteriyaldır, məsələn gonorrhea, Chlamydia, sifilis antibiotiklə müalicə olunur. Əgər müalicə götürülməzsə və özbaşına buraxırılarsa, daha da cətinləşə bilər: daha dərinə getmiş infeksiyalar. Heç bir zaman uşağının olmaması, uşaqlıqdan kənar hamiləliklər, hamiləliyin öz-özünə sonlanması və.s yəni mütləq analizə gedin və vaxtında müalicə olunun.

Herpes dözülməz ağrılıdır (ola bilsin partnyorunuzda bu xəstəlik yatmış vəziyyətdə olsun, özünün də bu xəstəlikdən xəbəri olmasın amma yenədə sizə də keçə bilər). QİÇS immuniteti məhvə edir və çox güclü dərmanlarla müalicə olunmaq lazımdır ki xilas olunasınız. Ola bilsin ki, birinin illərlə QİÇS xəstəliyi olsun amma illərlə bundan xəbəri olmasın və sizə keçsin.

B və C hepatit- əgər xroniki xəstəliyə keçdisə, ciyər sirozuyla qurtara bilər və ya əgər siroz sizi öldürmədiysə – xərçənglə ( müalicəsi güclü dərmanlarla mümkündür, insanın hər hansı biri hepatiti ola işlər və illərlə o bundan xəbərsiz yaşaya və sizədə keçirə bilər) bitə bilər. B çox asan keçə bilər, C isə qanlı kontakt və normal cinsi əlaqəylə keçmə ehtimalı daha aşağıdır. HPV – papillomavirus – uşaqlıq boğazı xərçənginə səbəb ola bilər ( demək olar ki bunu daşıyan kişinin bundan xəbəri olması mümkün deyil). Cinsi orqanda axıntı olur amma nadir hallarda. Kişilərin əksəriyyəti ömrü boyunca bundan xəbərsiz olabilər. Tamamilə təsadüfən və etibar etdiyiniz partnyorunuzdan bu xəstəlik sizə keçə bilər və siz uşaqlıq ağızı xərçəngi riski daşıya bilərsiniz. Xoşbəxtlikdən bu problemə böyük diqqət ayırılır. Siz ilk cinsi əlaqənizədək və sonra da 26 yaşadək bu xəstəlikdən qorunmaq üçün peyvənd oluna bilərsiniz. Eyni zamanda cinsi əlaqəsi olan qadınlar/qızlar 3 ildə bir dəfə pap-testdən keçməlidir ki, papillomavirusun uşaqlıq boynunda olub- olmaması və xərçəngin başlayıb- baslamaması yoxlanılmalıdır.

• Cinsi həyata başladıqdan sonra daha, arzuolunmaz hamiləlik qorxusu da sizin həyatınız daha mürəkkəb və daha emosional edir. Dərmanlar haqda minimal məlumatınız olmalıdır. Əgər bunları bilmirsinizsə demək siz cinsi əlaqəyə hazır deyilsiniz. İlk növbədə bunları öyrənin!

Məsələn:

– Bilməlsiniz ki, menstruasiya günü daxil hər gün hamilə qala bilərsiniz. Əlbbətə fərqli böyüklükdə risklərdir, amma heç bir zaman risksiz deyil. Əgər rkimsə deyirsə ki, qadınlar bu günlərdə hamilə qalmır bu tamamilə yalandır. Əgər hamiləlik istəmədiyinizdən əminsinizsə özünüzü tam qoruyan vasitələrlə ( prezervativ və ya başqa vasitə) qoruyun. Xəbəriniz olsun ki, spermatozoidlər bir neçə gün yaşayır və daha sonra da hamilə qala bilərsiniz.

– Bilməlisiniz ki, qorunmasız cinsi əlaqə sonra söymək spermatozoidləri öldürmür və hamilə qalma riskiniz sidik kisəsi dolu olan zamanla eynidir. Amma cinsi əlaqədən əvvəl siymək yaxşıdır

– bakteriyalar yuyulat və sidik kanalları infeksiyası riski azalar. – Bilməlisiniz ki, spermin xaricə çıxarılması qorunmaq üçün effektiv deyil. Bunu kim desə də inanmayın. Bu atəşlə oyundur. Əsas odur ki, boşalmadan əvvəl cinsi orqandan spermatozoidlər olan maye axır. Bu nisbətən daha azdır amma hamiləlik üçün çox az spermatozoid lazımdır. Cinsi həyata başladıqdan sonra sizdə avtomatik olaraq, bütün təbiyətin, hormonların, yumurtalıqların, uşaqlığın, spermatozoidlərin və məsuliyyətsiz kişilərin hamilə etməyə çalışdığı qadınlar klubuna qoşulacaqsınız. Hər şey sizin əlehinəzidir və heç olmasa siz öz tərəfinizdə olun.


სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან (და ქონასთან) დაკავშირებული რისკები, ანუ როგორ შეიძლება, ავიტკიოთ აუტკივარი თავი

ავტორი ნია ხაჭაპურიძე

თუ თქვენი ცხოვრება, სანამ სქესობრივად აქტიური იქნებოდით, ძირითადად შედგებოდა შემოდგომაზე გრიპის გადადების და მენსტრუაციის დროს მუცლის ატკივების პრობლემებისგან, სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ კი გემატებათ კიდევ ორი დიდი ჯგუფი პოტენციური პრობლემებისა: დაუცველი სექსის დროს შეიძლება გადაგედოთ რომელიმე დაავადება, ან თქვენი სურვილის გარეშე დაორსულდეთ.

კაი ამბავი ისაა, რომ სანამ თქვენ სექსი გექნებოდათ, მთელი კაცობრიობა გაიტანჯა ამ დაავადებებით და შემთხვევითი დაორსულებებით და ბოლო-ბოლო ეღირსათ და დამცავი საშუალებებიც შექმნეს. დღეს თქვენ სექსზე უარის თქმა არ გჭირდებათ, ძალიან ეფექტურად და ადვილად შეგიძლიათ აიცილოთ პრობლემები და მშვიდად ისიამოვნოთ.

სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან იცავს კონდომი (სხვა არაფერი). ლოგიკურია, ხომ? რადგანაც ეს დაავადებები გადადის ლორწოვანის-ლორწოვანზე ან სხეულიდან გამოყოფილ რაიმე სითხესთან კონტაქტით. ამ დროს არანაირი აბი, ნემსი და ნივრის კბილი არ იმოქმედებს. მხოლოდ ის, რაც ამ კონტაქტს უშლის ხელს, ანუ პრე-ზერ-ვა-ტი-ვი.

ეს ორი ფაქტი თუ იცით უკვე, მარა იმის იქით ზუსტად რა დაავადებები იგულისხმება და რატომაა პრობლემა – არ იცით, ესე იგი ჯერ კიდევ ერთი საქმე გაქვთ გასაკეთებელი სექსამდე. უნდა გაიგოთ, რისგან გაქვთ თავი დასაცავი?

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (შემოკლებით სგგდ) ძალიან საშინელი კრებული არსებობს: გონორეა, ქლამიდია, სიფილისი, სასტიკად მტკივნეული ჰერპესი, შიდსი (აივ-ინფექცია), ბე და ცე ჰეპატიტები, კიბოს გამომწვევი პაპილომავირუსი და ბევრი სხვა.

თქვენს პარტნიორს ყველა ეს დაავადება რომ ჰქონდეს, თქვენც შეიძლება ყველა გადაგედოთ ერთი ხელის მოსმით.

ზოგი ინფექცია ბაქტერიულია, მაგალითად გონორეა, ქლამიდია, სიფილისი, და ანტიბიოტიკებით იკურნება. არ მკურნალობის და თავის ნებაზე მიშვების შემთხვევაში, გართულებებიც საკმაოდ სერიოზულია: უფრო ღრმად წასული ინფექციები. უშვილობა, საშვილოსნოსგარე ორსულობები, თვითნებური აბორტები და ა. შ. ასე რომ, ან ნუ დაიმართებთ, ან გაიკეთეთ ანალიზი და იმკურნალეთ დროულად.
ჰერპესი აუტანლად მტკივნეულია (შესაძლებელია,რომ სულ არ ჰქონდეს პარტნიორს გამონაყარი ანუ მიძინებული იყოს ჰერპესი და არც იცოდეს, რომ აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება, გადაგედოთ).
შიდსი იმუნიტეტს გაგინადგურებთ და უძლიერესი წამლებით მკურნალობა დაგჭირდებათ, რომ გადარჩეთ. თავისუფლად შეიძლება, ადამიანს წლები ჰქონდეს შიდსი და აზრზე არ იყოს, ისე გადმოგდოთ.
ბე და ცე ჰეპატიტები – ქრონიკულში თუ გადავიდა, ღვიძლის ციროზით მთავრდება და თუ ციროზმა არ მოგკლათ – კიბოთი (მკურნალობა აქაც უძლიერესი წამლებით. აქაც ასევე თავისუფლად შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს რომელიმე ჰეპატიტი და არ იცოდეს და გადმოგდოთ). ბე ძალიან ადვილად გადადის, ცე – სისხლთან კონტაქტით და ჩვეულებრივი სექსის დროს – ნაკლებად.
HPV – პაპილომავირუსი – საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს (თითქმის შანსი არაა, კაცმა იცოდეს, რომ აქვს. გამონაყარი, პაპილომები კი ახასიათებს სასქესო ორგანოზე, მაგრამ შედარებით იშვიათად. კაცების უმრავლესობას ისე აქვს, ცხოვრებაში ვერ გაიგებს. და ასე სრულიად „შემთხვევით“ და თუნდაც მართლა სანდო პარტნიორისგან გადმოგედებათ და დადგებით საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ქვეშ). საბედნიეროდ, ამ პრობლემას დიდი ყურადღება ექცევა. ამიტომ, არსებობს აცრა, რომელიც შეგიძლიათ, გაიკეთოთ პირველ სქესობრივ კავშირამდე ან მერეც (26 წლამდე). ასევე, სქესობრივად აქტიური გოგოები/ქალები 3 წელიწადში ერთხელ უნდა იკეთებდნენ ე.წ. პაპ-ტესტს, რომ შემოწმდეს, პაპილომავირუსული ინფექცია არის თუ არა საშვილოსნოს ყელზე და სიმსივნისკენ ხომ არ მიდის საქმე.

  • სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ, თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და ემოციებით აღსავსეს გახდის არასასურველი ორსულობის შიშიც. არსებობს ის მინიმალური ინფორმაცია, რაც უნდა გქონდეთ ამ ამბებზე. და თუ ეს ყველაფერი არ იცით, ესე იგი ჯერ არ ხართ მზად სექსისთვის. გაეცანით და მერე კი ბატონო!

მაგალითად:
– უნდა იცოდეთ, რომ დაორსულების შანსი არის ყოველთვის, მენსტრუაციის დროსაც და თვის ნებისმიერ დღესაც. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სიდიდის შანსია, მარა ნული არასდროსაა. თუ ვინმე გეტყვით, რომ რომელიმე დღეს ქალები არ ორსულდებიან და აი ასპროცენტიანი ასეა, სრული სიცრუე იქნება. თუ ზუსტად იცით, რომ არ გინდათ ორსულობა, დაიცავით თავი იმითი, რაც ზუსტად დადგენილად ეფექტურია (პრეზერვატივი და სხვა ათასგვარი კონტრაცეფცია). ისე სპერმატოზოიდი რამდენიმე დღე ცოცხლობს და მერეც შეუძლია, დაგაორსულოთ.

– უნდა იცოდეთ, რომ დაუცველი სექსის შემდეგ მოშარდვა სპერმატოზოიდებს არ ხოცავს და ზუსტად იმდენი იქნება დაორსულების შანსი შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ, როგორიც – დაცლამდე. თუმცაღა, სექსის წინ და მერე მოშარდვა სხვა მიზეზის გამოა კაი იდეა – ბაქტერიებს მიარეცხავს და საშარდე გზების ინფექციების რისკს ამცირებს, ასე რომ, შარდეთ, მაგრამ არა – ორსულობისგან დაცვის მიზნით)

– უნდა იცოდეთ, რომ გარეთ სპერმის გამოყოფა (ეაკულაცია) არ არის ეფექტური საშუალება თავის დასაცავად. ვინც არ უნდა გითხრათ ეს, არ დაუჯეროთ. ეს ცეცხლთან თამაშია. მთავარი ისაა, რომ ეაკულაციამდე პენისიდან გამოიყოფა სითხე, ე.წ. პრექამი (პრეეაკულატი) რომელიც ასევე შეიცავს სპერმატოზოიდებს. შედარებით ცოტას, მარა მაინც. ჰოდა, რადგანაც სულ ერთი მონდომებული სპერმატოზოიდი სჭირდება ორი ხაზის გაჩენას ტესტზე, ნუ იქნებით გარეთგამთავებელი ყოჩაღი კაცების იმედზე. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ, ავტომატურად მოხვდებით იმ ქალთა კლუბში, რომლების დაორსულებასაც ცდილობს მთელი ბუნება, სამყარო, ჰორმონები, საკვერცხეები, საშვილოსნო, სპერმატოზოიდების კუდები და უპასუხისმგებლო კაცები. ყვეელაფერი თქვენ წინააღმდეგაა მოკლედ და თქვენ მაინც დაუდექით თქვენსავე თავს მხარში.