Erkən yaşda və uşaq evlilikləri az yaşlı üçün bir çox hüquq pozuntularını nəzərdə tutur. Bunlar arasında təhsilə əl çatanlıq məhdudiyyəti, ailə zorakılığı riskləri və s. Qeyd olunanlar ilə birgə sağlamlıqla əlaqədar erkən yaşda evliliyin yarada biləcəyi digər sağlamlıq problemlərinidə nəzərə almağımız vacibdir. Erkən yaşda evlilik sağlamlıq riskləri daşıyır çünki az yaşlı qızların cinsi əlaqəyə başlamazdan əvvəl müvafiq vacib olan məlumatlara əl çatanlıqları məhduddur. Erkən yaşda evlili erkən yaşda baş tutacaq hamiləlik ilə də əlaqardır. Az yaşlının hamiləliyi risklidir çünki, qızların nə orqanizmi nədə ki, fsixikası bunun üçün hazır olmur. Obstetrik fistula, erkən yaşda hamiləliyin ən zərərli nəticələrindən biridir. Qeyd olunan xəstəlikdən dolayı iki milyondan artıq qız zərər görüb.
Dünya Səhiyyə Təşkilatının göstəricilərinə əsasən 15-19 yaş arası qızların ölüm səbəbləri arasında ən birinci hamiləlik zamanı yaranan problemlər gəlir. Elcədə 15 yaşdan kiçik qızların hamiləlik zamanı yaranan problemlərdən həyatlarını itirməsi riski 20 yaş yuxarı qadınlardan daha çoxdur. Uşaq/az yaşlı ana halında bətində olan uşağın ölüm, ölü döğulma və uşağın az kilo ilə doğulma göstəriciləri daha çoxdur. Eləcədə erkən doğumun başlaması, doğum travmaları və infeksiyalara yoxulma kimi gələcəkdə uşağın fiziki imkanlarını məhdud edəcək hallara da səbəb ola bilər. Az yaşlı hamilələrdə anemiya da daha çox yayğındır. Əksər hallarda erkən yaşda “evlənən” az yaşlı qızlar təzyiq altında olurlar ki, onlar uşaq dünyaya gətirə bilərlər və bu səbəblər erkən yaşda hamilə qalırlar.
Dünya Səhiyyə taşkilatının məlumatlarına görə yetkinlik yaşına çatdıqdan sonra evlənən və hamilə qalan gənc qızların daha sağlam olmaq, daha yaxşı təhsil ala bilməq və özləri eləcədə ailələri üçün daha yaxşı həyat qura bilmək şansları var.
ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სირთულეები
ადრეულ ასაკში, ბავშვთა ქორწინებას ბევრი შესაძლო უფლებადარღვევა სდევს თან. ასეთებია, განათლებაზე წვდომის შეზღუდვა, ოჯახში ძალადობის რისკები და სხვა. აღნიშნულთან ერთად, აუცილებელია ვიცოდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იმ რისკების შესახებ, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინებას სდევს თან. ადრეულ ასაკში ქორწინებას ჯანმრთელობის რისკები თან სდევს იმიტომ, რომ გოგოებს პატარა ასაკში შეზღუდულად მიუწვდებათ ხელი იმ ინფორმაციაზე, რომლის ქონაც მნიშვნელოვანია სექსუალური ცხოვრების დაწყებისას. ადრეულ ასაკში ქორწინება დაკავშირებულია ადრეულ ასაკში ორსულობასთან. ორსულობა მოზარდობის ასაკში რისკების შემცველია, რადგან ამ დროს გოგოების ორგანიზმი და ფსიქიკა ამისთვის მზად არ არის. სამეანო ფისტულა ადრეულ ასაკში ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი შედეგია. აღნიშნულით ორ მილიონზე მეტი გოგოა დაზარალებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 15-19 წლის ასაკის გოგოებში სიკვდილის უპირველესი მიზეზი ორსულობასთან დაკავშირებული გართულებაა. ასევე, 15 წელზე პატარა გოგოებისთვის ხუთჯერ უფრო მაღალია ორსულობასთან დაკავშირებული გართულების მიზეზით გარდაცვალების რისკი, ვიდრე 20 წელს გადაცილებული ქალებისთვის. ბავშვი დედების შემთხვევაში, ასევე ორჯერ უფრო დიდია ჩვილთა სიკვდილიანობის, მკვდრადშობადობის და ჩვილთა დაბალი წონით დაბადების მაჩვენებელი. ასევე, ხშირია ნაადრევად მშობიარობის დაწყება, სამშობიარო ტრავმები და ინფიცირება, რაც შესაძლოა მომავალში შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზი გახდეს. ასევე, მოზარდ ორსულებში მეტად არის გავრცელებული ანემია. ხშირად ხდება, რომ ადრეულ ასაკში „დაქორწინებული“ გოგოები ზეწოლას განიცდიან, დაამტკიცონ, რომ მათი შეუძლიათ ბავშვის გაჩენა და ამ მიზნით ორსულდებიან ადრეულ ასაკში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგოებს, რომლებიც ქორწინდებიან და ორსულდებიან მოზარდობის ასაკის შემდგომ, უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ იყვნენ ჯანმრთელები, ჰქონდეთ უკეთესი განათლება და უკეთესი ცხოვრება, როგორც მათთვის, ასევე, ოჯახისთვის.