İctimaiyyət

Ailələr bizə umid qapısı kimi baxırlar biz isə çalışağıq ki bu qapı həmişə açıq olsun

Psixoloq Elşən Bayramovla interviu

Elşən 3 ildir ərkən müdaxilə mərkəzində işləyir. Ərkən müdaxilə ailələri gücləndirmə programıdır. Əlavə olaraq məktəbdə və reabilitasia mərkəzində psixoloqdur. O bildirir ki, artıq 3 ildir fiziki məhdudiyyətli şəxslərin ailələrinə xoşbəxtlik gətirməyə çalışır.

– Fiziki məhdudiyyətli uşaqların ailələri hansı problemlərlə qarşılaşırlar?

– Bilirsiniz ki, fiziki məhdudiyyətli şəxsləri başa düşmək cəmiyyətimizdə çox çətindir. Valideyinlər üçün isə uşağı başa düşmək daha üzün müddətdli bir prosesdir . Valideyinlərin ən çox qarşılaşdığı problem uşaqla ünsiyyət qura bilməməkləridir. Autizm olan uşaqlara aid belə bir söz var “Mən səni gözlərinə baxmadanda sevirəm, icazə verin bu sevgiyi necə istəyirəm elə ifadə edim”, uşaq çox çalışır özünü ifadə etsin. Ola bilsin uşağın konkret bir hərəkəti nəsə bir söz ifade edir, məsələ əllərini silkələməsi onun həyəcanlı olduğunu göstərir, valideyini isə bəzəm bunu anlamaqda zorlanır.

– İnkluziv təhsil hər kəs üçün əlçatandırmı?

– İnkluziv təhsil dünyada yeni inkişaf edən sahədir, hansıki Gürcüstanın çox yerində bu xidmət yoxdur. Valideyinlər bu baxımdan çox çarəsizdirlər, çünki dövlətdə resurs azlığı var , yaxşı psixoloqlar, inkluziv təhsildə aktiv olan şəxslər, ərkən müdaxilə mütəxəssisləri ölkədə azdır, və valideyinlərdə bundan narahatdırlar.

– Cəmiyyət və ailə fiziki məhdudiyyətli uşaqlara necə yanaşır?

– Çox sevinirəmki keçmiş illərə nisbətən vəziyyət çox dəyişib artıq uşaqın problemini başa düşən, onu olduğu kimi qəbul edən valideyinlərimiz çoxdur və hamısı istəyir ki uşaq inkişaf etsin, amma təəssüf cəmiyyətimiz hələdə fiziki məhdudiyyətli uşaqlara lazım olan kimi baxmırlar. Cəmiyyət belə insanlarda sadəcə umidsizlik, çarəsizlik görür və onlarda var olan perspektivayı görməkdə çətinlik çəkir. Cəmiyyət üçün fiziki məhdudiyyətli doğulmaq ömrü boyu başkasına möhtac olmaqdır… Bu isə məlumatsızlıqdan irəli gəlir. Həmçinin məktəblərdə də çox problem var bu sahə üzrə, bəzən valideyin məlumat azlığından uşaqını məktəbə belə qoymur.

– Məktəb bu sahədə necə işləyir?

– Məktəb isə hər məhdudiyyətli uşağa fərdi plan yazıb individual asistent göndərir ki uşağın təhsilində kömek eləsin. Əgər müəllimlərədə inkluziv təhsillə bağlı məlumatlı olsalar daha yaxşı olar, çünki məhdudiyyətlo dostlarımızın gələcəyi birazda müəllimlərin əlindədir…

– Bu sahədə dövlət siyasəti necədir?

– Dövlətimiz çox çalışır ki, maksimum dərəcədə vəziyyəti yaxşlığa doğru dəyişsin, amma bir neçə problemə görə hazırda yalnız şəhərlərdə olan məhdudiyyəyli dostlarımıza fikir verilir, ümidvaram tezliklə kəndlərdəki dostlarımızında yanına gedəcəyik.

– Fiziki məhdudiyyətli uşaqların valideyinləri xüsusilə nəyə diqqət etməlidirlər?

– Fiziki məhdudiyyətli uşağın valideyinləri, qohumları daha çox çalışmalıdırlar ki, onları başa düşşün, çünki biz dünyaya onlar kimi baxa bilmirik, onlar kimi hiss edə bilmirik… Həmişə dövlətin uşağınıza aid olan programlarla maraqlanın, istifade edin. Biz köməyinizdə olacağıq.

– Müdaxilə mərkəzi hazırda hər kəs üçün əlçatandırmı?

– Hal-hazırda açılmaq üzərə olan, Marneulinin Qızıl Hacılı kəndində yerləşın gündəlik mərkəzlərə Mərnəulinin və Bolnisinin müxtəlif kəndlərindən uşaqları qəbul edəcəyimizi gözləyirik. Gündəlik mərkəz ilk olacaq Marneulidə işə başladı, buna görədə əlimizdən gəldiyi qədər hər kəsə kömək edəcəyik. Tələb çoxdur, çünki ailələr bizə umid qapısı kimi baxırlar biz isə çalışağıq ki bu qapı həmişə açıq olsun.

Tozu Gülməmmədli


ოჯახები ჩვენ იმედის სარკმელად აღგვიქვამენ, ჩვენ კი შევეცდებით, ეს სარკმელი ყოველთვის ღია იყოს

ინტერვიუ ფსიქოლოგ ელშან ბაირამოვთან

ელშანი სამი წელია, მარნეულის ადრეული ჩარევის ცენტრში მუშაობს, სადაც ოჯახების გაძლიერების პროგრამა მოქმედებს. ამის გარდა, ის სკოლასა და სარეაბილიტაციო ცენტრშიც მუშაობს ფსიქოლოგად. მისი თქმით, უკვე მესამე წელია, ცდილობს, შშმ ბავშვების ოჯახებში ბედნიერება შემოიტანოს.

– რა პრობლემებს აწყდებიან შშმ ბავშვების ოჯახები ყველაზე ხშირად?

– ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში შშმ ბავშვების გაგებაა. მშობლებისთვის შშმ ბავშვის გაგება უფრო გრძელვადიანი პროცესია. მშობლების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი ბავშვთან ურთიერთობას ვერ ამყარებენ. აუტიზმის მქონე პირებისთვის ერთი კარგი ფრაზა არსებობს: „მე შენ მიყვარხარ თვალებში ყურების გარეშე, ნება მომეცი, ეს სიყვარული როგორც მინდა, ისე გამოვხატო”. ბავშვი ყოველთვის ცდილობს თვითგამოხატვას. შეიძლება, ბავშვს რომელიმე ქცევით რაიმეს გამოხატვა უნდოდეს. მაგალითად, მისი ხელები თუ კანკალებს, ნიშნავს, რომ ის აღელვებულია, მაგრამ ხანდახან მშობლებს ეს არ ესმით…

– ინკლუზიური განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომია?

– ინკლუზიური განათლების სფერო ზოგადად მსოფლიოში ახლახან განვითარებული სფეროა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში კი იგი ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის. ამ მხრივ, მშობლებმა არ იციან, რა ქნან. ქვეყანაში პროფესიონალი რესურსის სიმცირეა. კარგი ფსიქოლოგების, ინკლუზიურ განათლებაში აქტიურად ჩართული პირების, ადრეული ჩარევის სპეციალისტების რაოდენობა მცირეა, ეს პრობლემა კი მშობლებს აწვება.

– საზოგადოება და ოჯახი როგორ იღებს შშმ ბავშვებს?

– ძალიან მიხარია, რომ წინა წლებთან შედარებით, სიტუაცია შეცვლილია. მშობლები, რომლებსაც ესმით ბავშვის პრობლემა, იღებენ მას ისეთად, როგორიც არის. ყველას უნდა, რომ ბავშვი განვითარდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება ხშირად მათ არ იღებს, იგი მათში უიმედობას, უმწეობას ხედავს, ვერ ხედავს მათი განვითარების პერსპექტივას. საზოგადოებისთვის შშმ პირად დაბადება ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვაზე იქნები დამოკიდებული… ეს ყველაფერი კი ინფორმაციის არქონიდან გამომდინარეობს.

– როგორ მუშაობენ სკოლები ამ კუთხით?

– ამ კუთხით სკოლებშიც დიდი პრობლემებია. ხანდახან, მშობლები ინფორმაციის ნაკლებობის გამო არც უშვებენ ბავშვს სკოლაში. სკოლა კი ვალდებულია, ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური გეგმა შეადგინოს და ინდივიდუალური ასისტენტი გამოყოს, რომ ბავშვს  განათლების მიღებაში დაეხმაროს. კარგი იქნებოდა, რომ მასწავლებლებს ინფორმაცია ჰქონდეთ ინკლუზიური განათლების შესახებ, რადგან შშმ მეგობრების მომავალი გარკვეულწილად მათზეა დამოკიდებული.

– ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა როგორია?

– სახელმწიფო ცდილობს, მაქსიმალურად შეცვალოს მდგომარეობა კარგისკენ, მაგრამ რამდენიმე პრობლემის გამო, ზრუნვა მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ შშმ ბავშვებზე ვრცელდება. იმედია, მალე სოფელში მცხოვრებ შშმ მეგობრებთანაც ვიმუშავებთ.

– რა უნდა გაითვალისწინონ შშმ ბავშვების მშობლებმა?

– შშმ ბავშვების მშობლები, ნათესავები უნდა ცდილობდნენ, გაუგონ მათ, რადგან ჩვენ მათნაირად ვერ ვუყურებთ სამყაროს, ვერც მათნაირად ვგრძნობთ. ყოველთვის მიიღეთ ინფორმაცია ამ კუთხით სახელმწიფო სერვისების შესახებ და ისარგებლეთ აუცილებლად. ჩვენ დაგეხმარებით.

– რამდენად ხელმისაწვდომი იქნება დღის ცენტრი სოფლის მოსახლეობისთვის?

– ახლო მომავალში, ყიზილ ჰაჯილში ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ამ ცენტრში მარნეულისა და ბოლნისის სხვადასხვა სოფლის ბავშვებს მოვემსახურებით. დღის ცენტრი პირველად მარნეულში გაიხსნა, ჩვენ კი ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ. მოთხოვნა დიდია, რადგან ოჯახები ჩვენ იმედის სარკმელად აღგვიქვამენ, ჩვენ კი შევეცდებით, ეს სარკმელი ყოველთვის ღია იყოს.

თოზუ გულმამედლი