Səkinə Rüstəmova Aşağı Saral sakini, Tbilisi Dövlət Universitetinin, hüquq fakültəsi üzrə 4cü kurs tələbəsidir. O, eyni zamanda Aşağı saral icma mərkəzinin qurucusu və rəhbəridir.
Bu mərkəzi yaratma səbəbim kəndimizdə əhalimizin, şagirdlərimizin, tələbəlirmizin baş vuracaq bir mərkəzinin olmamağı idi. Əsasən də şagirdlərimiz dərsdən əlavə vaxtlarını səmərəli keçirə, qeyri-formal şəkildə özlərini inkişaf etdirə bilmirdilər. Mən özüm bununla bağlı bir çox çətinliklər çəkmişəm, o inkişafın məktəb vaxtında düzgün şəkildə qazanılmamağının nə olduğunu daha yaxşı bilirəm. İlk dəfə Kamran müəllimgilin mərkəzinə qonaq olanda çox bəyənmişdim, gördükləri işlər diqqətimi çəkmişdi. Ancaq düşünməmişdim ki, belə bir mərkəz bizdə də ola bilər, bunu məndə edə bilərəm.
2019-cu ilin fevral ayında Samira Bayramova mənə təklif etdiki, EMC ilə biz 1 illik yeni proyekte başlayırıq hansi ki, gənclərimizi fəallaşdıracağıq, onlara təlimlər keçiriləcək, praktiki işlər görüləcək və istəyirəm ki, səndə bizimlə olasan. Bu təklif məni çox sevindirmişdi, 4 ay təlimlər keçirilildikdən sonra həmin layihə üzvlərinə təklif etdilər ki, istəyirik bu layihə altında kəndlərimiz də icma mərkəzlərimizi çoxaldaq kim bu məsuliyyətli işi öz üzərinə götürsə biz onlara əlimizdən gələn dəstəyi göstərəcəyik. Fədakarlığı, paylaşmağı çox sevirəm, kiməsə bir faydam toxunduqda özümü çox rahat və xoşbəxt hiss edirəm. Bu təklif məni düşünməyəcəyiniz qədər çox xoşbəxt etmişdi. Təklifi aldığım gün gəlib evdə bölüşdüm ailəm məni dəstəklədi, doğru qərarını sən daha yaxşı bilərsən dedilər. Mama ilk onu dedi ki, “pul verəcəklərmi”? Səhərisi gün məktəbə üz tutdum məktəb rəhbərimiz ilə danışdım, çox sevinmişdi və məktəbdə etməyi düşünmüşdüm otaq götürməyə razı oldu, amma bir problem var dedi bu il məktəbimiz remont olunacaq devam edə bilməyəcəksiz. Bu məni biraz ruhdan saldı, çünki bizim məşğul olacaq bir yerimiz yox idi. Evdə bölüşdüm baba gildə bizdə idi onlar Ukrayna da yaşayırlar evlərini remont etdirmək üçün gəlmişdilər. Babam dedi ki, “bizim evdə məşğul niyə məşğul olmursan”?
Bizdə gedəcəyik ev boş olacaq, rahat şəkildə yığıla bilərsiz. İçimdəki xoşbəxtliyi, üzümdəki təbəssümü sözlə deyə bilmərəm. Artıq bu xoş xəbəri də aldıqdan sonra təşəbbüsümü irəli sürməyə başladım. Facebook səhifəmiz oldu, ilk növbə də ailəm, Samira Bayramova, Kamran müəllim, Ariz müəllim bizə dəstək oldular, motivasiya etdilər. Ən əsası isə şagirdlərimizin valideyinləri və müəllimlərim çox xoş qarşıladılar. Səninlə fəxr edirik, sənə güvənirik, sən bacararsan dedilər. Bu isə mənim başlamam üçün ən böyük güc hissi, motivasiya idi. Baxmayaraq ko, istisna hallarda mövcud idi. Ama mənim uşaqlıqdan olan hissim doğru bildiyim yolda mənfi təsirlər heç vaxt məni ruhdan sala bilmir. Daha sonra Facebook üzərindən bizi tanıyan, məlumatı olan könüllü aktivistlərimiz, ziyalılarımız, müəllimlərimiz bizə qonaq oldular öz məsləhətlərini bölüşdülər. Mən özüm gürcü dili dərsi keçirəm, həftə içi təlimlərimiz olun. İşlərimiz aktiv şəkildə devam edir, günü gündən tələblər artır, şagirdlərimizin sayı çoxalır. Yaxın gələcəkdə mərkəzimizi daha da böyütməyi düşünürük. Bir şam, o biri şamı yandırdıq da işığından bir şey itirməz. Bu mənim ən böyük hədəfimdir.
Tozu Gülmamedova
“სათემო ცენტრის შექმნის მიზეზი ის იყო, რომ სკოლაში მოსწავლეების, სტუდენტებისთვის არ არსებობდა ისეთი სივრცე, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ სკოლის შემდეგ არაფორმალური განათლების მიღებისა და განვითარების საშუალება. მეც გავლილი მაქვს იგივე სირთულეები, კარგად ვიცი, რას ნიშნავს სკოლის პერიოდში თვითგანვითარების შესაძლებლობის არქონა. როცა პირველად მოლაოღლუს სათემო ცენტრს ვესტუმრე, ძალიან მომეწონა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მეც იგივეს შევძლებდი და ჩვენთანაც იქნებოდა მსგავსი ცენტრი.
მიმდინარე წლის თებერვალში სამირა ბაირამოვამ შემომთავაზა, EMC-სთან ერთად პროექტს ვიწყებთ, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების გასააქტიურებლად ტრეინინგებს, პრაქტიკულ სამუშაობს ჩავატრებთ, თუ გსურს, მონაწილეობა შენც მიიღეო.
ძალიან გამიხარდა. 4-თვიანი ტრეინინგების შემდეგ, მონაწილეებს შესთავაზეს, იგივე პროექტის ფარგლებში, სათემო ცენტრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს, ვისაც აქვს სურვილი და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებითო.
თუ ვინმესთვის კარგს ვაკეთებ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ამ შემოთავაზებამ ისე გამახარა, ვერც კი წარმოიდგენთ. სახლში მივედი თუ არა, ეს იდეა ოჯახს გავუზიარე. ოჯახმა მხარი დამიჭირა, შენ უკეთ იციო, მითხრეს. დედაჩემის პირველი კითხვა იყო, ფულს მოგცემენ თუ არაო?
მეორე დღეს სკოლაში წავედი და დირექტორს თანამშრომლობა შევთავაზე. მასაც გაუხარდა და მითხრა, რომ მზად იყო, სკოლაში ოთახი დაეთმო. მაგრამ, ერთი პრობლემა იყო – სკოლაში რემონტი მიმდინარეობდა და იქ ვერ განვაგრძობდით მუშაობას. ამ ამბავმა ცოტათი დამიკარგა მოტივაცია, რადგან სხვა ადგილი არ გვქონდა. მაშინ სახლში ვთქვი ამ პრობლემის შესახებ. ჩემები უკრაინაში ცხოვრობენ, აქ ცოტა ხნით იყვნენ ჩამოსულები. მამამ მითხრა, რომ სახლშიც შემეძლო ცენტრის მოწყობა, მაგრამ როცა ისინი დაბრუნდებოდნენ, სახლი ცარიელი უნდა ყოფილიყო.
ვერ აღგიწერთ, იმ მომენტში როგორი ბედნიერი ვიყავი. მუშაობას შევუდექი. ჩემი ოჯახის, სამირა ბაირამოვას, კამრან მასწავლებლის, არიზ მასწავლებლის დახმარებით, სოციალურ ქსელში გვერდი გავაკეთეთ. მოსწავლეების მშობლებს და მასწავლებლებსაც ძალიან გაუხარდათ ეს ამბავი, მეუბნებოდნენ, ვამაყობთ შენით, შენ ყველაფერს შეძლებო. ეს სიტყვები ძალას მმატებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა აზრის ხალხსაც გადავეყარე, ბავშვობიდანვე არასოდეს ვანებებ თავს იმას, რაც სწორედ მიმაჩნია. სულ მალე, სოციალური ქსელიდან გაცნობილი მოხალისეები, აქტივისტები, მოვიდნენ ცენტრში და საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს ბავშვებს. მე თვითონ ვასწავლი ქართულს, კვირის დღეებში ვატარებთ გაკვეთილებს. ამ ეტაპზე აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ყოველდღე მატულობს ჩვენი მოსწავლეების რაოდენობა და მოთხოვნაც. ახლო მომავალში ცენტრის გაფართოებას ვაპირებთ. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. ერთი სანთელი მეორის ნათების დროს სინათლეს ნამდვილად არ კარგავს”, – ამბობს საქინა.