Huriye Abashidzenin 26 yaşı var,o, bu il İlia Dövlət Universitetinin klinka psixologiyası üzrə magistratura pilləsini bitirib. Huriye eyni zamanda ictimai aktivizmlə məşğuldur.
Mən icmamda qadınların aktivləşməsi və onların hüququ üzrə işləyirəm. Qadınların streotipləri qırması ən mühüm məsələdir. Mənim doğulub, böyüdüyüm mühitdə uğurlu, təhsilli olmaq haqqı əlindən alınan qadınlar var. Uğurlu ola biləcək qadınlar bu gün evdar qadınlardır və düşünürlər ki, bu normadır. Mənim əsas məqsədim odur ki, gələcək nəsil bu xəstə ənənələrin qurbanı olmasın.
Digər səbəb isə cəmiyyətdə başı örtülü qadınlar haqqında streotiplər vardır, bu cür qadınları təhsilsiz qadın olaraq tanıyırlar. Onlar düşünür ki, biz özümüz tək heç nə bacara bilmərik. Buna səbəb bizdən əvvəlki nəslin qadınlarının azad təhsil ala bilməməsi idi və bunun səbəbi isə o vaxt mövcüd olan ənənələrdir. Onlar yalnız yaxşı ana və evdar qadın olmalı imişlər. Məhz bu stereotiplərin qırılması məqsədiylə mən və mənim dostlarım kitab oxumaq proqramı yaratdıq, bu klubda bütün tələbələr iştirak edə bilər. Məqsədimiz kitabın müzakirə edilməsi və cəmiyyət danışılmayan (çəkinilən) mövzülar haqqında müzakirə etmək idi.
Huriye yerli qadınlarla reproduktiv sağlamlıq haqda görüşlər keçirir.
“Ümumiyyətlə bizim qadınlarreproduktiv sağlamlıq haqqında danışmağa, ginekoloq yanına getməyə çətinlik çəkirlər. Onlar yalnız təcili hallarda həkimə müraciət edirlər. Məhz uşaqlıq yolu xərçənginin səbəbidə budur. Qadınlar düşünür ki, həkimə yalnız təcili vəziyyətdə olanda müraciət etməlisən. Çünki onların reproduktiv sağlamlıq haqqında məlumatları yoxdur və ya o qədər səhv məlumatları var ki, hər şeyi səhv edirlər, bu onları qorxulu nəticəyə doğru aparır. Bizim cəmiyyətdə valideyin övladı ilə menstruasiya( buvəziyyətdə qız necə davranmalıdır, nə etməlidir və.s) kimi sadə mövzularda danışa bilmir. Bütün bu problemləri gördükdən sonra bu il qadınlarla bu mövzular haqqında görüşlər keçirməyə qərar verdim.
Huriye bildirir ki, cəmiyyətdə gördüyü kiçik qarşıdurmalar ona düz yolda olduğuna işarətdir.
İnsanlarla onların utanıb, çəkindiyi mövzular haqqında danışdıqda əlbəttə onlar razı qalmırlar. Onlar hesab edir ki, bizim danışdıqlarımız o qədərdə mühüm problem deyil, əslində biz bunu şişirdirik. Problemə yaxınlaşdıqca onlar daha da çox narahat olurlar. Onları narahat edən şeylər haqqında danışdıqda bu onlara xoş gəlmir. Bu təbiidir. Əslində kiçik narazılıqlar mənə bu mövzuda daha çox işləməyim üçün stimul verir, bu onu göstərir ki, mən doğru yoldayam.
Bizim cəmiyyətdə bu haqda məlumat yoxdur. Çünki bununüçün lazimi resurs yoxdur. Heç kim bu haqda trening, məlumatlandırıcı görüş keçirtmir. İnternet istifadəçiləri üçün səhifələr yoxdur. Həkimlər yalnız şəhərlərdə bu haqda görüşlər keçirirlər.
Gələcəkdə bu mövzu haqqında işləməyə davam etməyi planlayıram. Yeni nəsil böyüyür və onlara düzgün məlumat vermək lazımdır. Yeni nəsil cəmiyyətdə olan səhv məlumatlardan qorunmalıdır. Düşünürəm ki yeni nəslin qızları analarının səhv təsəvvürlərini dəyişdirməlidirlər.
Reproduktiv sağlamlıq yalnız fiziki sağlamlıq deyil, o qadının psixoloji və ruhi sağlamlığıdır. Qadının sağlam yaşaması və özünü tam hiss etməsi üçün vacib olan detalı onda var.
Tozu Gülmamedova
“ჩემ გარშემო არიან ქალები, რომლებსაც წაართვეს განათლებულ და წარმატებულ ქალად ყოფნის უფლება”
ჰურიე აბაშიძე 26 წლისაა. წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო საფეხური. ჰურიე, ასევე, სამოქალაქო აქტივისტია.
ჰურიე: ჩემს თემში ვცდილობ ქალების გააქტიურიებას და მუშაობას მათ უფლებებზე, სტერეოტიპების დამსხვრევაზე და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ქალებს ეხება. ამის მიზეზი არის ის გარემო, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ჩემ გარშემო არიან ქალები, რომლებსაც წაართვეს განათლებულ და წარმატებულ ქალად ყოფნის უფლება, ქალები, რომლებიც დღეს შეიძლება ძალიან წარმატებულები ყოფილიყვნენ ახლა კი დიასახლისები არიან და თვლიან, რომ ის, რაც მათ გადახდათ თავს, ნორმაა. ჩემი მთავარი მიზანია, ის ახალი თაობა მაინც არ გახდეს იმ არაჯანსაღი ტრადიციების მსხვერპლი, რისი მსხვერპლიც მათი დედები იყვნენ.
ასევე, ჩემი აქტივიზმის კიდევ ერთი მიზეზი გახდა ის სტერეოტიპული დამოკიდებულება საზოგადოებაში, რაც თავსაფრიანი ქალების მიმართ არსებობს: ზოგადად ჩვენ, თავსაფრიანი ქალები, ადამიანებს გაუნათლებლები ვგონივართ. მათი აზრით, ჩვენ დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეგვიძლია. ამ სტერეოტიპს ამყარებს ის, რომ ჩვენი უფროსი თაობის ქალებს უჭირდათ განათლების თავისუფლად მიღება და ამის მიზეზი იყო იმ დროისთვის არსებული ტრადიციები, რომ ქალი მხოლოდ კარგი დედა და დიასახლისი შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ ამ სტერეოტიპის (გაუნათლებელი) დამსხვრევის მიზნით, მე და ჩემმა მეგობარმა შევქმენით წიგნის კითხვის პროგრამა, სადაც ყველა სტუდენტს თვისუფლად შეეძლო დასწრება, წიგნების განხილვა და ასევე იმ თემებზე მსჯელობა, რაც ზოგადად ჩვენთან, საზოგადოებაში, ტაბუდადებულ თემებად განიხილება.
ზოგადად, ჩენთან ქალებს უჭირთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი. საუბარი კი არა, მათთვის ძალიან რთულია უბრალო კონსულტაციისთვისაც კი გინეკოლოგთან მისვლა. ეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში ხდება. სწორედ ეს არის ძალიან ბევრი ქალისთვის საშვილოსნოს ყელის სიმსივნის მიზეზი და არამარტო. ქალები თვლიან, რომ ექიმთან მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მივიდნენ. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის ის, რომ მათ არ აქვთ ელემენტარული ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელოასთან დაკავშირებით, ან იმდენად არასწორი ინფორმაცია აქვთ, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებენ და სავალალო შედეგამდე მიდიან. ჩვენთან ძალიან ბევრ დედას უჭირს საკუთარ შვილთან ისეთ მარტივ თემებზე საუბარი, როგორიცაა მენსტრუაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები (როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს გოგო, რისი გაკეთებაა საჭირო და ა.შ.). სწორედ ამ არასწორი ინფრომაციის და ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაციის გამო. წელს გადავწყვიტე, ჩამეტარებინა საინფორმაციო შეხვედრები ქალებთან და გვესაუბრა და განგვეხილა ყველა ის საკითხი, რაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შეეხება.
როდესაც ადამიანებს ესაუბრები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის უხერხულია, რა თქმა უნდა, იწვევს ერთგვარ პროტესტს, რომ ეს მაინცა და მაინც არ არის მთავარი პრობლემა და რომ ჩვენ ყველაფერს ვაზვიადებთ. როდესაც იმ თემებს განიხილავ, რომელიც მათ ეხებათ, არ სიამოვნებთ. რამდენადაც პრობლემას ვუახლოვდებით, იმდენად მატულობს მათი უხერხულობა და ეს ბუნებრივიცაა. ის მცირედი წინააღმდეგობა, რაც არსებობს, ჩემთვის ერთგვარი სტიმულია, რომ მე უფრო მეტი ვიმუშაო ამ თემაზე. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავართ.
ის, რომ ჩვენი საზოგადოება ამ თემაზე კარგად არ არის ინფორმირებული. იმიტომ ხდება, რომ არავინ ატარებს აქტიურად ამ თემაზე პატარა ტრეინინგს ან საინფორმაციო შეხვედრას. არ არსებობს შესაბამისი გვერდები, რომ ვინც ინტერნეტს იყენებს, იმან მაინც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. ექიმები მხოლდ მთავარ ქალაქებში აკეთებენ შეხვედრებს ამ თემებთან დაკავშირებთ და რეგიონებში რა ხდება, არავინ კითხულობს, არადა ყველაზე მეტად რეგიონები საჭიროებს დახმარებას.
ვაპირებ ამ მიმართულებით მუშაობას. ეს არის საკითხი, რომელიც მუდმივია და ამოუწურავი. ახალი თაობა იზრდება, რომელიც საჭიროებს სწორი ინფორმაციის მიღებას, ახალი თაობის გოგონები მაინც უნდა იყვნენ დაცლილნი იმ არაჯანსაღი ინფორმაციისგან, რაც არსებობს საზოგადოებაში. ვფიქრობ, ახალი თაობა იქნება ის ადამიანები, ვინც შეცვლის თავიანთი დედების წარმოდგენებს და არასწორ ინფორმაციებს.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, ეს არის ქალის ფსიქოლოგიური და სულიერი ჯანმრთელობა. ის მოიცავს ყველა იმ დეტალს, რაც ქალის ჯანსაღი ცხოვრებისთვის და საკუთარი თავის სრულყოფილად აღქმისთვის არის საჭირო. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარ სხეულზე თავად არის პასუხისმგებელი და რომ რასაც ისინი პატარა პრობლემად თვლიან, შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა იყოს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჯანმრთელობის უგულებელყოფა არ შეიძლება. ყველა ქალი ვალდებულია და აქვს უფლება, იცოდეს ყველაფერი საკუთარი სხეულის შესახებ.
თოზუ გულმამედოვა