İctimaiyyət

Cəmiyyət qadına “səhvini” heçbir zaman unutdurmur

Günəş 17 yaşında öz istəyi ilə ailə qurub. Sevərək evlənməsinə baxmayaraq ailə zorakılığının qurbanı olub və bir çox çətinliklərdən keçib. Bu  gün Günəş Tbilisidə dövlət universitetlərindən birində təhsil alır və O, bunu keçdiyi yolu cəmiyyətin ona hər dəfə xatırlatmasına baxmayaraq bacarıb.

“Bu gün həyatım çox dəyişib, mən bir dəfə səhv etdim ancaq ayaqda qalmağı bacardım. Asan deyil ancaq bizim cəmiyyət bunu iki dəfə dahada çətin edir. Biz nəqədər o dövr bitdi desəkdə bir kəlimə deməkləri keçmişin izini xatırlatmağa yetərli olur”-deyir Günəş.

20 yaşlı Günəş məktəbi bitirdikdən sonra ailəsinin razılığı olmadan ancaq öz istəyi ilə sevdiyi şəxslə “qaçaraq” evlənib. Uzun zaman ailəsinin buna narazlığı olsada az yaşlı qız bu addımı atarkən düzgün olduğunu zənn edib. Kənd məktəbini seçilən şagirdlərində olan Günəş həmin zaman məktəbi yeni bitirib və dövlət qəbul imtahanında da iştirak edibmiş.

“O yaşda ailə quran zaman elə bilirsən ki, hər şey xəyal etdiyin kimi olacaq, ancaq elə olmur. Ailədə çətinliklər olur və hər nə olsada dözüb öhtəsindən gəlmək lazımdı. Mənim təhsilimi davam etdirmək istəyim ailə böyüklərinin etirazına səbəb olmuşdu. Hər zaman yanımda olacağını düşündüyüm yoldaşım təsəvvürümdə ki, kimi addımlar atmadı”-söyləyir Günəş.

Günəş danışır ki, ailədə ortaya çıxan bir çox maddi problemlər erkən yaşda ailə qurmağın düzgün addım olmadığını təstiqləyir. Bunün üstünə isə ailə zorakılığı baş verən zaman artıq bu prosses dözülməz hal alır. Özünün də söylədiyinə görə qaçaraq evləndiyi üçün ailəsinin başının aşağı etdiyini düşünürmüş, cəmiyyətin gözündə “ikinci səhv addımı” atıb boşanarsa növbəti qınağa məruz qalacağına əminimiş. Buna görədə ailə zorakılığına bir necə dəfə məruz qalsa da susub dözürmüş.

“Mən az yaşda ailə qurdum, bu gün görürəm ki, səhv imiş. Ancaq o yaşlarda bir uşağın nəyin doğru nəyin yalnış olduğunu seçməsi çox çətin olur. Mən öz seçimimin qurbanı oldum. Xoşbəxtəm ki, zorla evləndirilməmişəm əksinə səhv etməyimə baxmayaraq ailəm mənim hər bir çətinlikdə dəstəkçim olub. Onlar mənə dəstək olmasa bu gün deyil təhsilimi azad şəkildə davam etdirmək heç o zorakılığın içindən çıxa bilməzdim”-deyir Günəş.

20 yaşlı Günəş bu gün təhsilini davam etdirir, çalışır və ayaqda güclü şəkildə durur. Əsas məqsədi təhsilini tamamlayıb öz istədiyi sahədə işlərinə davam etməsidir.

Şəlalə Əmircanova


საზოგადოება ქალის „შეცდომას“ არ ივიწყებს

გუნეში 17 წლის ასაკში საკუთარი ნებით დაქორწინდა. ოჯახის სიყვარულით შექმნის მიუხედავად, ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა და რიგი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. დღეს გუნეში თბილისის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანები მის მიერ განვლილ რთულ გზას და „შეცდომებს“ მუდმივად უხსენებენ. 

„დღეს ჩემი ცხოვრება შეცვლილია. ერთხელ შევცდი, თუმცა, ადგომა შევძელი. ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ამ პროცესს ჩვენი საზოგადოება ორმაგად ართულებს. რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს პერიოდი დამთავრებულია, ადამიანებისგან გაგებული ერთი სიტყვაც კი, წარსულის გასახსენებლად საკმარისი ხდება“, – ამბობს გუნეში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 20 წლის გუნეში ოჯახის თანხმობის გარეშე, თავისი ნებით, შეყვარებულთან ერთად გაიპარა. ოჯახთან ხანგრძლივი უთანხმოების მიუხედავად, მცირეწლოვან გოგონას ამ ნაბიჯის სისწორეზე არ უფიქრია. სოფლის სკოლაში წარჩინებული მოსწავლის სტატუსის მქონე გუნეშს იმ პერიოდში სკოლა ახალი დამთავრებული, ეროვნული გამოცდები კი ჩაბარებული ჰქონდა.

„ამ ასაკში ოჯახის შექმნისას ფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც შენ გსურს, თუმცა ასე არ ხდება. ოჯახში სირთულეები ჩნდება, შენ უნდა მოითმინო და პრობლემები უნდა გადაჭრა. ჩემმა განათლების გაგრძელების სურვილმაც კი ოჯახის უფროსების უკმაყოფილება გამოიწვია. მეგონა, რომ მეუღლე სულ გვერდით მეყოლებოდა და მხარს დამიჭერდა, მაგრამ სხვანაირად მოიქცა“,- ამბობს გუნეში.

გუნეში ჰყვება, რომ ოჯახში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები იმას მოწმობს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არასწორი გადაწყვეტილებაა. ამას დამატებული ოჯახში ძალადობა კი, ამ პროცესს გაუსაძლისს ხდის. როგორც გუნეში ჰყვება, ადრეულ ასაკში გაპარვით ქორწინების გამო, იგი ფიქრობდა, რომ საკუთარ ოჯახის სახელს ჩირქი მოსცხო. ამას დამატებული ქმართან დაშორება საზოგადოების თვალში მეორე შეცდომა იქნებოდა და ამას კიდევ მეტად არ მიიღებდნენ. ამის გამო, გუნეში ოჯახში ძალადობას ითმენდა და არც ერთ მომხდარ შემთხვევაზე ხმას არ იღებდა.

„მე ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი. დღეს ვხედავ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება ყოფილა. იმ ასაკში პატარა ბავშვს ეს არ ესმის და სწორისა და მცდარის ერთმანეთისგან გარჩევა მარტივიც არაა. მე საკუთარი გადაწყვეტილების მსხვერპლი გავხდი. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ძალით არავინ დამაქორწინა უცნობზე. პირიქით, მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, ოჯახმა მხარი დამიჭირა და სირთულებიც ერთად გადავლახეთ. რომ არა მათი მხარდაჭერა, განათლების გაგრძელებას კი არა, იმ ძალადობისგან თავის დახსნასაც კი ვერ შევძლებდი“, – ამბობს გუნეში.

20 წლის გუნეში დღეს სწავლას აგრძელებს, მუშაობს და ფეხზე მყარად დგას. მისი მთავარი მიზანი სწავლის დამთავრება და სასურველი განხრით მუშაობის გაგრძელებაა.

შალალა ამირჯანოვა