Xalq Müdafiəçisi Kvemo Kartlidə regional gender nümayəndəsi Marian Gvidiani ilə interviu
– Əgər məktəb direktorları və müəllimləri, şagirdin nişanlanması və bu səbəbdən təhsili dayandırdığı eləcə erkən yaşda evləndiyi haqda məlumatı varsa, qanunla hansı öhdəlikləri var?
– Gürcüstan hökumətinin uşaqların müdafiəsi üçün müraciət prosedurları çərçivəsində qərarına uyğun olaraq məsuliyyətli orqan kimi, təhsil müəssisələrinin zorakılıq şübhəsi olduğu təqdirdə müvafiq qurumlara müraciət etmək və zorakılıq faktı haqda məlumat vermək məcburiyyəti var. Bu proseduraya əsasən məsuliyyətli orqan ilk növbədə uşaq hüquqlarının qorunmasıyla, koordinasiyalı və razılaşma yoluyla işləmə Buna əsasən, nişanlanmaq ehtimalı olduğu halda məktəb nişan və erkən evlilik faktını müvafiq orqanlara bildirməlidir ki azyaşlıya təhsilini dayandırmaq üçün edilən istənilən növ zorakılıq ehtimalı aradan qaldırılsın.
– Bu sahədə məktəblər onlara verilən öhdəlikləri necə yerinə yetirərlər?
– Təəsüflər olsun ki, Xalq Müdafiəçisinin bu haqda məsələləri araşdırma və analizləri göstərir ki, məktəblər əsasən bu məsuliyyətlərini yerinə yetirmirlər və hətta bizim monitorinqimiz nəticəsində məlum oldu ki, məktəb oxşar faktları gizləyir və qızların məktəbə gəlməmək faktının hesabatını təqdim etmir. Bu haqda Xalq Müdafiəçisi Gürcüstan Elm, Təhsil Mədəniyyət və İdman Nazirliyinə rekomendasiya ilə müraciət etdi ki, müvafiq ölçüləri götürsün və orqanlarla koordinasiyalı əməkdaşlıqla azyaşlının tədris prosesindən uzaqlaşdırılmasına icazə verilmə Baxmayaraq ki, qeyd olunan davranış inzibati xəta məcəlləsi ilə tənzimlənir və sanksiya nəzərdə tutur, bu günədək hansısa məktəbə bu sanksiyanın tətbiq olunmasına şahid olmamışam.
– Əgər sizin bu haqda məlumatınız varsa siz nə edirsiniz? Hansısa dəqiq bir fakt varmı ki, siz müdaxilə etdiniz və müsbət nəticələndi?
– Əsasən erkən yaşda evlilik/ nişan/ məcburi evlilik haqda Xalq Müdafiəçisinin Kvemo Kartlı ofisinə anonim müraciət edirlər və nəticədə digər orqanlar bizim müraciətimzlə xəbər tuturlar. Regionda bir neçə hadisə olub ki, digər orqanların müsbət nəticə almasında Xalq Müdafiəçisinin müdaxiləsi mühüm rol oynayıb. Bu axır vaxtlarda bir hadisə haqda deyə bilərəm ki, Kvemo Kartlinin bir muniçipalitetində əməkdaşlıq və düzgün koordinasiya ilə erkən evliliyin qarşısını aldıq. Azyaşlı və onun ailəsi evlənmək fikrindən əl çəkdilər və nişan üzüyü geri qaytarıldı və uşaq təhsil almağa davam etdi. Amma düşünürük ki, bu sahədə əsas rol təhsil müəssisələrində, birbaşa azyaşlıyla əlaqəsi olan pedaqoqların rolu böyükdür, əsasən ən birinci onların xəbəri olur. Dövlət uşaqların maraqlarını qorumalıdır və biz tək uşağın özünün müraciət etməsini gözləmə
– Məktəb şagirdi qızlar erkən, məcburi evlilik və nişanlanmaqla necə mübarizə aparmalıdırlar.
– İlk növbədə azyaşlılar erkən evliliyin ziyanları haqda və uşaqlara zorakılıq və evliliyə məcbur etmək bu günki qanunvericiliklə cəzalandırıldığını bilməlidirlə Bununla yanaşı uşaq hiss etməlidir ki dövlətin onlara dəstək olur və qayğılarına qalır. Azyaşlı məktəbə, polisə, Sosial Xidmət Agentliyinə və Xalq Müdafiəçisinə özü və başqalarının hüquqlarını qorumaq üçün, anonim müraciət edə bilərlər.
Düşünürəm ki, məlumatlılığın artırılması istiqamətində daimi işlər aparmaq vacibdir və cəmiyyətin müxtəlif qruplarının məlumatlandırılması bizə azyaşlı qızların diskriminasiya və əziyyət hallarının öhdəsindən gəlməyimizə kömək edəcək.
Tozu Gülmamedova
————————————-
ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებში სკოლის როლი
ინტერვიუ ქვემო ქართლში სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულ წარმომადგენელთან მარიამ გვიდიანთან.
– კანონის მიხედვით, რა ევალება სკოლის დირექტორს და მასწავლებელს, თუ იცის სკოლის მოსწავლის დანიშვნის და ამ მიზნით განათლების შეწყვეტის და ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ?
– საქართველოს მთავრობის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებას, როგორც ერთ-ერთ პასუხისმგებელ უწყებას, ავალდებულებს, ბავშვის მიმართ ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის უწყებებს და შეატყობინოს შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ. რეფერირების პროცედურა პასუხისმგებელ უწყებებს ავალდებულებს, იმუშაონ კოორდინირებულად და შეთანხმებულად, რა დროსაც წამყვანი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამის საფუძველს ასევე იძლევა შესაძლო ნიშნობის შემთხვევები, რა დროსაც სკოლა ვალდებულია, შეატყობინოს უწყებებს ნიშნობის და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევის შესახებ, რადგან მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს არასრულწლოვნის მიმართ რაიმე სახის ძალადობა და მათ არ შეწყვიტონ განათლების მიღება.
– სკოლები რამდენად ასრულებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ამ კუთხით?
– სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მიერ საქმეების შესწავლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლები, ხშირ შემთხვევაში, არ ასრულებენ ამ ვალდებულებას. უფრო მეტიც: ჩვენი მონიტორინგის შედეგად, რიგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ სკოლა მალავდა მსგავს ფაქტებს და სათანადოდ არ აღრიცხავდა სკოლაში გოგონების გამოუცხადებლობის ფაქტს, რაზედაც სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეტარებინა შესაბამისი ზომები და უწყებებთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით მოეხდინა არასრულწლოვნების საგანანმანათლებლო პროცესში ჩართვა. თუმცა, ამ დრომდე არ მახსენდება ფაქტი, რომ ქვემო ქართლის რეგიონში რეფერირების პროცედურების დარღვევისთვის რაიმე სანქცია დაკისრებოდა დამრღვევს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.
– თუ თქვენ ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, როგორ მოქმედებთ? კონკრეტულად რომელიმე მაგალითი არის თუ არა, როდესაც დადებითად დასრულდა ეს ამბავი?
– ხშირ შემთხვევაში, ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის/ქორწინების იძულების შემთხვევებს ანონიმურად ატყობინებენ სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისს, რა დროსაც უწყებებისთვის ეს ამბავი ჩვენი მიმართვის შემდეგ ხდება ცნობილი. ბევრი შემთხვევა ყოფილა რეგიონში, როდესაც სახალხო დამცველის ჩართულობა მნიშვნელოვანი კომპონენტი აღმოჩნდა უწყებებისთვის დადებითი შედეგის მისაღწევად. ამ ბოლო პერიოდშიც, შემიძლია, გავიხსენო შემთხვევა ქვემო ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რა დროსაც ურთიერთთანამშრომლობითა და სწორი კოორდინაციით მოვახერხეთ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია. არასრუწლოვანმა და მისმა ოჯახმაც გადაიფიქრა დაქორწინება, ნიშნობის ბეჭედი დააბრუნა და ბავშვმა განაგრძო განათლების მიღება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული როლი აკისრიათ საგანანმანათლებლო დაწესებულებებს იმ პედაგოგებს, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება არასრულწლოვნებთან და ხშირად პირველები იგებენ მსგავს ფაქტებს. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ამ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ბავშვების იმედად.
– სკოლის მოსწავლე გოგონებს როგორ შეუძლიათ, ებრძოლონ იძულებით, ნაადრევ ქორწინებას და დანიშვნას?
– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, არასრულწლოვნები იყვნენ ინფორმირებულნი, ადრეულ ასაკში ქორწინების მოსალოდნელი ზიანის შესახებ და იცოდნენ, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა და ქორწინების იძულება დღევანდელი კანონმდებლობით დასჯადია. ამასთან, მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ სახელწიფო მათი მხარდამჭერია და იზრუნებს მათზე.
არასრულწლოვანს შეუძლია, მიმართოს მასწავლებელს, პოლიციას, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სახალხო დამცველს თავისი და სხვისი უფლებების დასაცავად, მათ შორის ანონიმურობის დაცვით.
მიმაჩნია, რომ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუდმივი მუშაობა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თავიდან ავიცილოთ არასრუწლოვანი გოგოების დისკრიმინაციისა და ჩაგვრის შემთხვევები.
თოზუ გულმამედოვა