Feminizm günümüzdə sıx eşidilən ancaq tam mənası anlaşılmadığı üçün mənfi yorumlanan termindir. Bir çox miflər feminizm bu gün ki, irərləyişinı mane olmağa yol açır.
Bəs bu miflər hansılardır:
Birinci mif ondan ibarətdir ki, feministlər mütləq şəkildə hər hansısa daxili və ya xarici görünüşə sahib olmalıdırlar. Daxilən mütləq masqulin və aqresiv olmalıdırlar, xaricən də etni ilə sacları qısa, masqulin görünüşlü, geyimli, sərt və gobud olmalıdırlar. Bundan əlavə bədənlərindəki tükləri saxlamalı, makyaj etməməlidirlər və s. Halbuki reallıq belə deyil. Hər bir insan daxili və xarici görünüşündən asılı olmayaraq. Siyasi baxəşından asılı olmayaraq – feminizmin geniş mənasında feminist ola bilərlər.
İkinci mif ondan ibarətdir ki, feminizm guya qadınların kişilərdən daha üstün olduğunu təbliğ edir. Halbuki reallıq göstərir ki, əsirlər boyudur artıq feministlər sadəcə bir şeyi təbliğ edir ki, feminizm bərabər hüquqlar və bərabər imkanlar üçün mübarizədir. Və burada heç bir zaman hər hansısa bir cinsin bir birindən üstünlüyü yer ala bilməz.
Üçüncü mif ondan ibarətdir ki, əgər feminizm qalib gələrsə bu qadınlara zərər vuracaq. Qadınlar əsgər gedəcək, daş daşıyacaq və s. Reallıq isə bunu göstərir ki, feminizm umumiyyətlə militarizmə qarşıdır və nəyin ki, qadınların eləcədə kişilərin məcburi milli xidmətə getməsinə qarşıdır. Ancaq buna qadağa qoymur, çünki, bir insan istərsə daşda daşıya bilər əsgərdə gedə bilər və s.
Dördüncü mif ondan ibarətdir ki, guya artıq bərabərlik təmin olunub, buna gösrəci olaraq rəsmi hüquqlar göstərilir. Yəni hüquqlar rəsmi şəkildə təmin edilib bu deməkdir kifayyətdir. Yəni hüquqlar bərabərdir və problem həll olunub. Buda yalnışdır reallıq bunu göstərir ki, birincisi hüquqlar hər bir ölkədə təmin edilməyib. Elə ölkələr var ki, çox qısa zaman öncə qadınlar müşın sürmə hüququnu bərpa etdilər. Öz ölkəmizə və qonşu ölkələrə baxsaq görəcəyik ki, boşluqlar hələdə var. Yəni bir çox yerdə kağızda belə bu hüquqlar təmin olunmayıb. Ümumiyyətlə bu günün feminizmi davranışları dəyişmək, patriarxal sistemi dəyişmək üçün aparır mübarizəsini. Və bu ideyalogiyanın mübarizəsi hansısa hüququ sadəcə kağız üzərində əldə etmək deyil.
Beşinci mif ondan ibarətdir ki, bütün qadınlar əsasəndə feminist qadınlar mütləq şəkildə çox güclü olmaldıırlar. Buda səhvdir. Reallıq isə belədi – ümumiyyətlə Güclü anlayışının mübahisəli və nispi məsələ olduğunuda nəzərə alaraq deməliyik ki, hər bir qadın öz gücündən, savadında, təhsilindən və s. Asılı olmayaraq zorakılığa məruz qala bilər. Yəni feminist olmaq bizi istismara, zorakılığa uğramaqdan qorumur. Təəsüf ki, dünyada hər kəsin nəyinki sadəcə qadınların zorakılığa məruz qalma təhlükəsi var və buna görədə feminizmi dəstəkləmək lazımdır.
Altıncı mif ondan ibarətdir ki, feministlər məhs kişilər tərəfindən maliyyələşdirilir və feministlərin bütün fəaliyyətləri kişilərə sərf edir. Reallıq isə tam tərsidi. 1908-ci ildə ki, səs vermə hüququna qarşı qadınlar milli liqasının misalına baxarsaq görərik ki, elə həmin qadınlar özləri çox imtiyazlı qadınlar idi. Həyat yoldaşları, qardaşları və s. Yüksək dpvlət qurumlarında çalışırdılar. Məhs bu vəsitə ilə həmin qadınların fikirləri mediyada, parlametdə səslənirdi. Beləliklə aydın ki, feministlər deyil məhs antifeministlər kişilər tərəfindən maaliyələşdirirlər.
Bundan əlaqə bir çox miflər və yalnış təbliğatlar feminizmin yalnış anlaşılmasına səbəb olur.
—————————————————
მითები და რეალობა ფემინიზმის შესახებ
ფემინიზმი არის ტერმინი, რომელიც დღეს ხშირად ისმის, მაგრამ ხშირად მისი მნიშვნელობა არასწორად და უარყოფითად არის განმარტებული, რადგან არ არის სწორად გაგებული. ამ მიზეზის გამო, ბევრი მითი დღეს ფემინიზმის გავრცელებას უშლის ხელს.
როგორ ჟღერს ეს მითები?
პირველი მითია, რომ ფემინისტებს უნდა ჰქონდეთ რაიმე სახის შინაგანი ან გარეგანი სახე, ისინი შინაგანად უნდა იყვნენ მასკულინურები და აგრესიულები, თმა – მოკლედ შეჭრილი, უნდა ჰქონდეთ “მამაკაცური” გარეგნობა და იყვნენ უხეშები. გარდა ამისა, მათ სხეულზე უნდა ჰქონდეთ თმა, არ უნდა გაიკეთონ მაკიაჟი და ა.შ.
მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ყველა ადამიანი, მიუხედავად შინაგანი და გარეგანი მდგომარეობის, პოლიტიკური შეხედულებებისა, შეიძლება იყოს ფემინისტი, ფემინიზმის მიმდევარი ფართო გაგებით.
მეორე მითი: ფემინიზმი ხელს უწყობს ქალის მამაკაცებზე უპირატესობის დამტკიცებას. მაგრამ რეალობა განსხვავებულია: დიდი ხნის განმავლობაში, ფემინისტები ქადაგებდნენ, რომ ფემინიზმი არის ბრძოლა თანაბარი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობებისთვის, და რომ ფემინიზმი არასდროს ემხრობოდა რომელიმე გენდერის უპირატესობის იდეას მეორეზე.
მესამე მითია, რომ თუ ფემინიზმი გაიმარჯვებს, ეს ქალებს დააზარალებს. ქალები წავლენ ჯარში, “მძიმე საქმეებში” იმუშავებენ და ა.შ. მაგრამ რეალობა განსხვავებულია, ფემინიზმი მილიტარიზმს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ეს არამხოლოდ ქალების ჯარში წასვლას ეხება, არამედ – კაცებისასაც. ამასთან, იგი არაფერს კრძალავს, რადგან ადამიანს თუ სურს, შეუძლია, ქვაც ატაროს, ჯარშიც წავიდეს და მძიმე საქმეშიც იმუშაოს. ყველაფერი პიროვნების სურვილზეა დამოკიდებული.
მეოთხე მითია, რომ თანასწორობა უკვე მიღწეულია, რასაც მოწმობს ოფიციალურად აღიარებული უფლებები. ანუ საკმარისია, რომ უფლებები ოფიციალურად დაკანონებულია, დოკუმენტებში უფლებები თანაბარია და პრობლემაც ამით მოგვარებულია.
ესეც არასწორია. რეალობა განსხვავებულია. ჯერ ერთი, თანასწორუფლებიანი კანონები არ არის მიღებული ყველა ქვეყანაში. არის ქვეყნები, სადაც ქალებმა ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს მანქანის მართვის უფლებაც კი. თუ გადავხედავთ ჩვენს ქვეყანას და მეზობელ ქვეყნებს, დავინახავთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები ძალიან ბევრ ოფიციალურ ჩანაწერშიც. ეს ამტკიცებს იმას, რომ ბევრგან, თუნდაც ქაღალდზე, ეს უფლებები არ არის ბოლომდე აღიარებული სწორი ვერსიით. ზოგადად, დღევანდელი ფემინიზმი ცდილობს, შეცვალოს ქცევა, შეცვალოს პატრიარქალური სისტემა, და ამ მოძრაობის ბრძოლა არ არის მხოლოდ ქაღალდზე გარკვეული უფლებების მიღება.
მეხუთე მითია, რომ ყველა ქალი, განსაკუთრებით – ფემინისტები, აუცილებლად ძალიან ძლიერნი. რეალობა განსხვავებულია, ზოგადად, ცნება “ძალა” სადავო და ფართოდ გაგებულია. უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება, ქალი აცნობიერებს თავის ძალას, იყოს განათლებული, მოაზროვნე და ა. შ. და მიუხედავად ამისა, ასევე გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ანუ ფემინისტად ყოფნა არ გვიცავს ექსპლუატაციისა და ძალადობისგან. სამწუხაროდ, მსოფლიოში არამხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის საშიშროება ემუქრება ყველას. ამიტომ, ფემინიზმი უნდა იყოს მხარდაჭერილი.
მეექვსე მითია, რომ ფემინისტებს აფინანსებენ მხოლოდ მამაკაცები და რომ ყველა ფემინისტური საქმიანობა კაცებისგან მოდის. რეალობა განსხვავებულია, პირიქითაა. თუ გადავხედავთ ქალთა ეროვნული ლიგის მაგალითს, 1908 წელს ხმის უფლების მიღების წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფს, დავინახავთ, რომ ეს ქალები თავად იყვნენ ძალიან პრივილეგირებულნი მეუღლეების, ძმების და ა.შ. მხრიდან, რადგან ისინი მუშაობდნენ მაღალ სამთავრობო უწყებებში. ზუსტად ამ საშუალებებით, მათი ხმა ჟღერდა მედიასა და პარლამენტში. ამრიგად, ცხადია, რომ არა ფემინისტები, არამედ ანტიფემინისტები ფინანსდებიან კაცების მიერ.
ამასთან დაკავშირებით, მრავალი მითი და ცრუ პროპაგანდა იწვევს ფემინიზმის არასწორ გაგებას.
ფანჯარა/pəncərə