Təəssüf ki, son tədqiqatlar göstərir ki, Gürcüstanda uşağın cinsiyətinə görə hamiləliyin dayandırıldığı hallar hələ də mövcuddur, çün ki, oğlan üşağına üstünlük verilir. Üstəlik, Gürcüstanda bu yaxınlarda edilən bir araşdırma göstərir ki, bəzi bölgələrdə əhalinin böyük bir hissəsi bu hadisəyə mənfi münasibət göstərmir və bir ailənin varisi kimi bir oğlan övlada sahib olmağın vacibliyindən danışırlar.
Qeyd etmək lazımdır ki, bu təcrübə gender bərabərsizliyindən biridir və kişilərin qadınlardan daha vacib olduğu stereotipə cavabdır. Qadınlar hələ kişilərlə müqayisədə bir çox cəmiyyətdə “ikinci dərəcəli” insanlar hesab olunurlar. Müxtəlif tədqiqatlar göstərirdir ki, Gürcüstanın etnik azlıqların yaşadığı bölgələrində cinsi seçim praktikasının yüksək olduğu qeydə alınıb.
Gender əsasında cinsiyyət seçimi qadınların hüquqlarına dağıdıcı təsir göstərir. Tədqiqatlar göstərir ki, bunlar erkən yaşlarda qadınlara qarşı cinsi zorakılığın və ümumiyyətlə məcburi nigahın, qadınlara qarşı ailə/məişət zorakılığının və reproduktiv hüquqlarının pozulmasının aparıcı səbəbidir.
Eyni zamanda, gender əsaslı cinsiyyət seçiminin çox olduğu cəmiyyətlərdə ailədəki qadınlar oğlan uşaqlarına sahib olmaq üçün çox təzyiq altındadır və oğlan uşaqları olmayan və yalnız qızları olan qadınlar zorakılıq və imtina edilmə riski altındadır.
———————————————–
გენდერის ნიშნით სქესის სელექცია
სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები წყვეტენ ორსულობას ნაყოფის სქესის გამო, რადგან მათ გოგო შვილს ბიჭი შვილი ურჩევნიათ. მეტიც, საქართველოში ბოლოს ჩატარებულ კვლევაში იკვეთება, რომ გარკვეულ რეგიონებში, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს უარყოფითი განწყობა აღნიშნული მოვლენის მიმართ და ისინი ვაჟის, როგორც გვარის გამგრძელებლის ყოლის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი და ის იმ სტერეოტიპის გამოხმაურებაა, რომლის თანახმად, კაცი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალი. ქალები კაცებთან შედარებით მრავალ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ითვლებიან „მეორეხარისხოვან“ ადამიანებად. სხვადასხვა კვლევებში დგინდება, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, მაღალია სქესის შერჩევის პრაქტიკის მაჩვენებელი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენდერის ნიშნით სქესის სელექციას დამანგრეველი ეფექტი აქვს ქალების უფლებებისთვის. როგორც კვლევები აჩვენებს, აღნიშნული ხდება ქალებზე სექსუალური ძალადობის, ადრეულ ასაკში და ზოგადად, ქორწინების იძულების, ქალებზე ოჯახში ძალადობისა და რეპროდუქციული უფლებების დარღვევის გამომწვევი მიზეზი. იმ საზოგადოებებში, სადაც გენდერის ნიშნით სქესის სელექცია ხშირი შემთხვევაა, ოჯახში ქალებზე დიდი ზეწოლა მოდის მოთხოვნით, რომ მათ ბიჭი შვილები გააჩინონ და ის ქალები, რომლებსაც არ ჰყავთ ბიჭი შვილები და ჰყავთ მხოლოდ გოგოები, ძალადობისა და მიტოვების რისკის ქვეშ არიან.