Müəllif Nia Xaçapuridze
Bu post ginekoloq konsultasiyanda olmayan qızlar üçündür, o skamda oturmamış qızlar üçün. Və oraya çıxmağın dünyada ən çətin və narahat bir şey olduğunu düşünənlər üçün.
Və bəlkə də yanma, qaşınma, axıntı, ağrıya dözməyə razıdırlar əsas odur ki oraya çıxmasınlar.
Və əgər mən ilk dəfə getsəydim, böyük məmnuniyyətlə bu postu oxuyardım ki bilik orada məni nə gözləyir.
Utanmaq, özünü həlak etmək, narahatçılıq, ağrı və həkimin gözlərinə baxa bilməmək bunlar hamısı yersizdir.
Ginekoloqun yanına getmək səbəbləri ola bilsin yanma-qaşıntı-axıntı, menstruasiya dövrünün pozulması və ya hormonal pozuntu olsun.
Amma bununla yanaşı cinsi həyatı olan və 21(25) yaşından böyüksünüzsə: pap-test etdirməlisiniz ( simptomlar lazım deyil, simptomsuz və sağlam qızlara da keçirilir).
Amma hər pasiyentin skama çıxması vacib deyil.
Əgər ginekoloqun uşaqlıq girişi, uşaqlıq və ya uşaqlıq boğazıyla birbaşa işi varsa və bu iş ultrasəs müayinəsi ilə ( qarın nahiyəsində aparatı gəzdirməklə) və ya soruşmaqla alınmırsa
Ginekoloji yazma analizini sözlə ala bilməz elə deyilmi? Bəli ona görədə skama çıxmaq lazımdır.
Vaginaya skamın altından baxmalı deyilki? Bəli buna görədə skama çıxmalıdır.
Digər tərəfdən, yumartalıqlarda nə baş verdiyini heç bir skamda görmək mümkün deyil, çünki yumurtalıqlar deşikdən görünmür. Müvafiq olaraq yumurtalıqlar ultrasəs müayinə ilə yoxlanılır.
Ginekoloəiyada ultrasəs müayinəsi iki cür olur: qarından – qadın nahiyəsinə kiçik sensor qoyurlar, jele çəkirlər və üstündə gəzdirirlər. Bəli filmlərdə hamilələrə edildiyi kimi, jelenin soyuqluğundan başqa heçnə hiss etmirsiniz əlbəttə.
Birdə vaginal ultrasəs müayinəsi var- bu halda əlbəttə sensor uzun və nazir olur ki vaginaya daxil ola bilsin. Bu nadirən lazım olur.
——————————–
გინეკოლოგის სავარძლის შესახებ
ავტორი ნია ხაჭაპურიძე
ეს პოსტი განკუთვნილია იმ გოგოებისთვის, რომლებიც ჯერ არ ყოფილან გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, აი, სავარძელზე ახტომა რომ სჭირდება, ისეთზე.
და ჰგონიათ, რომ ამქვეყანაზე ყველაზე დიდი თავისმოჭრა და უხერხული რამეა.
და მზად არიან ალბათ, აიტანონ წვა, ქავილი, გამონადენი, ტკივილი და რა არა, ოღონდაც ეგ არ მოუწიოთ.
და მე რომ პირველად მივდიოდე, ალბათ ძაანაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი პოსტს, თუ რა მელოდა.
სირცხვილის, თავის მოჭრის, უხერხულობის, ტკივილის, დისკომფორტის, ქვეყნის დანგრევის და ექიმისთვის თვალებში ვერ შეხედვის მხრივ – არაფერი არაა.
გინეკოლოგთან წასვლის მიზეზები შეიძლება იყოს დაწყებული ქავილი-წვა-გამონადენით, გაგრძელებული მენსტრუაციის არევებით, დამთავრებული ჰორმონული დარღვევებით.
მაგრამ, ამასობაში, სქესობრივი ცხოვრების ქონა და 21 (25) წელზე მეტ ასაკში: პაპ-ტესტი გიწევთ (სიმპტომები არ სჭირდება, უსიმპტომო და უჯანმრთელეს გოგოებში ტარდება პროფილაქტიკისთვის).
მაგრამ ყველას პაციენტს იმ სკამზე აცოცება არ უწევს.
სკამზე დაჯდომა მაშინაა საჭირო, როცა გინეკოლოგს საშოს მიდამოებთან, საშოსთან, საშვილოსნოს ყელთან ან საშვილოსნოსთან აქვს უშუალო ხელშესახები საქმე, ისეთი საქმე, რაც ექოსკოპიით (მუცელზე აპარატის სრიალით) ან გამოკითხვით ვერ მოხერხდება.
ნაცხს სიტყვიერად ჰო ვერ აიღებ? ჰოდა ნაცხს შესაბამისად ეგ სკამი სჭირდება.
საშოში მაგიდის ქვეშიდან ხომ ვერ შეხედავ პაციენტს? ჰოდა მაგასაც სკამი სჭირდება.
მეორე მხრივ, საკვერცხეებზე რა ხდება, მაგას ვერანაირი სკამით ვერ დაინახავ, იმიტომ, რომ საკვერცხეები ხვრელიდან არ ჩანს. შესაბამისად, კონკრეტულად საკვერცხეებს ექოსკოპიით იკვლევენ.
გინეკოლოგიაში ექოსკოპია კეთდება ორნაირად: მუცლიდან – მუცელზე დაგადებენ პატარა სენსორს, გაგთხუპნიან ჟელეთი და ასრიალებენ ზედ. აი ფილმებში როგორც შვებიან, ორსულებს რომ უკეთებენ ხოლმე – ჟელეს სიცივის გარდა ვერაფერს გრძნობთ, რა თქმა უნდა.
არსებობს კიდევ ვაგინალური ექოსკოპია – ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს სენსორი გრძელი და წვრილია, რომ საშოში მოთავსდეს. ეს შედარებით იშვიათადაა საჭირო.