Cinsi təhsil

Ginekoloq skamı haqqında

Davamı

Müəllif Nia Xacapuridze

Sizin skama çıxmağınızın vacib olduğu standart, asan bir nümunə götürək.

Yaxma analizi cinsi olaraq aktiv olmayan qadınlardan da, aktiv olan qadınlardan da  götürülür, çünki vaginanın standart infeksiyalarında qızlıq pərdəsi qorumur: göbələk, bakteriya arta bilər və bunların yoxlanılması üçün, yaxma analizi və müalicə lazımdır.

Yaxma analizi qulaq çöpü ilə götürürlür – vagina və ya sidik kanalının divarına sürtülməlidir ki, bakteriyalar| göbələk və ya başqa bir şey varsa, nümünə götürülsün və sonra mikroskopda görünsün.

Yaxma analizinin maksimum təmiz və yaxşı alınması üçün – bəzən güzgü də qoyurlar. Bunu vaqinaya yerləşdirilər ki ora bir az genişləsin. Qulaq çöpünü daha irləi aparmaq istəyirsə, çətinlik olmadan aparsın.

Cinsi olaraq aktiv olan qadınlara da normal ölçüdə güzgü yerləşdirirlər, amma qız uşaqları və balaca uşaqlar üçün daha kiçik ölçülü güzgülər də var amma Gürcüstanda bundan nə qədər istifadə edirlər bilmirəm.

Deyək ki, ginekoloq skamına çıxmağa etiraz etdiniz və oranı tərk etdiniz – siz axı narahatsınız, iki gündən sonra geri qayıtmalı olacaqsınız – qorxulu heçnə  yoxdur. Ginekoloq deyir: skama çıx mən də gəlirəm. Bu etapda hiss edirirk ki, normal yanaşma formalaşıb və özünü narahat hiss etməyə ehtiyac yoxdur, stamatloq üçün ağzını açmaq və ginekoloq skamına çıxmaq arasında çox bir fərq yoxdur.

Yəni bu həkim üçün çox əhəmiyyətsiz bir vəziyyətdir və bəlkə də artıq minincidir.

Otağın skam olan hissəsi xüsusi arakəsməylə böülünüb, ora daxil olursan, adətən skamda heçnə olmur, yeni birdəfəlik dəsmal sərilmiş olur, əgər elə deyilsə, dəyişirlətr və sonra oturursunuz. İlk növbədə bir ayağınızı sonra digərini və budur siz artıq uzanmısınız.

Bu vaxt ginekoloq gəlir, öz skamında oturur, analizi götürür, sizə deyir bitdi və artıq bu dünyadakı ən xoş an gəlib çatır – siz ayaqlarınızı yerə qoyursun uz və paltarınızı geyinməyə başlayırsınız.

Bu müddət ginekoloq üçün dünyanın ən adi, rutin, bezdirici, normal dəqiqələri idi.

Yuyunmaq – əgər həkimə getmədən əvvəl özünüzü səliqəyə salsanız lap yaxşı olar ( amma ilıq sun ilə! Yaxma nalizi vermədən əvvəl sabun və ya digər vasitələrlə yuyunub, qızılgül qoxulu sprey istifadə etməyin, siz axı analizin real cavabını istəyirsiniz!). Ginekoloq sizdən yaxma analizi aldıqdan  sonra, o ” dəhşətli ” axıntıya gör əlini yuyub, mətbəxə keçib günorta yeməyini yeyə bilər.

———————————————

გინეკოლოგის სავარძელის შესახებ

გაგრძელება

ავტორი ნია ხაჭაპურიძე

ავიღოთ ყველაზე მარტივი და სტანდარტული, რისთვისაც სკამზე ახტომა შეიძლება დაგჭირდეთ

ნაცხს იღებენ სქესობრივად არააქტიურ ქალებშიც (ქალიშვილობა და აპკი აღარ მიხსენოთ) და აქტიურებშიც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საშოს სტანდარტული ინფექციები, აპკს მაინცდამაინც არ დაეძებენ: სოკოც და ბაქტერიებიც ყველას შეიძლება, მოუმრავლდეს და ყველა ექვემდებარება ნაცხს და მკურნალობას.

თავად ნაცხს იღებენ ჩათვალეთ ყურის ჩხირით – საშოს ან შარდსადენის კედელზე უნდა მიუსვ-მოუსვან, რომ ბაქტერიები/სოკოები თუა რამე, ზედ გადავიდნენ და მერე მიკროსკოპში დაინახონ.

ნაცხის მაქსიმალურად სუფთად და კარგად ასაღებად – დგამენ ხოლმე სარკესაც. სარკე რატო ჰქვია ვერ გეტყვით, სარკისა არაფერი სცხია. იხვნისკარტას უფრო ჰგავს, მაგრამ საშოში დგამენ იმისთვის, რომ ცოტა გაგანიერდეს იქაურობა და შიგ შეჭყეტვა თუ უნდა ექიმს, შეიჭყიტოს. ყურის ჩხირის მოცაცუნება თუ უნდა – ზედმეტი მიდებ-მოდების გარეშე მოახერხოს.

ჩვეულებრივი ზომის სარკე იდგმება სქესობრივად აქტიურ ქალებში, თუმცა არსებობს სპეციალური, პატარა სარკეც – ქალიშვილებისა და პატარა ბავშვებისთვისაც კი, მაგრამ საქართველოში რამდენად იყენებენ, მართლა არ ვიცი.

ვთქვათ, უარი ვთქვი გინეკოლოგიურ სავარძელზე ასვლაზე და წავედი – რომ გავწვალდები, ორ დღეში ხომ ისევ უკან უნდა მოვიდე? მაინცდამაინც საშინელი არაფერია. გინეკოლოგი ამბობს: აბა შეხტი სკამზე და მოვალ ახლავეო. ამ ეტაპზე ვაცნობიერებ, რომ საკმაოდ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოყალიბებია და თავისმოჭრა-უხერხულობის მხრივ დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ სტომატოლოგისთვის პირის გაღებასა და გინეკოლოგიურ სავარძელზე ჯდომას შორის.

ასე რომ, ექიმისთვის ეს აბსოლუტურად უემოციო პროცედურაა და რიგით მეათასე.

სკამიანი სივრცე შირმითაა ხოლმე შემოსაზღვრული, გადიხარ იქით, წესით სკამზე უკვე აფარია ახალი, ერთჯერადი დასაფენი, თუ არა და გამოცვლიან და მერე დაჯექით. როგორც იქნა, დადებ ცალ ფეხს, მერე დადებ მეორეს და ეგ არის.

ამ დროს მოდის გინეკოლოგი, ჯდება იმ თავის სკამზე, იღებს ნაცხს, გეტყვის მოვრჩიო და დგება ამქვეყანაზე ერთერთი ყველაზე ტკბილი გრძნობა – ფეხების უკან ჩამოწევა და ტანსაცმლის ჩაცმა.

ამ დროს, გინეკოლოგისთვის ამ ქვეყანაზე ყველაზე რუტინული, ჩვეულებრივი, მოსაწყენი, უჩვეულებრივესი რამდენიმე წუთი იყო.

დაბანა – წასვლის წინ ან ნუ დილას მაინც თუ მოწესრიგდებით, გადასარევი (თბილი წყლით! ნაცხის წინ მაინც არ დაიწყოთ საპონი და ბეტადინით დახეხვა და ვარდის წყლის პკურება, რეალური პასუხი ხომ გინდათ ანალიზის?). ძალიან თავისუფლად შეუძლია კარგ გინეკოლოგს, ნაცხი აგიღოთ იმ თქვენი “სააშინელი” გამონადენის გამო დაიბანოს ხელები, გავიდეს სამზარეულოში და გემრიელად ჩაახრამუნოს ლანჩი.