Cinsi təhsil

Göbələk xəstəlikləri haqqında

Müəllif Nia Xacapuridze

Göbələk xəstəlikləri cinsi yolla ötürülən bir infeksiya olmadığını bilməliyik.

Göbələklər az miqdarda vajina da daxil olmaqla hər kəsdə və hər yerdə mövcuddur.

Göbələk xəstəliyindən danışanda əsasən Candida albicans göbələyindən söhbət gedir , göbələk xəstəliyinin bu cür adlanır.

Bəzi vəziyyətlərdə (immunitetin zəifləməsi, hormonal balansın pozulması, bəzi dərmanlar, daha çox antibiotik, hamiləlik, vajinal mikro mühitin pozulması) bəzən göbələk böyüməyə, çoxalmağa və bezdirici simptomlar göstərməyə başlayır. Eyni proses cinsi həyatı aktiv olan insanlarda da olur, ehtimal ki yenə də cinsi həyat az və ya çox vajinal sakitliyi pozur.

Ancaq bu kimnənsə keçməsi, kiməsə keçirmək vəziyyəti deyil. Bu hər kəsin, o cümlədən bakirə qız və oğulanda olan Candida albicansdır.

Yəni kandidozum var və bu partnyorumdan keçdi doğru deyil. Siz bununla doğulubsunuz, uşaqlıqda, hər vaxt bu olub amma indi fürsət yarandı və o özünü göstərdi.

Əlbəttə müalicə lazımdır, çünki axıntı,  yanma, qaşınma və ya cinsi əlaqə zamanı ağrıya niyə dözməliyik?

Ancaq bu, cinsi yolla keçən bir xəstəlik deyil (ümumi göbələkdən bəhs edilir) və hər kəsdə görünə  bilər. Daha doğrusu, hamımızda mütləq var, amma ən əsası onu ağırlaşdırmaq və bir səbəb verməməkdir.

Buna görə də, heç bir şeydən əziyyət çəkmirsinizsə və yalnız bir göbələk diaqnozu qoyulubsa- heç bir müalicəyə ehtiyac yoxdur və göbələyi tamamilə məhv etmək üçün dörd yüz həb və iki yüz yuma vasitəsi istifadə etməyin.

Qadınların% 10-20-də göbələk vajinada normal yaşayır və əgər bu sizə problem yaratmırsa başını buraxı  (hamiləlik dövründə və ya dərman və ya xəstəlik səbəbiylə zəifləmiş immun sistemi olanlar – bu vəziyyətdə əlbəttə ki, başqa bir haldır  və müalicəyə həkim qərar verir).

Partnyorun müalicəsinə gəldikdə isə: Normalda onun da  müalicəsi olması lazım deyil. Yəni onun heç bir simptomu yoxdursa onun başını buraxın.

Siz özünüzü müalicə etdirin, immunitetinizi gücləndirin (bu, yalnız adi, komplikasiyasız göbələklərə aiddir və digər infeksiyalara aid deyil. Hər kəsin Candida albicans var, lakin trixomonas, sifilis və bənzərləri – əlbətdə buna aid deyil. Bu halda hər ikiniz müalicə olunmalısınız ki bir-birinizə keçirməyin).

Xüsusi və qeyri-adi bir hal kimi bunlar qəbul edilir (həkimə mütləq müraciət etməli olduğumuz hallar  ):

Şiddətli infeksiya – şiddətli şişlik və qızartı, mukozada çatlaq;

Hamiləlik zamanı göbələk;

İmmun çatışmazlığı olan göbələklər (QİÇS,  diabet, digər xroniki xəstəliklər);

Təkrarlanan (təkrarlanan, tez-tez) göbələk, yəni ildə dörd və ya daha çox dəfə aşkarlanması.

Digər növ göbələklər  – yəni hamımızda olmayan, başqasından keçən növlər, bəzən müalicəsi çətin olur

Bu halda həkimə müraciət etmək və buna ciddi yanaşmaq lazımdır

———————————————–

სოკოვანი დაავადებების შესახებ

ავტორი ნია ხაჭაპურიძე

უნდა ვიცოდეთ, რომ სოკო არ არის სქესობრივად გადამდები ინფექცია.

სოკო აქვს ყველას და ყველგან, მათ შორის საშოშიც, უბრალოდ ცოტა რაოდენობით.

როცა ვახსენებთ სოკოს, – ძირითადად იგულისხმება კანდიდა ალბიკანსი, – ასე ჰქვია სოკოვანი დაავადების სახეობას.

რაღაც პირობების გამო (იმუნიტეტის დაქვითება, ჰორმონების დისბალანსი, ზოგი წამალი, უფრო ანტიბიოტიკები, ორსულობა, საშოს მიკროგარემოს არევ-დარევა), ზოგჯერ სოკო იწყებს ზრდას, გამრავლებას და შემაწუხებელ სიმპტომებს ავლენს. იგივენაირი პროცესი ხდება სქესობრივად აქტიურ ადამიანებშიც, სავარაუდოდ, ისევ იმიტომ, რომ სქესობრივი ცხოვრება საშოს სიმშიდეს მეტ-ნაკლებად არღვევს.

მაგრამ, ეს ის შემთხვევა არაა, როცა ვინმემ გადმოგდოთ და ვინმეს გადასდეთ.

ყოველ შემთხვევაში, ასე ხდება კანდიდა ალბიკანსის დროს, რომელიც ყველას ყველგან აქვს, ქალიშვილების და ვაჟიშვილების ჩათვლით.

ასე რომ, კანდიდოზი მაქვს და პარტნიორმა გადმომდო – ასე არაა. ეგ კანდიდა, რაც დაიბადეთ, იქიდან გაქვთ ლამის, თან ყველგან, და უბრალოდ ახლა მომენტი ჩაიგდო ხელში და გააქტიურდა.

მკურნალობა, რა თქმა უნდა, საჭიროა იმიტომ, რომ ან გამონადენი რატომ უნდა ავიტანოთ, ან წვა, ან ქავილი და ან ტკივილი სქესობრივი აქტისას?

მაგრამ, იგი სქესობრივად გადამდები დაავადება არაა (ჩვეულებრივ სოკოზეა საუბარი), და შეიძლება ჰქონდეს ყველას. უფრო სწორად, აუცილებლად ყველას გვაქვს, მაგრამ მთავარია, არ გამწვავდეს და ამის მიზეზი არ მივცეთ.

შესაბამისად, თუ არ გაწუხებთ არაფერი და უბრალოდ ამოითესა სოკო – მკურნალობა საჭირო არაა და ნუ დაიწყებთ ოთხას წამალს და ორას გამორეცხვას, რომ სოკო ბოლომდე გაანადგუროთ.

ქალების 10-20%-ის საშოში ნორმაშიც ცხოვრობს სოკო და არ იწვევს პრობლემებს, ასე რომ, თუ არ გაწუხებთ, დაანებეთ თავი (ორსულობისას, ან ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული წამლის ან დაავადების გამო – ამ შემთხვევაში სხვა ამბავია რა თქმა უნდა, და ექიმი წყვეტს).

რაც შეეხება პარტნიორის მკურნალობას: ჩვეულებრივ შემთხვევაში პარტნიორის მკურნალობა საჭირო არაა. ანუ, თუ იმას არაფერი აწუხებს, დაანებეთ თავი.

თქვენ რომ გაწუხებთ, ეგ იმკურნალეთ და თქვენს იმუნიტეტს მიხედეთ (ეხება მხოლოდ ჩვეულებრივ, გაურთულბელ სოკოს და არა – სხვა ინფექციებს. კანდიდა ალბიკანსი კი აქვს ყველას, მაგრა ტრიქომონა, სიფილისი და მსგავსები – რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, მკურნალობს ორივე, რომ წინ და უკან არ გადასდოთ ერთმანეთს).

განსაკუთრებულ და არაჩვეულებრივ შემთხვევებად ითვლება (რასაც უექიმოდ არ ეშველება):

  • ძლიერი ინფექცია – ძლიერი შეშუპება და შეწითლება, ნახეთქები ლორწოვანზე;
  • სოკო ორსულობისას;
  • სოკო იმუნოდეფიციტისას (შიდსი, სტეროიდების მიღება, დიაბეტი, სხვა ქრონიკული დაავადებები);
  • რეკურენტული (განმეორებითი, ხშირი) სოკო, ანუ წელიწადში ოთხჯერ და მეტად გამოვლენა.
  • სოკო არა ალბიკანსით, არამედ სხვა სახეობების სოკოთი გამოწვეული – ანუ ის, რაც ყველას ისედაც არ გვაქვს, მართლა შეიძლება ვინმესგან გადაგედოთ და უფრო ძნელი სამკურნალოა ხოლმე.

ამას ექიმთან მისვლა და სერიოზული მიხედვა სჭირდება.