İctimaiyyət

“Keçmiş ərim fiziki məhdudiyyətli uşağına aliment verməkdən imtina edir”

“Aylardır iki uşaqla atam evində yaşayırıq, tək gəlirimiz uşağımın fiziki qüsurlu maaşıdır, – Esmira Qocayeva danışır, – İki uşağım var biri fiziki məhdudiyyətlidir,serebral iflicdir. Bu iflicin ən ağır növüdür. Uşaqların biri on, digəri doqquz yaşındadır. Evli olanda mütəmadi olaraq həkimə aparır, müəyyən dərmanlar işlədir və masaja etdirirdim. Həkimlər deyirdi ki tam sağalmasada özünü idarə edəcək səviyyəyə gəlmək şansı var. İndi heç dərmanlarını almağa imkanım çatmır. Mən işləmək istəsəm də uşağı heç kimə tapşıra bilmərəm, bütün günü onunla maraqlanmalıyam. Digər uşağın baxımına belə vaxt eləyə bilmirəm, anam kömək edir.” Boşanmaığımız kiçik narazılıqlara görə oldu. Boşandıqdan üç gün sonra, getdi başqasıyla evləndi. Atamın evində cəmi ikiotaqlı evdə qardaşımın ailəsi, kiçik qardaşım, valideyinlərim və biz yaşayırıq. Böyük qardaşım həbsdədir, digərinin isə cəmi 18 yaşı var. Bütün ailənin yükü onun üzərindədir. Hazırda mənim və uşaqlarımın tək gəlirimiz, uşağın maaşıdır. Keçmiş yoldaşımdan bir otaq yaşayış binası və aliment tələbiylə məhkəməyə müraciət etdim. Yoldaşımın imkanları aliment vermək üçün əlverışlıdır .Vəkil tutmuşduq, ancaq nəticə əldə edə bilmədik. Vəkil işimizlə yetəri qədər maraqlanmadı. Biz etiraz etdikdə isə mənim haqlarımı qorumaqdan imtina etdi. Bəlkə də onlar vəkıllə danışdılar. Nə yoldaşımı, nə də onun ailəsini uşaqların gələcəyi maraqlandırmır. Hətta qaynanam uşaq qüsürlü olduğu üçün, “mənim o adlı nəvəm yoxdur deyir”.

Tozu Gülmamedova


“ყოფილი ქმარი შშმ ბავშვისთვის ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს”

“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს – ესმირა გოჯაევა, – ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა აქვს. ერთი შვილი ათის, მეორე კი ცხრა წლისაა. როცა დაოჯახებული ვიყავი რეგულარულად მიმყავდა ექიმთან, გარკვეულ მედიკამენტებს იყენებდა და მასაჟზე დადიოდა. ექიმები ამბობდნენ, რომ არის შესაძლებლობა, იმ დონეზე გამოჯანმრთელდეს, რომ სიარული შეძლოსო. ახლა კი წამლების შეძენის შესაძლებლობაც არ მაქვს. ვერსად ვერ ვიმუშავებ, რადგან ბავშვს ერთი წუთიც მარტო ვერ დავტოვებ. მეორე შვილის მოვლაშიც დედაჩემი მეხმარება. ჩვენი განქორწინება პატარა შეუთანხმებლობის გამო მოხდა. როცა დავშორდით, ჩემი ქმარი სამი დღეში სხვაზე დაქორწინდა. მამაჩემის ოროთახიან სახლში ვცხოვრობთ მისი ოჯახი, მეორე ძმა, მშობლები და ჩვენ. უფროსი ძმა ციხეშია, მეორე კი ჯერ 18 წლისაა. მთელი ოჯახის საქმეები მას ევალება. ახლა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის დახმარებაა. სასამართლოს მივმართე საცხოვრებელი ოთახის გამოყოფის და ალიმენტის მოთხოვნით. ქმარს ალიმენტის გადახდისთვის შესაბამისი პირობები აქვს. ადვოკატი ვიქირავეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ადვოკატი ჩვენს საქმეზე გულგრილად მუშაობდა. როცა ჩვენ მას პრეტენზია წავუყენეთ, მან ჩვენთან მუშაობა შეწყვიტა. შეიძლება, მეორე მხარესთან იყო შეთანხმებული. არც ჩემს ყოფილ ქმარს, არც მის მშობლებს არ აინტერესებთ ჩემი შვილების ბედი. რადგან ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობით არის დაბადებული, თავიანთ შვილიშვილად არ აღიარებენ”.

თოზუ გულმამედოვა