İctimaiyyət

“Kənd adət ənənələri ehtiyac duyulduğu zaman işimizə yaramır”

Gözdən əlil oğul anası Yazgül öz həyat hekayəsini danışır

“Mən Yazgül 60 yaşım var. Bir qadının yaşaya biləcəyi hər bir çətinliyi görmüşəm. Atamın evində evin böyük qızı idim, uşaqlıqdan təhsilə çox meyilli idim. Atam bizi yaxşı yaşadırdı mənimdə tək həvəsim oxumağa idi. 15 yaşında məni öz dayım oğlu kənd toylarından birində qaçırdı. Bizim kənd kiçik yerdi, bir evdə toydursa bütün kənd əhalisi orada olur. Məni nar çubuğu ilə döyərək qaçırdılar səsimidə eşidən olmadı. Bizim kənddən o biri kəndə piyada apardılar zorla, dərəyi aşarkən qarşı çıxdım deyə başımı soyuq buzlu suya saldılar. Həmin gecə zorla gəlin oldum. Adət-ənənə belə idi, bir dəfə getdinsə oradan çıxış yoxdu, geri qayıtmaqda mümkünsüzdü. Qızın adı çıxacağına, canı çıxsın deyirlər. Beləcə həmin yaşımdan çətinliklər başladı.

Nə gördüm ata evində gördüm. Ərim yetim idi. Analığı bizi ilk gündən evdən çıxardı duvarlarında suvağı belə olmayan bir otaqda ilk övladımı dünyaya gətirdim. Həyat mənə bu yerdədə çətinliklər gətirdi, oğlum gözdən əlil doğuldu gündən günə görmə qabiliyyətini itirirdi. O doğulan gün özümə söz verdim övladıma hər şəraiti yaradacağıma və belədə etdim. İllərnən kəndin fermasında çalışdım, ərimə dəstək oldum. 3 uşağımı boya-başa çatdırdım. Gecə gündüz yatmadım. Kişiyə qadın dəstək olub arxasında durmursa, o heçbir zaman ayaqda dura bilməz. Mən hər çətinliyə, zorakılığa baxmayaraq ərimə özüm üçün yox uşaqlarımın gələcəyi üçün dəstək oldum.

Kənddə qadın çalışmalıdır özüdə çox çalışmalıdır. Qapısında, dirlikdə, çöldə hər yerdə övladlarını doyurmalıdır. İllərnən övladlarımın atası başımızda olmadan saxladım onları. Mən yeganə qadın idim ki, evdən kənar yerdə çalşırdım. Kəndin bu yerdə niyəsə adət ənənəsi heç üzə çıxmırdı, qadının çöldə nə iş var deyən yox idi. Beləcə özümdə övladlarımda birgə böyüdük. Həyatda tək istəyim təhsil almaq idi. Ancaq Nə özüm oxuya bildim nədə ki, qızlarımı oxuda bildim. Bu mənim içimdə qalan ən böyük arzudur. Amma indi nəvələrimin oxuması üçün elə bu gündə çalışıram.

Ana olmaq qadın üçün böyük cavabdehlikdir ancaq gözdən əlil övlada sahib olmaq ana üçün həddinən artıq çətin məsüliyyətdir. Qadın elin dilinə söz olmamalıdır, hər zaman başı uca olmalıdır!”, – Söyləyir Yazgül.

Şəlalə Əmircanova


„სოფლის ტრადიციები და ადათ-წესები არასოდეს გამომქომაგებია“

უსინათლო შვილის დედა იაზგიულ  საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

„მე ვარ იაზგიული, 60 წლის. ყველა სირთულე მაქვს გადატანილი, რაც ქალს შეიძლება დაემართოს. მამის სახლში ოჯახში უფროსი გოგო ვიყავი, ადრეული წლებიდანვე განათლებას მოწყურებული. მამა კარგად გვინახავდა, მე მხოლოდ და მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი. 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა სოფლის ერთ-ერთ ქორწილში მომიტაცა. ჩვენი სოფელი პატარაა, თუ ერთ ოჯახში ქორწილია, საღამოს ყველა იქ მიდის. მე ბროწეულის ჯოხით მცემეს და ისე მომიტაცეს, ხმა ვერავის მივაწვდინე. ჩვენი სოფლიდან მეზობელ სოფელში ფეხით წავედით, გზაში პატარა მდინარე იყო გადასალახი. იმის გამო, რომ დიდი წინააღმდეგობა გავუწიე, თავით ცივ წყალში ჩამაყვინთინეს. იმ ღამეს იძულებით გავხდი პატარძალი. ასე იყო მიღებული: თუ ერთხელ წახვედი, დაბრუნების შანსი აღარ გქონდა. აქედან მოყოლებული, ჩემი ურთულესი ცხოვრება დაიწყო.

თუ რამე კარგი ვნახე და კარგად ვიცხოვრე, ეს მამაჩემის სახლში იყო. ჩემი ქმარი ობოლი იყო, დედინაცვალმა პირველივე დღიდანვე სახლიდან გამოგვყარა. ჩემი პირველი შვილი ისეთ ოთახში გავაჩინე, რომლის კედლებს ჭერიც კი არ ჰქონდა. ცხოვრება სულ სირთულეებს მიმზადებდა: ჩემი ბიჭი მხედველობის პრობლემებით დაიბადა – დღითიდღე მხედველობას კარგავდა. იგი რომ დაიბადა მისი მდგომარეობა გავიგე, ჩემს თავს დავპირდი, რომ ჩემს შვილს კარგი ცხოვრებისთვის ყველა პირობას შევუქმნიდი და ასეც გავაკეთე. წლების განმავლობაში სოფლის ფერმაში ვიმუშავე, ქმრის მხარდამხარ. 3 შვილი გავზარდე სრულიად ჩემით. არც ღამით და არც დღისით არ მძინებია. ქალი კაცს მუდამ ზურგს უნდა უმაგრებდეს და მხარს უჭერდეს. თუ ეს ასე არ იქნება, კაცი ფეხზე ვერასოდეს დადგება. ყველა სირთულისა და ძალადობის მიუხედავად, ყველაფერი მოვითმინე და ქმარს ჩემ გამო კი არა, ჩემი შვილების მომავლისთვის დავუჭირე მხარი და დავეხმარე.

სოფელში ქალმა უნდა იშრომოს, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს – ეზოში, ბოსტანში, გარეთ და ყველგან, რადგან შვილები უნდა შეინახოს. წლების შემდეგ, შვილების მამამ დაგვტოვა და წავიდა. მე ალბათ იმ პერიოდში ერთადერთი ვიყავი, ვინც სახლის გარეთაც ვმუშაობდი. ამ დროს კი, სოფლის ტრადიციები და ადათ-წესები არ გამომექომაგნენ, არავინ არ ამბობდა, რატომაა ქალი გარეთ და არაა სახლში, შვილებთანო. მე ამ სირთულეებით გავზარდე ბავშვები და მეც ასე გავიზარდე. ცხოვრებაში ერთადერთი ოცნება და სურვილი მქონდა – განათლების მიღება. თუმცა, ამას ვერ მივაღწიე, ვერც ჩემს გოგოებს მივეცი განათლება. ეს ის დიდი ოცნებაა, რაც ჩემს გულში დარჩა. თუმცა, ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ შვილიშვილებმა ისწავლონ და განათლება მიიღონ.

დედობა ქალისთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა შშმ შვილის, უსინათლო შვილის დედობა ორმაგი სირთულე და პასუხისმგებლობაა. ქალმა სულ თავაწეულმა უნდა იაროს“.

შალალა ამირჯანოვა