Məktəbi bitirdikdən təxmini 8 il sonra təhsilimi davam etdirməyə qərar verdim. Məktəbi Azərbaycanda bitirdikdən sonra, ilk ili qəbul universitetə qəbul ola bilmədim, daha sonra işləməyə başladım deyə imtahana hazırlaşa bilmədim sonrada həvəsim öldü. Qohumlarımla illərcə işlədikdən sonra Azərbaycanda Gürcüstan vətəndaşına sənədləşmə çətinləşdikdə, orada işləyə bilmədim, əslində məndə bezmişdim işləməkdən. Gürcüstanda yaşamaq üçün dil öyrənməli idim. Ona görədə univeritet oxumağa qərar verdim.Universitetə qəbul olduqdan sonra mənim üçün çətin günlər başladı. Burada yaşayan azərbaycanlılar Azərbaycanda yaşayanlarda çox fərqlənirdilər. Dəfələrlə ağlayıb mən burada qalmaq istəmirəm demişəm. O vaxtlar mənə qəribə gələn çox şey mənə normal gəlir. Bilmirəm bəlkə yaşım az olsa daha tez uyğunlaşardım. Universitet oxumaq üçün gecikdiyimi düşünmürəm. Məncə indi ən doğru vaxtda təhsilimi davam etdirirəm. Evli olsaydım başqa cür fikirləşərdim, yəqin ki oxumazdım. Uşaqlarım olsaydı onlarla çətin olardı. İndi tək olduğum üçün əksinə mənə daha maraqlı gəlir, yaşamağa bir səbəbim var. Məncə təhsil hər yaşda insanı gözəlləşdirir. Heç işləməsə belə təhsil insanı olğunlaşdırır.
Tozu Gülmamedova
სკოლის შემდეგ უნივერსიტეტამდე 8 წელი შუალედი მქონდა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ დავაგვიანე
“სკოლის დამთავრებიდან 8 წლის შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა განვაგრძო. როცა აზერბაიჯანში სკოლა დავამთავრე, პირველ წელს უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე. შემდგომ მუშაობა დავიწყე, ვერ მოვემზადე. შემდეგ კი უკვე სურვილი აღარ მქონდა. წლების განმავლობაში ნათესავებთან ვმუშაობდი. რადგან საქართველოს მოქალაქე ვიყავი, გართულდა იქ გაფორმების საქმეები და იძულებული გავხდი, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ისედაც დამღლელი იყო ჩემი სამუშაო.
აქ რომ მეცხოვრა, ქართული ენა უნდა მესწავლა. ამისათვის უნივერსიტეტი ყველაზე კარგი საშუალება იყო. როცა ჩავაბარე უნივერსიტეტში, ჩემთვის რთული დღეები დაიწყო. აქაური აზერბაიჯანელები და იქაურები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიჭირდა შეგუება აქაურებას, რამდენჯერ ტირილით მითქვამს, აქ არ მინდა, ვერ ვეგუები-მეთქი. მაგრამ, დროთა განმავლობაში, შევეგუე აქაურობას. შეიძლება, ეს ასკის ბრალიც იყოს, – იქნებ გარემოს ახალგაზრდა ასაკში უფრო მარტივად შევგუებდი.
მაგრამ, არასოდეს მიფიქრია, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება დამაგვიანდა. ვთვლი, რომ სწორედ ახლა იყო სწავლის გაგრძელების ასაკი. მაგრამ თუ ქმარი, ბავშვი მეყოლებოდა, ალბათ სხვანაირად მოვიქცეოდი, ალბათ ვერ გავაგრძელებდი ვერასოდეს. მაგრამ რადგან მარტო ვარ, უფრო მიადვილდება საქმე. ახლა უნივერსიტეტი უფრო მაძლიერებს და ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ჩემი აზრით, განათლების მიღება ყველა ასაკში ალამაზებს ცხოვრებას”.
თოზუ გულმამედოვა