İctimaiyyət

Məktəbini dəyişdirərək, bütün həyatını dəyişən qız

FLEX praqramı çərçivəsində bir il  ərzində Amerikada aldığı təhsil Gürcüstanda təhsil sistemi tərəfindən tanınmayan Aytənin, Apardığı mübarizələrə baxmayaraq bu gün hələdə tələbə statusunu qazanmağa çalışır

“Flex-in üçüncu mərhələsinin imtahanından sonra cavab gözləmə periodu praqramın ən böyük çətinliyidir. Son mərhələnin cavabını demək olar ki, 7-8 ay ərzində gözləyirsən, mənim üçün bu zamanın necədə çətin keçdiyini yaxşı  xatırlayıram. Bu qədər çətinliyi aşa biləcəyimi heç təsəvvürdə etməzdim”- deyir Aytən Rüstəmova.

FLEX yəni Gələcəyin Liderlərinin Dəyişmə Praqramı ABŞ-ın Gürcüstandaki səfirliyinin həyata keçirdiyi təhsil praqramlarından biridir. Artıq uzun illərdir ki, həyata keçirilən bu layihədə iştirak etmək üçün ölkəmizdə hər il minlərlə məktəb şagirdi mübarizə aparır. Praqramın 3 mərhələsini uğurla başa çatdıran şagidirdlər, bir tədris il üçün amerikaya  gedirlər. Demək olar ki, bütün dünya ölkələrinin şağird yolladığı bu praqrama Gürcüstandan hər il sadəcə 60 nəfər iştirak etmək şansı qazanır. 2018-ci ildə Aytən Rüstəmova bu şagirdlər arasında Marneuli təmsilçilərindən olub.

Aytən Rüstamova 18 yaşlı Marneulili abituriyentdir. 11-ci sinifdə oxuyan zaman Flex praqramında qalib gələrək, bir il ərzində ABŞ-da təhsil almaq imkan qazanıb. Aytən Flex praqramının imtahanlarında Marneulinin Qızılhacılı kəndinin bir saylı ictimai məktəbində oxuduğu zaman iştirak edib, bu zaman o, paralel olaraq eksternat imtahanları üçün də hazırlanırmış.

“Həmin il anam məktəb direktorunun müavini idi, dəsrdə ikən məni sinifdən çıxardı və yan sinifdəki  ingilis dili imtahanına apardı. İmtahanın hansısa praqram üçün olduğunu heç bilmirdim də, o zamanlar ingilis dilini öyrənmək üçün repetitora gedirdim, bu mənim üçün dil səviyyəmi yoxlamağa bir şans idi” – deyir Aytən.

Qızılhacılı məktəbinin tarixində Flex imtahanında iştirak edib, qalib gələn yeganə şagird Aytən olub. Ancaq özünün danışdığına görə imtahanlardan əlavə ailəsini yola gətirməkdə heçdə asan olmayıb.

“Marneulidə təəssüflər olsun ki, hələdə elə ailələr var ki qızlarını Tbilisiyə təhsil almağa yollamağa qorxurlar. Bunun səbəbi müxtəlif stereotiplərdir. Ancaq bizdə bu mühitdə yaşatırıq təssəvür edirəm ailəm üçün necədə çətin idi Marneuli deyimi ilə “qız uşağını” başqa ölkədə bir il yaşamağına icazə vermək. Anam bu gün hələdə buna necə risk etdiyinə təəcüblənir.”- gülərək danışır Aytən

Aytən Rüstəmova qeyd edir ki, ingilisi dilinin mükəmməl biliyi bu praqramda baş rolu oynamır. Bir şağirdin qramatika imtahanını uğurla başa çatdırması ilə yanaşı psixoloji cəhətdəndə yeni mühitdə yaşamağa hazır olması Flex-in ən vacib məyyarlarından biridir.

Flex praqramının maraqlı bir başqa nöqtəsidə var. İngilis dilini nisbətən zəif bilən ancaq praqramın 3 mərhələsinidi uğurla başa vuran şagirdlər üçün Amerikaya  getməzdən əvvəl bir aylıq hazırlıq kursu mövcuddur. Bu kurslar Moldovada baş tutur və əsas məqsədi fərqli mühitdə yaşamağa hazırlıq  və ingilis dilinin yaxşılaşdırılmasıdır. Aytəndə bu kursları uğurla başa çatdırdıqdan sonra Amerikaya yola düşüb.

“Uzun yolçuluqdan sonra Miçiqana çatdım. Yeni ailəm məni yaxşı qarşıladı, ancaq ilk mədəniyyət şokunu yataq otağıma daxil olduğum andan etibarən yaşadım. Otaq çox balaca idi, 2 kravat və 3 şkaf var idi,  pəncərə isə heç yox idi. Otaq sanki insanı havasızlıqdan boğurdu. Ən önəmlisi isə bu otaqda mən və “yeni bacım”  birlikdə qalacaqdıq”.

“2-3 ay ərzində çox problemlər yaşadım, yeni ailəmə uyğunlaşa bilmirdim. Heç onlarla harasa getməyimidə istəmirdilər. Qeyri higiyenik ətraf mühit isə mənə alergiya verdi. Artıq kilolar, alergiya, qeyri sağlam qida –  Amerikada ilk aylarımı belə təsvir edərdim”- deyir Aytən.

Mövcud problemlərə baxmayaraq Aytən bir çox yeni bilik və qabiliyyət qazandağını vurğulayır. O eləcədə deyir ki, ən böyük problem ailədir əgər uyğunlaşa bilmirsənsə praqram çərçivəsində ailə dəyişdirmək şansıda verilir şagirdlərə.

“Zaman keçirdi, mən oraya alışırdım ancaq problemlər yenədə olurdu, ailəmlə problemlər yaşamağa davam edirdim və başqa ailəyə keçməyə qərar verdim. Bunu elə etməli idim ki, vətəndə doğma ailəm buradaki problemləri hiss etməsin yoxsa, anam “Aytən, bəsdi daha geri qayıt deyəcəkdi”- deyir Aytən.

Amerikada ki, 5-ci ayında ailəsini dəyişən Aytənin dediyinə görə onun əsl xoşbəxt və sözün əsl mənasında amerikalı günləri bundan sonra başlayıb.

“İkinci ailəmdəki ilk günüm idi, evə “yeni atam” apardı, evə daxil oldum və ailənin hər bir üzvü məni böyük sevinçlə qarşıladı. Elə bir mənə hiss etdirirdilər ki, onlara yaşamağımı istəyirdilər. Mənə otağımı göstərdirlər, ilk ilə müqaisədə bu çox böyük idi, ən əsası isə tək burada qalacaqdım.İlk gündən şəxsi əşyalarımı yerləşdirdim və xüsusi güşəmidə bəzədim, 3 doğma vətənimin – Gürcüstan, Azərbaycan və ABŞ-ın bayralarını da oraya yanaşı asdım ”- deyir Aytən.

O gündən Aytən Hasilər ailəsinin üzvü olub. Layihələrdə iştirak etməyə və bir çox uğurlara imza atmağa başlayıb. Hətta idmanla sıx məşğuliyyəti zamanı burnunu da qırıb.

“Yəgin ki, praqramın ən böyük mənalarından biri oradakı həmyaşıdlarıma öz mədəniyyətimi tariximi, milli dəyərlərimi təbliğ etmək idi. Mənim üçün bi ikili çətinlik idi çünki həm gürcü, həmdə Azərbaycan mədəniyyətini tənsil edirdim”-deyir Aytən.

Aytən üçün xəyallarının ölkəsindəki zamanı yavaş-yavaş azalırmış. Vətənə qayıtmaq vaxtı gəlib çatıb. Artıq bir ildir ki, qayıtmağına baxmayaraq oradaki ailəsi və dostları ilə sıx əlaqədə olduğunu deyir Aytən.

“Flex-in prioritetlərindən biridə odur ki, sən universitetə qəbul olmazdan əvvəl dünya dilini öyrənmiş olursan. Bir çox beynəlxalq layihədə iştirak etmək üçün heç bir bariyerin olmur, ən əsasıda fərdi həyata tamamən hazır olursan. Danılmazdır ki, yad yerdə yaşamaq asan olmur yalnız olursan ancaq praqramda iştirak etmək istəyənlərə ən böyük məsləhətim hər bir imkanı yaxşı dəyərləndirmək üçün maksimum şəkildə tez oraya uyğunlaşmaqlarıdır”- deyir Aytən.

Təəssüflər olsun ki, Aytənin Amerikada ki, qazandığı məktəb diplomu Gürcüstanda tanınmayıb. Burada məktəbdə şağirdi statusu da dayandırıldığı üçün, məktəbədə davam edə bilməyib. Aylar ərzində gözlədikdən, stres və həyəcandan sonra Aytən tam olaraq 40 imtahandan keçərək məktəb atestatını alıb. Bu gün hələdə tələbə statusunu qazanmaq üçün mübarizə aparır.

Şəlalə Əmircanova


 

Geo

მარნეულელი გოგო, რომელმაც სკოლის შეცვლით მთელი ცხოვრება შეცვალა

ერთი წელი გაცვლითი პროგრამა FLEX-ის ფარგლებში ამერიკაში სწავლის შემდეგ, აითანმა საქართველოში საკუთარი განათლების აღიარება ვერ მოიპოვა. ბევრი ბრძოლის მიუხედავად, დღეს ის მაინც სტუდენტის სტატუსის მოპოვებას ცდილობს.

„Flex-ის მესამე ეტაპის გამოცდის მერე პასუხების ლოდინი  პრაგრამის ყველაზე რთული მომენტია. ბოლო ეტაპის პასუხებს დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში ელოდები. ძალიან კარგად მახსოვს, როგორი რთული თვეები გავატარე პასუხის მოლოდინში. ვერც წარმოვიდგენდი ამ სირთულეების, გადალახვა თუ დამჭირდებოდა“, – ამბობს აითან რუსტამოვა.

Flex – მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა საქართველოში ერთ-ერთია აშშ-ის საელჩოს მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის. უკვე წლებია, რაც პროგრამა ხორციელდება და ჩვენს ქვეყანაში მასში მონაწილეობის მისაღებად ათასობით მოსწავლე გადის ტესტირებაზე. ტესტირება 3 ეტაპისგან შედგება. სამივეს წარმატებულად გადალახვის შემდგომ, მონაწილე ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების შესაძლებლობას მოიპოვებს. პროგრამაში მონაწილეობენ თითქმის მთელი მსოფლიოს ქვეყნები, საქართველოდან კი ამერიკაში სასწავლებლად ყოველ წელს 60 მოსწავლე მიემგზავრება. 2018 წელს აითანი რუსტამოვა ამ მოსწავლებს შორის იყო და მარნეულს წარმოადგენდა.

აითან რუსტამოვა 18 წლის აბიტურიენტია მარნეულიდან. მან მე-11 კლასში FLEX-ის  პროგრამაში გაიმარჯვა და ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების შესაძლებლობა მოიპოვა. აითანი FLEX-ის გამოცდებზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოს პირველ საჯარო სკოლაში სწავლების პერიოდში გავიდა. იმ დროს ის პარალელურად ექსტერნატის გამოცდებისთვის ემზადებოდა.

„იმ პერიოდში დედაჩემი სკოლის დირექტორის მოადგილე იყო. მახსოვს, როგორ შემოვიდა საკლასო ოთახში გაკვეთილის დროს და ინგლისურის გამოცდაზე შემიყვანა. არც ვიცოდი, რა პროგრამა იყო. მაშინ ინგლისურზე დავდიოდი და ერთადერთი მოტივი მქონდა, – საკუთარი ცოდნის შემოწმება“, – ამბობს აითანი.

აითანი ყიზილაჯილოს სკოლიდან ერთადერთი მოსწავლეა, ვინც გამოცდაზე გავიდა და პროგრამა FLEX-ის მონაწილე გახდა, თუმცა, როგორც თვითონ ჰყვება, დიდი მოლაპარაკება დასჭირდა ოჯახის წევრებთან, ამერიკაში რომ გაეშვათ.

„მარნეულში, სამწუხაროდ, არსებობენ ჯერჯერობით ისეთი ოჯახები, რომლებიც თავის გოგონებს თბილისში სასწავლებლად არ უშვებენ. ამის მიზეზი სხვადასხვა სტერეოტიპია. მაგრამ ჩვენც ამ გარემოში ვცხოვრობთ და მარნეულელების აზრით, „ქალიშვილის“ სხვა ქვეყანაში გაშვება ერთი წლით ჩემი ოჯახისთვისაც რთული იყო. დედაჩემი დღესაც კი ამბობს, ეს როგორ დავბედეო“, – სიცილით იხსენებს აითანი.

აითან რუსტამოვა ამბობს, რომ ინგლისურის იდეალურად ცოდნა პროგრამაში მთავარ როლს არ თამაშობს. გრამატიკის გამოცდების წარმატებული ჩაბარების გარდა, ახალ გარემოში ცხოვრებისთვის მოსწავლის ფსიქოლოგიური მზადყოფნა  FLEX-ის მთავარ კრიტერიუმებს შორისაა.

FLEX-ს ერთ-ერთი საინტერესო სხვა ნიუანსიც აქვს. ვინც ინგილურს შედარებით დაბალ დონეზე ფლობს, სანამ ამერიკაში გაემგზავრება, ერთთვიან მოსამზადებელ კურსებს გადის. ეს კურსები მოლდოვაში ტარდება და მისი მთავარი მიზანი მოსწავლეების ახალ გარემოში ცხოვრებისთვის მომზადება და ინგლისურის გაუმჯობესებაა. ამ კურსების წარმატებულად დასრულების შემდეგ, აითანი ამერიკაში გაემგზავრა.

„ძალიან გრძელი გზის შემდეგ მივაღწიე მიჩიგანში. ახალმა ოჯახმა არც ისე ცუდად მიმიღო, თუმცა პირველი კულტურული შოკი საძინებელ ოთახში შესვლისთანავე დამემართა. ოთახი ძალიან პატარა იყო, იდგა 2 საძინებელი და 3 კარადა. არც ფანჯარა იღებოდა შიგნიდან, ჩახუთულობა იყო და ვერც სისუფთავე დავინახე. თან, ეს პატარა ოთახი მე და ჩემს „ახალ დას“  შუაზე უნდა გაგვეყო.

2-3 თვეში ბევრი პრობლემა გამიჩნდა,  ვერც ოჯახთან ადაპტაცია მოვახდინე – არ მოსწონდათ, მათთან რომ ვკონტაქტობდი. არც ის უნდოდათ, მათთან ერთად სადმე გავსულიყავი. არაჰიგიენურმა პირობებმა ალერგია დამმართა. წონაში მატება, ალერგია, არაჯანსაღი კვება – ამერიკაში ყოფნის პირველ სამ თვეს ასე აღვწერდი.

არსებული  პრობლემების მიუხედავად, როგორც აითანი ამბობს, ბევრ ახალ ცოდნას და უნარ-ჩვევას დაეუფლა. ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა, სპორტულ წრეებზე დადიოდა და ამერიკელი მეგობრებიც  შეიძინა. დროთა განმავლობაში ადაპტირებაც მოახდინა და ამერიკულ ცხოვრებასაც შეეგუა.

როგორც აითანი გვიამბობს, „კიდევ დაიწყო პრობლემები. ოჯახის შეცვლა ისე გადავწყივიტე, რომ საქართველოში არავის  გავაგებინე იქაური პრობლემები, რადგან დამოუკდებლობის დრო იყო“.

ამერიკაში ცხოვრების მე-5 თვეს აითანმა ოჯახი შეიცვალა. მისი თქმით, ზუსტად იმ დღიდან დაიწყო მისი ნამდვილი ბედნიერი დღეები ამერიკაში.

„პირველი დღე მქონდა ახალ ოჯახში, როდესაც ახალმა მამამ სახლში წამიყვანა. ოჯახის ყველა წევრი დიდი სიხარულით მელოდებოდა. შევედი სახლში, ყველა კართან მელოდდა. მათ  თვალებში ვხედავდი, რომ უნდოდათ, მათთან მეცხოვრა… მაჩვენეს ჩემი ოთახიც. დიდი ოთახი იყო და მარტო ვიცხოვრებდი. როგორი ბედნიერი ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ. საღამოს დავალაგე ჩემი ნივთები და ჩემი სპეციალური კუთხე მოვაწყვე. დავკიდე საქართველოს, აზერბაიჯანის და აშშ-ის დროშები. ეს იყო ჩემი განსაკუთრებული კუთხე“,- ამბობს აითანი.

იმ დღიდან, აითანი ჰასიების ოჯახის წევრი გახდა. რიგ პროექტებში მიიღო მონაწილეობა და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. სპორტულ წრეზე სიარულისას ცხვირიც კი გაიტეხა.

„ვფიქრობ, პროგრამის მნიშვნელოვან ნიუანსებს შორის თანატოლებისთვის შენი კულტურისა და ისტორიის გაზიარებაა. ჩემთვის ეს ორმაგი გამოწვევა იყო, რადგან ქართულსა და აზერბაიჯანულ კულტურას წარმოვადგენდი“, – განმარტავს აითანი.

აითანისთვის საოცნებო დღეები ნელ-ნელა იწურებოდა. სამშობლოში დაბრუნების დღეც დადგა. ის უკვე ერთი წელია, რაც სამშობლოშია, თუმცა იქაურ ოჯახსა და მეგობრებთან დღემდე კონტაქტობს.

„FLEX-ის პრიორიტებებიდან ერთ-ერთი მოსწავლეობის პერიოდიდან ინგლისურის კარგად ცოდნაა. ძალიან ბევრ სხვა საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არანაირი ბარიერი აღარ გრჩება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადყოფნაა. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი სხვა გარემოში მარტო ცხოვრება, თუმცა, მსურველებს ვურჩევდი, გამგზავრებისთანავე შეეგუონ იქაურ გარემოს და მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, – ამბობს აითანი.

აითანმა ამერიკაში მიღებული სკოლის ატესტატით საქართველოში აღიარება ვერ მოიპოვა. სკოლაში შეჩერებული სტატუსი გამო, სწავლა ვერ გააგრძელა. თვეების განმავლობაში ბრძოლის შედეგად, მას ექსტერნის გამოცდის ჩაბარება მოუწია. 40-ამდე გამოცდის ჩაბარების შემდეგ, დღეს ის აბიტურიენტობას ინარჩუნებს.  ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება და სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის.

ავტორი: შალალა ამირჯანოვა